ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 იანვარი, 2011


ხსოვნა




                                                                ჭეშმარიტების ძიება ჰგავს იმ ტოტის მოჭრის
                                                                მცდელობას, რომელზეც ზიხარ.

                                                                              (ჩამოვარდნილი კაცის ფიქრებიდან)



                                                                ვინც კარგავს, ის იგებს!

                                                                              (ფრანგული გამონათქვამი)










    დავიწყების დავიწყება არის ხსოვნა, ხსოვნა იმისა რომ შორს შეტოპე და უმჯობესი იქნება თუკი წერას შეწყვიტავ. ყველაფერი პირობითია, მათ შორის რასაც სწერ, რასაც კითხულობ, რასაც განიცდი შეხვედრისას, თუ დამშვიდობებისას. პირობითი და მიუწვდომელია ის ადგილი, სადაც იმყოფები, მიუწვდომელია სწორედ იმიტომ, რომ ის, რითაც უნდა მიწვდე, - ყველა საცეცი, თითოეული ნერვი პირობითია და მხოლოდ იმ პირობით ეხები, რა პირობითაც შორს ხარ შეხების წერტილიდან.
    ხსოვნა, პირობითობის მტერია, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხსოვნა პირობითობას ვნებს და სწორედ ხსოვნაში მეორედ იბადება ადამიანი როგორც პიროვნება. თუკი დავიწყებას მივყავართ სიშორემდე, რომელიც არ არსებობს, დავიწყების დავიწყებას მივყავართ იმის ხსოვნამდე რაც არის.
    რა არის? - არის პირობითობები რომლებსაც ვნებს ხსოვნა, ხსოვნა იმისა რომ  ხ ვ დ ე ბ ი არა იმ ქალს რომლის სიყვარული შეიძლება იყიდო, არა იმ ქალს რომელიც შეიძლება "შეაბა", არა იმ ქალს რომლის ბატონი შეიძლება გახდე, არა იმ ქალს რომლისგან შვილები შეიძლება შეგეძინოს, არა იმ ქალს რომელსაც შესაძლოა ღვთაების შესატყვისი თაყვანი სცე, არა იმ ქალს რომელსაც შესაძლოა ფეხები შეაწმინდო და შემდეგ მოისროლო, არა იმ ქალს რომელიც მხოლოდ ქალია ამ სიტყვის ყველაზე ჭეშმარიტი მნიშვნელობით, არა იმ ქალს რომელიც თავისუფალია ყოველივე იმისგან რაც ზემოთ ითქვა...  არამედ  ხ ვ დ ე ბ ი  ამ ჭეშმარიტებების დავიწყებას და შემდეგ ამ დავიწყების დავიწყებით უბრუნდები ჭეშმარიტების ხსოვნას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები