ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუციტა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 იანვარი, 2011


tu m'as assasine....

.....შენ წახვედი....
წახვედი ჩემი აწმყოდან.....
მზეც გაიყინა....
გაოგნდა....
გაქრა....
გაქრა სიხარული...
ემოცია...
სიმშვიდე...
.....ტკივილი სხეულში ,,ტკივილი სულში...
თვალებში სევდად ჩარჩა...ღია თაფლისფერი ჩამუქდა...თითქოს დამიმძიმდა თვალები...თითქოს ნაოჭებიც გაჩნდა...შენ წახვედი და სუნთქვა აღარ მომინდა...
გაოგნებული ,თვალებდახუჭული ხელის ცეცებით ვეძებ სასთუმალთან დაგდებულ წამალს....
,,აღარ დალიო''ვერებით რომ მთხოვს და გასვლისას ცრემლით სავსე ხაკისფერ თვალებს მარიდებს...
ეს ერთი აბი...
მომწარო გემო....
ძილის გემო...
სხეულის სიმძიმე...
არა ოცნება...
მხოლოდ გაოგნება,გაფითრებული უმიზნო ,უშინაარსო მზერა...
სიცარიელე კიდევ უფრო აუტანელი....
ბოლო შეხვედრა....ყველა შეხვედრა ბოლო იყო თითქოს, მაგრამ უკანასკნელი ყველაზე მეტად მეტკინა, რადგან მივხვდი რომ მთავრდებოდა ჩემი სიყვარული....
,,კიბეეები...
შენ...
მიყურებ.
ხარ მთვრალი....მიკრავ...სახეს მიჭერ დიდი ბომბორა ხელებით....
მკოცნი...
ისე მენატრები სულ ვერ ვგრძნობ სიყალბის გემოს....
მე ისეთივე სუფთა მგონია,როგორც ჩემთვისაა
ისეთივე საოცრება...
ისეთივე დათვლილი.....
ისეთივე ჟრუანტელედ შერეული სხეულში როგორც პირველი....''
კიდევ ერთი.....
წარსული ნაგლეჯების ჩასახშობად...
ტკივილს ვერ გამიყუჩებს ვიცი....
,,შენ რომ არ იყო როგორ გგონია მე ვიქნები ბედნიერი?მაშინ რატომ შემაყვარე თავი?–ცრემლები ხატიას შავ თვალეზე....გაოგნებული ჯგუფელების მზერა....
როგორც კეთროვანს....
,,არ გინდა....
არ გინდა...–ტირილი ბოდვასავით...
,,ვერ გავუძლებ–კიდევ ერთი აბიც...
უშენოდ არაფერი მინდა...
შენთან ერთად ყველაფერი....
უშენოდ არავის სიყვარული არ შემიძლია რადგან ჩემთვის სიყვარული იგივე შენ ხარ....
სისხლი მომინდა....
სისხლი ვენებიდან...
სისხლი მოწამლული შენით...
შხეული დაცლილი სისხლისგან....
შენგან....
უსულო სხეული...
სახე ღიად დარჩენილი გაყინული მზერით...
მზერაში შენი ანარეკლი...
ამბობენ მოკლულის თვალებში მკვლელის სახე რჩებაო.
.შენ ხომ მე მომკალი
......
დედა...გაურკვეველი ცუდი წინათგრძნობით...
სულში ჭაღარებით...
ხატების კუთხესთან...ჩემი ნათლობის სანთელი...
–,,გადამირჩინე''–უმისამართოდ
ეს ერთი  უსულო აბიც...
ჩემები...
კიდევ ერთი...
ჩემი გოგოები...
კიდევ..
ჩემი სამყარო....
მამა თვალებთან ნაოჭებით....
ეს ერთიღა...
არა, უბრალოდ მეძინება ...
ძალიან მეძინება.....
.......................იქნება გაზაფხული...
ალუბლების თოვა....
აპრილი....
ესე ძალიaნ რომ მიყვარს, რადგან შენ გაჩნდი ამ ქვეყნად აპრილის თვეში..
იქნება სექტემბერი...
ჩემი შემოდგომა...
ისევ ვივლი დღიდან დღემდე ძველ, დავიწყებულ ქუჩებში ....
ისევ ვიქნები საქმიანი, ამბიციური იურისტი,მუდმივად რომ არ ცალიათ საყვარელი ადამიანებისათვის...
ვიქნები ბავშვიც...
და ქალიც...
ხმაურისაგან დაღლილი ისევ შევაფარებ თავს არსაკიძის სვეტიცხოველს...
ყველგან იქნება უშენობა და ყველაში ის ,,სხვა''–შენ რომ  შეუბრალებლად მითხარი მიყვარსო და ჩემი სიყვარული  დაამ
თავრე.........


უბრალოდ მინდოდა დამეწერა....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს