ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2011


თბილისური განთიადი




ღრუბლებმა მთები

ისევ დამალეს

და თუმცა, მთვარე

იჩენს სიფრთხილეს,

ღამით ლექსს მაინც

დაწერს მამალი

და სისხამ დილით

ამოიყივლებს...





-ჩემო აშუღო

იმღერე აგრე,

ჩამოაცალე

ფარდა სიბნელეს ,

გათენდება და

ყველაზე ადრე

მტკვარზე ხიდები

გადაირბენენ...







ცისკარმა ღამე

მოთიბ--- მითიბა,

რათა მამალი

ისევ დახელოს!

და  დღესაც მიკვირს,

ისე დიდია

ფანჯარა--სახლის

მწვანე საყელო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები