ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2008


$$$

შენ ძლიერი ხარ,
თან ასე ნაზი,
დაუნდობელი,
თანაც გულჩვილი.
შენ,სულელი ხარ
და თანაც ბრძენი.
ხან საძულველი,
ხან სასურველი.
შენ,ხარ მწვერვალი
და შენ ხარ ფსკერი.
ხან,სათაყვანო დედა ხარ ერის,
ხანაც მაცდური
და წამწყმედელი.
შენ ხარ მშვენება ჰაეროვანი
და ვნების ტალღაც ხარ მიწიერი...
ამ ყველაფრის პასუხი კი ერთადერთია:
შენა ხარ ქალი
-როგორც ევა და ღვთისმშობელი!

                                            2003

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს