ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2011


დღითი-დღე

დღითი-დღე გკარგავ, დღითი დღე.
წუთით რომ არ ხარ ჩემთან.
შენ წახვალ, ვიცი რომ წახვალ...
ვიცი დაგკარგავ წლებად.

წლები გაივლის ნელ-ნელა,
აუჩქარებლად, კენტად.
შემიყვარდება წარსული,
შენზე ფიქრებთან ერთად...

და მერე ფოთოლთ შრიალში,
უეცრად, უცაბედად,
შენი ფეხის ხმას გავიგებ -
გავიგებ გულის ფეთქვას...

ეს წამიერი შეხვედრა
შიშით შეგვიპყრობს ერთხანს.
გამოვფხიზლდებით... და მერე,
დავუბრუნდებით ძველ გზას...

მე ეს სიტყვები მინდოდა,
მინდოდა ჩუმად მეთქვა.
სიჩუმე ვეღარ შევძელი
და დაგიწერე ლექსად.

ვიცი ძვირფასო ოდესმე,
რომ მომადგები ცრემლად,
ვინანებ, ვიცი ვინანებ -
რომ აღარავართ ერთად...
......................................................
დღითი-დღე გკარგავ, დღითი დღე,
დღითი-დღე ვეღარ გხედავ
და ეს გრძნობებიც აღარ ღირს,
აღარ ღირს გახსენებად!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს