ინტელიგენციის კრიზისი, რომელიც დღეს თავისი განვითარების უმაღლეს _ კულმინაციურ წერტილს აღწევს, სათავეს ილიას მკვლელობიდან იღებს. ილიას შემდეგ კი გაძლიერდა ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზნეობრივ _ ინტელექტუალური პროცესების წარმმართველ, ეროვნული ცნობიერების მატარებელ, სხვათა შემწე და მფარველიდან, უკვე ხელისუფლების თვალებში შეციცინებულ, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე მოფიქრალ, უსახურ საზოგადობერივ ფენად იქცა. ნამდვილი ინტელიგენცია, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა, სამწუხაროდ იმდენად ვერ გაძლიერდა, რომ პროცესზე არსებითი გავლენა მოეხდინა. რუსეთის საიმპერიო მანქანა კარგად გრძნობდა, რომ თუ საქართველოში ეროვნული ნიშნით ორიენტირებული ინტელიგენცია იარსებებდა, ის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მძლავრ აღტყინებას გამოიწვევდა. ამიტომ ერის სულიერი წინამძღვარი ინტელიგენციის ნაცვლად, უნდა შეექმნა სრულიად ახალი სახის, ხელისუფლების მსახური ინტელიგენცია _ ავტორიტეტული და პოპულარული, რომ მისი სიტყვა ხალხში უცილობელ ჭეშმარიტებად გასაღებულიყო. ამგვარი ინტელიგენციის შესაქმნელად მას სჭირდებოდა შემოქმედებითი ნიჭით რჩეულნიც, რომელთაც ნელა და შეუმჩნევლად თავისი იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენებდა. სანაცვლოდ, უწევდა მათ შემოქმედებას დიდ პროპაგანდას, უქმნიდა საზოგადოებაში ავტორიტეტს და გავლენის სფეროებს უნაწილებდა. ხოლო ვინც არ ისურვებდა ხელისუფლებასთან ამ ორმხრივ გარიგებაზე წასვლას, საზოგაოებისათვის როგორც ხელოვანი, ნიველირებული იქნებოდა. ასე იქმნებოდა სახელისუფლებო ინტელიგენცია, რომელმაც თავის ზეობის უმაღლეს მწვერვალს ედუარდ შევარდნაძის საქართველოში მოღვაწეობის ჟამს მიაღწია. საქართველოს კპ პირველ მდივნად დანიშვნისთანავე, მან დაიწყო მიზანმიმართული, ფრთხილი მუშაობა საკუთარი ინტელიგენციის შესაქმნელად. ამისათვის ის ყველა საშუალებებს იყენებდა, როგორიცაა, უშუალოდ პირადი ურთიერთობების დამყარება, ხელს გამართვა შემოქმეებითი კარიერის მიღწევაში და მრავალი სხვა. თანდათანობით ინტელიგენციის ეს ფენა ძლიერდებოდა ხელისუფლების ირგვლივ და ერთ მძლავრ კლანად ყალიბდებოდა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა ქვეყანაში. და ეს ინტელიგენცია გახდა შემდეგ სწორედ ხელისუფლების მძლავრი დასაყრდენი. ამიტომაც დაედო ტაბუ საქართველოში ინტელიგენციის კრიტიკული თვალთახედვით შეფასებას, საკმარისია ამ სახელისუფლებო ნაწილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატო, რომ უმალ რეაქციონერად მოგნათლავენ, თითქოს შენ პროგრესისა და განათლების წინააღმდეგი ხარ. დღეს ეს ინტელიგენცია მიზანმიმართულად ატარებს ხელისუფლებისათვის სასურველი საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრებას, თითქოს საქართველოში დაწყებულია აღმშენებლობითი პროცესები და რაღაც შინაგანი ფაქტორების, უფრო სწორად, ოპოზიციური ძალების მიერ ხდება ამ მშენებლობის დაბრკოლება, აქედან გამომდინარე კი, აუცილებელია ამ წინააღმდეგობრივი ძალების მსხვრევა. ე.ი. მთელი ცნობიერება მიმართულია, არა შენებისაკენ, არამედ ნგრევისაკენ. გავიხსენოთ ბაკუნინის გამოთქმა, რომ „ლტოლვა ნგრევისა იმავდროულად შემოქმედი ლტოლვაა.“ რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნგრევის პროცესი საღდება შენებად, რადგან შენების საფუძველი სიყვარულია, ხოლო ნგრევის სიძულვილი. საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის სიძულვილის დიდი უფსკრული დევს, ღრმავდება უფსკრული ხალხსა და ინტელიგენციის ამ ნაწილს შორის, რომელიც ჯერ მათ შორის გაუცხოებად, რაც შემდგომ ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმში გადაიზარდა, რომელიც ერთი უმთავრესი ბზარია ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისა. „სურამის ციხის“ ლეგენდაში _ ციხის კედელში ზურაბის ჩატანების მეტაფორულ სახეში ჩადებულია თვითშეწირვის შედეგად შენების, აღმშენებლობის იდეა, რომელი იდეაც კვებავდა ქართულ ცნობიერებას საუკუნეების მანძილზე. აფხაზეთის ომით ხელისუფლებამ შესძლო სამშობლოსათვის თვითშეწირვის აბსურდულობის დამკვიდრება, რადგან კედელი, ანუ სამშობლო მიუხედავად ცალკეულ პატრიოტთა თვითშეწირვისა კი არ შენდება, არამედ ინგრევა. ეს კი ეროვნული ნიჰილიზმის წარმოშობის ერთ-ერთი პირობაა. სწორედ სიძულვილში დევს ის საფუძველი, რომ შევარდნაძის ინტელიგენციისათვის უცხოა ალტრუიზმის გრძნობა, ხალხისთვის, მოყვასისათვის პირადი კეთილდღეობის ხარჯზე რაიმეს დათმობა. საქართველოში ამჟამად დაბალ დონეზეა ფილოსოფიური აზროვნების კულტურა _ თუ მიმდინარეობს ძიებები, ისიც მხოლოდ ყოფითი მოვლენების ირგვლივ. ნიშანდობლივია მხოლოდ ეგზოთერული მოვლენებისადმი წვდომის, ანალზის უნარი. ხოლო სამწუხაროდ უფრო ღრმად, მისტიკის _ ეზოთერული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება უცხოა აღნიშნული ინტელიგენციისათვის და არც სურვილს აცხადებს შემეცნების ამ სფეროს დაუფლებისათვის. გარე სულიერი მოვლენების მიმართ დაუინტერესებლობამ და მხოლოდ ირგვლივ არსებული რეალიებით მისი ცნობიერების შემოზღუდვამ, აიძულა ის მძაფრად მიბმულიყო ყოველდღიურ ყოფასთან და ემოქმედა იმ ზნეობრივ-სულიერი ნორმებით და კანონებით, რაც საზოგადოების გარკვეულ ეტაპზე მიღებული იყო. ხოლო ამ ნორმების დამდგენი, როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა საქართველოში სახელისუფლებო იდეოლოგია იყო. შევარდნაძის ინტელიგენცია თავის მსოფლმხედველობას ამ იდეოლოგიის ადექვატურად აყალიბებდა, ანუ უფრო სწორად ხელისუფლებასთან ერთად ქმნიდა ამ იდეოლოგიას. რუსი თეოლოგი მამა სერგი ბულგაკოვი წერს: _ „რუსულ ინტელიგენციზე უფრო ათეისტური ინტელიგენცია არ არსებობს.“ რამდენადაც სსრკ-ს ჩამოყალიბებამ და ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობამ _ ქართული ინტელიგენცია რუსული აზროვნების სივრცეში მოაქცია, ეს სიტყვები ქართული ინტელიგენციის დიდ ნაწილსაც ეხება. ჩეკისტურ-ათეისტურმა პერიოდმა, რომლის დროსაც ყალიბდებოდა შევარდნაძის ინტელიგენციის ცნობიერება, ბუნებრივია, ის რელიგიის გარეთ დატოვა. ანტირელიგიურობა კი, ადამიამანს უპირველესად ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს. თანდათან დავიწყებული იქნა მარადიული ქრისტიანული ჭეშმარიტებანი. შტაინერი ასკვნის, რომ _ „თუ ადამიანის სუბიექტური სურვილები ერთადერთი კრიტერიუმია _ მის მიერ სამყაროში პრაქტიკული ორიენტაციისა, მაშინ რის საფუძველზე უნდა ვაღიაროთ ესა თუ ის მოვალეობანი, განა მისი კანონიერი უფლება არ იქნება, ამ ცხოვრებით მარტივი, ეგოისტური ტკბობა.“ აქედან გამომდინარე, შევარდნაძის ინტელიგენცია მომხმარებლური თვალსაზრისით უდგებოდა ჭეშმარიტებას. მოაზროვნეებში და მათ სისტემებში ეძებდა არა მეცნიერულ ჭეშმარიტებას, არამედ ხელისუფლებისათვის სასურველი იდეოლოგიისა თუ აზროვნების წესის გამართლებას. მან რუსული ინტელიგენციის მსგავსად, ღვთისთაყვანისცემის ნაცვლად კაცთაყვანისცემლობის გზა აირჩია. ჩაჯდა რა ერთხელ თავისი ნებით „ხელმწიფის ნავში,“ მიენდო ბრმად იმ დინებას, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე მართავდა. აღნიშნულმა ფენამ ყირაზე დააყენა გაბრიელ მარკესის გამონათქვამი, „მე ვემსახურები სამშობლოს და არა ჩემი სამშობლოს მთავრობას.“ როგორ უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს _ ხელისუფლების სამსახური, ჭეშმარიტების, ხალხის, ქვეყნის სამსახურად საღდებოდა. ორ ათეულ წელზე მეტია აღნიშნულ ინტელიგენციას დიქტატორის პალმა უჭირავს _ ჩვენი კულტურულ-საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, გამომცემლობების, რედაქციების, ტელევიზიის კარები საგულდაგულოდ ჰქონდათ ჩარაზული მათთვის, ვინც ამ კლანის წევრად არ ეღიარებოდა. ამიტომაც საზოგადოებაში იქმნებოდა აზრი, რომ თითქოს მთელ ქართულ ინტელიგენციას შევარდნაძის ინტელიგენცია წარმოადგენდა. დაიგულა რა თავი ხელისუფლების მაღალ ინსტანციებში, ის ხელშეუხებელ ნაკრძალად იქცა. ასე ხელისუფლებასთან ერთად თანხმობითმა, ჰარმონიულმა თანაცხოვრებამ მიიყვანა იგი, თავისი სამშობლოს „ესენგეში“ შესვლის თანხმობის ღილაკზე თითის დაჭერამდე. ხოლო როცა ხელოვანი, თავისი ქვეყნის დამონებას აწერს ხელს, ამით იგი სწირავს თავს, საკუთარი მხრებით ატაროს უმძიმესი ცოდვა აწმყოსა და მომავლის წინაშე. ჩვენ არც იმას გამოვრიცხავთ, რომ შევარდნაძის ინტელიგენციიდანაც, შეიძლება ზოგიერთი ეჭვის თვალით უყურებს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, აღარ სურს იყოს მისი მხარდამჭერი. ეს კარგად იგრძნო სახელმწიფო მეთაურმაც, როცა პარლამენტის ერთ-ერთ სესიაზე განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობისას დაინტერესდა КГБ-ს არქივებით და გაეცნო რა მას, თავზარი დაეცა, საკუთარი თავი შეზიზღდა ქართული ინტელიგენციის ზოგიერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის საქმეების გაცნობისას. როცა მოსთხოვეს არქივების გახსნა, შეახსენა მათ, რომ გერმანიაში ანალოგიური არქივების გახსნის შემდეგ, ხალხმა თავისი რჩეული, საყვარელი ინტელიგენციის ზოგიერთი წარმომადგენელი კინაღამ ჩაქოლა და ხელისუფლებას მათთვის სპეციალური დაცვის დაყენება დასჭირდაო. რა იყო ეს, თუ არა პირდაპირი მუქარა მათ მიმართ _ თუ ისინი ხელმწიფის ნავიდან გადაჯდომას დააპირებდნენ. ამდენად КГБ-ს არქივი ერთი მძლავრი ბერკეტია ხელისუფლების ხელში ამ ადამიანების გარკვეული ნაწილის სამართავად. ბოლო წლების პოლიტიკური პროცესები იმგვარად განვითარდა, რომ მათთან ერთად ქვეყანაში გავლენის სფეროებს დაეუფლა კრიმინალური სამყარო, რომლის ინტერესების სფეროებშიც შედის არსებული ხელისუფლების მხარდაჭერა. თუ გავიხსენებთ კანტის გამონათქვამს, რომ მეგობრობა ინტერესთა ერთიანობაა, აქედან გამომდინარე, ისინი სწორედ ინტერესთა ერთიანობის გამო დაახლოვდნენ და ბოლოს ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ. შევარდნაძის ინტელიგენცია, რომლს უშუალო მხარდაჭერითაც გატარდა ბოლო წლებში ქართული სახელმწიფოებრიობის დაკნინებისაკენ მიმართული პოლიტიკა _ ოფიციალურ ხელისუფლებასა და ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად პასუხისმგებელია ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე. თავისი დროის ინტელიგენციაზე მსჯელობისას, დიდი რუსი ფილოსოფოსი ბერდიაევი ასკვნის: _ „ისტორიის მოცემულ ეტაპზე ინტელიგენცია საჭიროებს არა თვითგანდიდებას, არამედ თვითკრიტიკას, ახალ ცნობიერებაზე გადასვლა მხოლოდ მონანიებით და თვითმხილებით შეიძლება.“ ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ინტელიგენციის შევარდნაძისეულ ნაწილს, ზოგადად კი ინტელიგენცია/რჩეული გამონაკლისის გარდა,/ აუცილებლად უნდა გამოვიდეს რუსული სააზროვნო სივრციდან და გახდეს ის სარკმელი, რომლიდანაც საქართველოში შემოვა ევროპული ცივილიზაცია, ამასთან მან უნდა შესძლოს უმთავრესი _ ცნობიერების ქართულ ნიადაგზე დადგომა. 1992წელი წიგნიდან_ "რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში?"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ფანტასტიური ანალიზია! გაიხარე!
ამის დეფიციტია დღეს, კიარა, უკვე წლებია! ფანტასტიური ანალიზია! გაიხარე!
ამის დეფიციტია დღეს, კიარა, უკვე წლებია!
20. ბატონო დავით, თქვენი ეს წერილი არის შესანიშნავი განმარტება, ანალიზი და კონკრეტული დახასიათება (და არა ზოგადი) საბჭოური ეპოქის ინტელიგენციისა (და არა მარტო მათი). ძალიან ზუსტად და პირდაპირ გვიხატავთ იმ ვაი-ინტელიგენციის წარმომადგენელთა პორტრეტებს და რა სამწუხაროა, რომ მათი გადმონაშთები დღემდე ბოგინობენ საქართველოში...
არანაკლებ საინტერესო იყო ილტოსპირელის (შეიძლება ითქვას) -წესდებაც, მწერალთა კავშირის შესახებ. ბევრი რამ ნიშანდობლივი, დასაფიქრებელი და აუცილებად გასაკეთებელი რამ შემოგვთავაზა მან. (თუმცა ვინ არის ამ ყველაფრის მომსმენი, ან შემსრულებელი?)
მართალი ნაწერია და საოცრად, საოცრად მომეწონა! 555555555555555555555555555555 ბატონო დავით, თქვენი ეს წერილი არის შესანიშნავი განმარტება, ანალიზი და კონკრეტული დახასიათება (და არა ზოგადი) საბჭოური ეპოქის ინტელიგენციისა (და არა მარტო მათი). ძალიან ზუსტად და პირდაპირ გვიხატავთ იმ ვაი-ინტელიგენციის წარმომადგენელთა პორტრეტებს და რა სამწუხაროა, რომ მათი გადმონაშთები დღემდე ბოგინობენ საქართველოში...
არანაკლებ საინტერესო იყო ილტოსპირელის (შეიძლება ითქვას) -წესდებაც, მწერალთა კავშირის შესახებ. ბევრი რამ ნიშანდობლივი, დასაფიქრებელი და აუცილებად გასაკეთებელი რამ შემოგვთავაზა მან. (თუმცა ვინ არის ამ ყველაფრის მომსმენი, ან შემსრულებელი?)
მართალი ნაწერია და საოცრად, საოცრად მომეწონა! 555555555555555555555555555555
18. ვფიქრობ, გიოგიომ წესიერად ვერ წაიკითხა ჩემი რეპლიკა!!! ვურჩევ: ხელახლა და დაკვირვებით წაიკითხის!!! ვფიქრობ, გიოგიომ წესიერად ვერ წაიკითხა ჩემი რეპლიკა!!! ვურჩევ: ხელახლა და დაკვირვებით წაიკითხის!!!
17. ძალიან ღრმა ანალიზია ფსიქოლოგიური წიაღსვლებით სავსე არსებული ეპოქისა და ინტელიგენციისა, შიშვლად მოტანილი_ ჩვენი საიტისთვის იშვიათობა.ასევე ამავე ავტორის კომენტარიც, სადაც პირუთვნელადა მოტანილი მწერალთა კავშირის ისტორიის სუსტი და ნათელი მხარეები სრული რეორგანიზაციის მოთხოვნით.გაუგებარია, ჩემთვის პატივსაცემ ილტოსპირელის მე–14 კომენტარი.თურმე არაფერს იძლევა მწერალთა კავშირის დაარსების ისტორია,როცა უმრავლესობას,განსაკუთრებით ახალგაზრდებს მწერალთა კავშირი ბოლშევიკების შექმნილი ჰგონიათ. საბჭოთა პერიოდში არათუ მწერალთა კავშირსთვის,უწმინდესი ეკლესიისთვისაც მოიცალეს და უშიშროებაში არსებობდა რელიგიის სახელმწიფო კომიტეტი. არსებული კავშირი დღეს ცეკას ორგანო ვერ იქნება ,რადგან ცეკა კარგა ხნის მკვდარია.მწერალთა კავშირს რომ არ გაუნადგურებია იდეოლოგიურად ქართული მწერლობა,მე_9 კომენტარში ჩამოთვლილ მწერალთა კავშირის წევრების გვარებიდანაც ჩანს, ასეთ ბრალდებას ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ.მწერალთა კავშირი პარტია არ არის, რომ ყველას ერთი პოზიცია ჰქონოდა ამიტომ სამარცხვინოდ ზოგიერთმა მწერალმა მართლაც დაიკავა არაქართული პოზიცია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია იქ იყვნენ მუხრან მაჭავარიანის თანამოააზრეები, რომელთაც ზნეობრივი გმირობა ჩაიდინეს.ხოლო თუ რომელიმე მწერალი პუტინის თანამოაზრეა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი, მაშინ პასუხი უნდა მოეთხოვოს.დანარჩენში მე–14 და მე–9 კომენტარი თითქმის იდენტურია, უნდა მოხდესო "მწერალთა კავშირის სრული რეორგანიზაცია".უმადურობა იქნება იმის აღუნიშნაობაც რომ,"მერანის" ახალგაზდულმა კონკურსმა პროზასა და პოეზიაში დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში, კონკურსებითა და ერთობლივი კრებულებით. ძალიან ღრმა ანალიზია ფსიქოლოგიური წიაღსვლებით სავსე არსებული ეპოქისა და ინტელიგენციისა, შიშვლად მოტანილი_ ჩვენი საიტისთვის იშვიათობა.ასევე ამავე ავტორის კომენტარიც, სადაც პირუთვნელადა მოტანილი მწერალთა კავშირის ისტორიის სუსტი და ნათელი მხარეები სრული რეორგანიზაციის მოთხოვნით.გაუგებარია, ჩემთვის პატივსაცემ ილტოსპირელის მე–14 კომენტარი.თურმე არაფერს იძლევა მწერალთა კავშირის დაარსების ისტორია,როცა უმრავლესობას,განსაკუთრებით ახალგაზრდებს მწერალთა კავშირი ბოლშევიკების შექმნილი ჰგონიათ. საბჭოთა პერიოდში არათუ მწერალთა კავშირსთვის,უწმინდესი ეკლესიისთვისაც მოიცალეს და უშიშროებაში არსებობდა რელიგიის სახელმწიფო კომიტეტი. არსებული კავშირი დღეს ცეკას ორგანო ვერ იქნება ,რადგან ცეკა კარგა ხნის მკვდარია.მწერალთა კავშირს რომ არ გაუნადგურებია იდეოლოგიურად ქართული მწერლობა,მე_9 კომენტარში ჩამოთვლილ მწერალთა კავშირის წევრების გვარებიდანაც ჩანს, ასეთ ბრალდებას ისინი უბრალოდ არ იმსახურებენ.მწერალთა კავშირი პარტია არ არის, რომ ყველას ერთი პოზიცია ჰქონოდა ამიტომ სამარცხვინოდ ზოგიერთმა მწერალმა მართლაც დაიკავა არაქართული პოზიცია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია იქ იყვნენ მუხრან მაჭავარიანის თანამოააზრეები, რომელთაც ზნეობრივი გმირობა ჩაიდინეს.ხოლო თუ რომელიმე მწერალი პუტინის თანამოაზრეა და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგი, მაშინ პასუხი უნდა მოეთხოვოს.დანარჩენში მე–14 და მე–9 კომენტარი თითქმის იდენტურია, უნდა მოხდესო "მწერალთა კავშირის სრული რეორგანიზაცია".უმადურობა იქნება იმის აღუნიშნაობაც რომ,"მერანის" ახალგაზდულმა კონკურსმა პროზასა და პოეზიაში დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგაზრდებში, კონკურსებითა და ერთობლივი კრებულებით.
16. ჩემი სუბიიექტური აზრით ეს არის , ზოგადი მარტივი მიმოხილვა ჩემთვის ეს არ არის ლიტერატურული-პუბლიცისტიკა საინტერესო იქნებოდა ჩვენი ქართველ მწერალთა ან ორი მწერლის შეხედულებები, იმდროინდელ პოლიტიკასთან ჩემი სუბიიექტური აზრით ეს არის , ზოგადი მარტივი მიმოხილვა ჩემთვის ეს არ არის ლიტერატურული-პუბლიცისტიკა საინტერესო იქნებოდა ჩვენი ქართველ მწერალთა ან ორი მწერლის შეხედულებები, იმდროინდელ პოლიტიკასთან
15. საინტერესო მოსაზრებებია.ღირს დაფიქრებად. საინტერესო მოსაზრებებია.ღირს დაფიქრებად.
14. მწერალთა კავშირის დამაარსებელთა ისტორია ვიცით. მათი ჩამოთვლა არაფერს მატებს ვინმეს. არც თანამედროვე მწერლების სახელები იძლევა რაიმეს, რითიც გამართლდებოდა ამ ორგანიზაციის იმ სახითა და შინაარსით არსებობა, როგორითაც ის არსებობს დღემდე!
ჩემი პატივისცემა ყველა იმ მწერალს (აწ გარდაცვლილსაც და ცოცხალსაც), ვინც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებოდა და ემსახურება ქართული მწერლობის საქმეს!
მაგრამ!
აქსიომებია:
1. საბჭოთა რეჟიმმა მწერალთა კავშირი აქცია ცეკას ორგანოდ!
2. მწერალთა კავშირმა, როგორც იდეოლოგიურმა ინსტრუმენტმა, ფიზიკურად გაანადგურა ქართული კულტურის გამორჩეული მოღვაწეები.
3. მწერალთა კავშირმა გარყვნა, გადააგვარა, კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ჭაობში ჩაფლო ქართული მწერლობა.
4. მწერალთა კავშირის წევრებმა 1991-92 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება მოამზადეს იდეოლოგიურად და მხარი დაუჭირეს (მონაწილეობდნენ) საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩარებას.
5. მწერალტა კავშირის ბევრი წევრი დღესაც მისტირის საბჭოა კავშირს და სულიერ სატელიტად ქცეულა პუტინის რუსეთისა, რომელიც საქართველოს სახემწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერია.
6. მწერალთა კავშირი საერთოდ ჩამორჩა დროს, შეიკეტა საკუთარ თავში და იქცა საეჭვო ფინანსური მაქინაციებისა და მერკანტილური სწრაფვების ქვაბულად.
ამიტომ
აუცილებელია:
1. მოწვეულ იქნეს საერთო ყრილობა საქართველოში არსებული ყველა სერიოზული დამოუკიდებელი სამწერლო გაერთიანების, ასოციაციების, მიმდინარეობა-მიმართულების წარმომადგენელთა, ინდივიდუალურ შემოქმედთა მონაწილეობით, სდაც მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა გამოცხადებს თვითლიკვიდაციას.
2. მწერალთა საერთო ყრილობაზე მოხდეს დამოუკიდებელ სამწერლო ორგანიზაციათა და ასოციაციათა გაერთიანებული კომიტეტის არჩევა, რომელშიც შევა ყველა მონაწილე სუბიექტის წარმომადგენელი.
3. მწერალლთა გაერთიანებულმა კომიტეტმა ჩაიბაროს მწერალთა საერთო სასახლე და ქონება, რაც დღემდე, ულოგიკოდ, აქვს ერთ სამწერლო გაერთიანებას - მწერალთა კავშირს და, პარიტეტულ საწყისებზე, მიეცეს მისი ფლობისა და გაგანკარგვის უფლება ყველა სუბიექტს.
4. მწერალთა გაერთიანებულმა კომიტეტმა თანამედროვე, ევროპული ანალოგიის საფუძველზე შეიმუშაოს საქართველოს მწერალთა საერთო სასახლის ახალი წესდება და ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ საბჭოურ სტანდარტებსა და მენტალიტეტს კულტურის სფეროშიც, ვინაიდან ამ სტანდარტებსა და მენტალიტეტს რეგრესის მეტი არაფერი მოაქვს ჩვენი სულიერებისათვის.
მწერალთა კავშირის დამაარსებელთა ისტორია ვიცით. მათი ჩამოთვლა არაფერს მატებს ვინმეს. არც თანამედროვე მწერლების სახელები იძლევა რაიმეს, რითიც გამართლდებოდა ამ ორგანიზაციის იმ სახითა და შინაარსით არსებობა, როგორითაც ის არსებობს დღემდე!
ჩემი პატივისცემა ყველა იმ მწერალს (აწ გარდაცვლილსაც და ცოცხალსაც), ვინც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებოდა და ემსახურება ქართული მწერლობის საქმეს!
მაგრამ!
აქსიომებია:
1. საბჭოთა რეჟიმმა მწერალთა კავშირი აქცია ცეკას ორგანოდ!
2. მწერალთა კავშირმა, როგორც იდეოლოგიურმა ინსტრუმენტმა, ფიზიკურად გაანადგურა ქართული კულტურის გამორჩეული მოღვაწეები.
3. მწერალთა კავშირმა გარყვნა, გადააგვარა, კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ჭაობში ჩაფლო ქართული მწერლობა.
4. მწერალთა კავშირის წევრებმა 1991-92 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება მოამზადეს იდეოლოგიურად და მხარი დაუჭირეს (მონაწილეობდნენ) საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩარებას.
5. მწერალტა კავშირის ბევრი წევრი დღესაც მისტირის საბჭოა კავშირს და სულიერ სატელიტად ქცეულა პუტინის რუსეთისა, რომელიც საქართველოს სახემწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერია.
6. მწერალთა კავშირი საერთოდ ჩამორჩა დროს, შეიკეტა საკუთარ თავში და იქცა საეჭვო ფინანსური მაქინაციებისა და მერკანტილური სწრაფვების ქვაბულად.
ამიტომ
აუცილებელია:
1. მოწვეულ იქნეს საერთო ყრილობა საქართველოში არსებული ყველა სერიოზული დამოუკიდებელი სამწერლო გაერთიანების, ასოციაციების, მიმდინარეობა-მიმართულების წარმომადგენელთა, ინდივიდუალურ შემოქმედთა მონაწილეობით, სდაც მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა გამოცხადებს თვითლიკვიდაციას.
2. მწერალთა საერთო ყრილობაზე მოხდეს დამოუკიდებელ სამწერლო ორგანიზაციათა და ასოციაციათა გაერთიანებული კომიტეტის არჩევა, რომელშიც შევა ყველა მონაწილე სუბიექტის წარმომადგენელი.
3. მწერალლთა გაერთიანებულმა კომიტეტმა ჩაიბაროს მწერალთა საერთო სასახლე და ქონება, რაც დღემდე, ულოგიკოდ, აქვს ერთ სამწერლო გაერთიანებას - მწერალთა კავშირს და, პარიტეტულ საწყისებზე, მიეცეს მისი ფლობისა და გაგანკარგვის უფლება ყველა სუბიექტს.
4. მწერალთა გაერთიანებულმა კომიტეტმა თანამედროვე, ევროპული ანალოგიის საფუძველზე შეიმუშაოს საქართველოს მწერალთა საერთო სასახლის ახალი წესდება და ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ საბჭოურ სტანდარტებსა და მენტალიტეტს კულტურის სფეროშიც, ვინაიდან ამ სტანდარტებსა და მენტალიტეტს რეგრესის მეტი არაფერი მოაქვს ჩვენი სულიერებისათვის.
13. და არა მხოლოდ ინტელიგენცია, ზოგადად ერი მორალურად ნულზე ვართ. ას კაცს რომ ნება მისცეთ, რაც უნდა ის გააკეთონ და პასუხი არ მოეთხოვებათ, ოთხმოცდაცხრამეტი დაანგრევს, დაწვავს, წაართმევს, მოკლავს. სამწუხაროდ, ალტრუიზმი ახლა სიბრიყვედ და სისუსტედ ითვლება.ამას პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს. :) :) სამწუხაროდ. ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. ფულით ფასდება ყველაფერი და ფულის შოვნის ყველა გზა გამართლებულია. ზოგადად დეგრადირდება ერი თანდათან. ის ერთი და ორიც, რომლების განსხვავებულად აზროვნებენ, იძულებულები არიან მასისათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკონ და იგივე იარაღი გამოიყენონ საბრძოლველად, რითიც მასა ეომებათ მათ. ნახეთ რა ცოტა მკითხველი ყავს ამ წერილს, არა და საჭირბოროტო საკითხებზეა ლაპარაკი.
საინტერესო ავტორი ხართ და საინტერესო წერილია.
პატივისცემით: ტენდი :)
და არა მხოლოდ ინტელიგენცია, ზოგადად ერი მორალურად ნულზე ვართ. ას კაცს რომ ნება მისცეთ, რაც უნდა ის გააკეთონ და პასუხი არ მოეთხოვებათ, ოთხმოცდაცხრამეტი დაანგრევს, დაწვავს, წაართმევს, მოკლავს. სამწუხაროდ, ალტრუიზმი ახლა სიბრიყვედ და სისუსტედ ითვლება.ამას პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დიდი გამოცდილება მაქვს. :) :) სამწუხაროდ. ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. ფულით ფასდება ყველაფერი და ფულის შოვნის ყველა გზა გამართლებულია. ზოგადად დეგრადირდება ერი თანდათან. ის ერთი და ორიც, რომლების განსხვავებულად აზროვნებენ, იძულებულები არიან მასისათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკონ და იგივე იარაღი გამოიყენონ საბრძოლველად, რითიც მასა ეომებათ მათ. ნახეთ რა ცოტა მკითხველი ყავს ამ წერილს, არა და საჭირბოროტო საკითხებზეა ლაპარაკი.
საინტერესო ავტორი ხართ და საინტერესო წერილია.
პატივისცემით: ტენდი :)
12.
საინტერესო წერილია..........განხილვა უდავოდ ძლიერია.......
პატივისცემით........
საინტერესო წერილია..........განხილვა უდავოდ ძლიერია.......
პატივისცემით........
11. პატიებას ვითხოვ დიდი მწერლის ოთარ ჭილაძის სულთან რომ ჩამოთვლაში შემთხვევით გამომრჩა, ასევე სხვა საყვარელ ქართველ მწერლებთან. პატიებას ვითხოვ დიდი მწერლის ოთარ ჭილაძის სულთან რომ ჩამოთვლაში შემთხვევით გამომრჩა, ასევე სხვა საყვარელ ქართველ მწერლებთან.
10. ქვემოდან მესამე სტრიქონში"ზოგ მოგვწონას" უხეში კორექტურაა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ქვემოდან მესამე სტრიქონში"ზოგ მოგვწონას" უხეში კორექტურაა და ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
9. ოთარ, აქ სულ სხვა თემაა.მაგრამ თქვენს კომენტარს სევეცდები გავცე პასუხი.მწერალთა კავშირი არ არის კომუნისტური გადმონაშთი ის შეიქმნა დამოუკიდებელ საქართვე;ლოში 1918 წელს.დამფუძნებლები არან:გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახუდია,პავლე ინგოროყვა,ტიციან ტაბიძე,პაოლო იაშავილი, ვახტანგ კოტეტიშვილი.შემდეგ 1921 წლიდან სისხლიანი საბჭოთა _რუსული კომუნისტური იმპერიის მიერ დაიწყო სისხლიანი ტერორი,დედა ეკლესიაში პატრიარქების განადგურება. უნივერსიტეტის დიდი მეცნიერებისა და დიდი მწერლების ფიზიკურად ლიკვიდაცია. ბოლოს დაიწყო კომუნისტური მაამებლობის პერიოდი და რაც თქვენ თქვით ის ჟურნალია რაც მის კედლებში ხდებოდა.საყვედური უნდა გამოითქვას მწერალთა კავშირის ხელმძღვანელ მის ზოგიერთ ჩეკისტ მწერალზე/გამონაკლისები ხელმძღვანელთაგან: სიმონ ჩიქოვანი, გოგლა ლეონიძე, რევაზ ინანიშვილი, შოთა ნიშნიანიძე,ნოდარ დუმბაძე და სხვები/ სამწუხაროდ დღესაც ერთ-ერთ მის ხელმძღვანელში, აქ დაკონკრეტების ადგილი არ არის, და პერსონებზე ნუ გადავალთ, თავი იჩინა იმ ძველმა სენმა.ამიტომ,მართლაც ბევრი რამ შესაცვლელია და სრულ რეორგანიზაციას მოითხოვს.მაგრამ სრულად ობიექტურნი არ ვიქნებით თუ არ ავღნიშნავთ მის კედლებში გამართულ დიდ შეხვედრებს და მწერალთა კავშირის ლეგენდარულ წევრებს. ესენი არიან:დავით კლდიაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე,გიორგი ლეონიძე,ნიკო ლორთქიფანიძე,ლეო ქიაჩელი,მიხეილ ჯავახიშვილი,ანა კალანდაძე,მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე,გოდერძი ჩოხელი.თანამედროვენი: ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი,ბესიკ ხარანაული,ბაჩანა ბრეგვაძე...ჩვენი საიტიდან შემატებულნი:რობერტ მესხი, როინ აბუსელიძე, ბექა ახალაია, ჰენრი დოლიძე და სხვები.ზოგ მოგვწონას.კი, ბატონო, ვაგინოთ ხელმძღვანელობა,მოვთხოვოთ უკეთესნი იყვნენ,მაგრამ მწერალთა კავშირის წევრების მწერებად მოხსენიებას ზოგიერთი ავტორის მიერ პრესითა თუ ლიტ.საიტებზე გამართლება არ აქვს. ოთარ, აქ სულ სხვა თემაა.მაგრამ თქვენს კომენტარს სევეცდები გავცე პასუხი.მწერალთა კავშირი არ არის კომუნისტური გადმონაშთი ის შეიქმნა დამოუკიდებელ საქართვე;ლოში 1918 წელს.დამფუძნებლები არან:გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახუდია,პავლე ინგოროყვა,ტიციან ტაბიძე,პაოლო იაშავილი, ვახტანგ კოტეტიშვილი.შემდეგ 1921 წლიდან სისხლიანი საბჭოთა _რუსული კომუნისტური იმპერიის მიერ დაიწყო სისხლიანი ტერორი,დედა ეკლესიაში პატრიარქების განადგურება. უნივერსიტეტის დიდი მეცნიერებისა და დიდი მწერლების ფიზიკურად ლიკვიდაცია. ბოლოს დაიწყო კომუნისტური მაამებლობის პერიოდი და რაც თქვენ თქვით ის ჟურნალია რაც მის კედლებში ხდებოდა.საყვედური უნდა გამოითქვას მწერალთა კავშირის ხელმძღვანელ მის ზოგიერთ ჩეკისტ მწერალზე/გამონაკლისები ხელმძღვანელთაგან: სიმონ ჩიქოვანი, გოგლა ლეონიძე, რევაზ ინანიშვილი, შოთა ნიშნიანიძე,ნოდარ დუმბაძე და სხვები/ სამწუხაროდ დღესაც ერთ-ერთ მის ხელმძღვანელში, აქ დაკონკრეტების ადგილი არ არის, და პერსონებზე ნუ გადავალთ, თავი იჩინა იმ ძველმა სენმა.ამიტომ,მართლაც ბევრი რამ შესაცვლელია და სრულ რეორგანიზაციას მოითხოვს.მაგრამ სრულად ობიექტურნი არ ვიქნებით თუ არ ავღნიშნავთ მის კედლებში გამართულ დიდ შეხვედრებს და მწერალთა კავშირის ლეგენდარულ წევრებს. ესენი არიან:დავით კლდიაშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია, გრიგოლ რობაქიძე,გიორგი ლეონიძე,ნიკო ლორთქიფანიძე,ლეო ქიაჩელი,მიხეილ ჯავახიშვილი,ანა კალანდაძე,მურმან ლებანიძე, ნოდარ დუმბაძე, რევაზ ინანიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე,გოდერძი ჩოხელი.თანამედროვენი: ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი,ბესიკ ხარანაული,ბაჩანა ბრეგვაძე...ჩვენი საიტიდან შემატებულნი:რობერტ მესხი, როინ აბუსელიძე, ბექა ახალაია, ჰენრი დოლიძე და სხვები.ზოგ მოგვწონას.კი, ბატონო, ვაგინოთ ხელმძღვანელობა,მოვთხოვოთ უკეთესნი იყვნენ,მაგრამ მწერალთა კავშირის წევრების მწერებად მოხსენიებას ზოგიერთი ავტორის მიერ პრესითა თუ ლიტ.საიტებზე გამართლება არ აქვს.
8. ამ საიტზე მანქანებს, ბინებს, პრივილეგიებს, ფულს... არ ანაწილებენ და ერთმანეთს ჭამენ და წარმომიდგენია მწერალთა კომუნისტურ კავშირში, სადაც მატერიალურ "სიამენს" ანაწილებდნენ, რა ჯოჯოხეთური შური და მტრობა იქნებოდა. ამ საიტზე მანქანებს, ბინებს, პრივილეგიებს, ფულს... არ ანაწილებენ და ერთმანეთს ჭამენ და წარმომიდგენია მწერალთა კომუნისტურ კავშირში, სადაც მატერიალურ "სიამენს" ანაწილებდნენ, რა ჯოჯოხეთური შური და მტრობა იქნებოდა.
7. ჯერ კიდევ სტალინის დროს ებრძოდა ხელისუფლება ინტელიგენციას. 1937 წელს ინტელიგენციის დიდი ნაწილი დახვრიტეს!!! აი, მათი სია:
ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, შალვა ელიავა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
ბუნებრივია, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
პაოლო იაშვილს მწერალთა კავშირის შენობაში მოაკვლევინეს თავი. გალაკტიონის მეუღლეც დახვრიტეს 1941 წელს.
ეროვნული მოძრაობის დროსაც ებრძოდნენ ფარულად ინტელიგენციის წარმომადგენლებს. მერაბ მამარდაშვილს აეროპორტში გაუსკდა გული.
ინტელიგენციას-წითელი ინტელიგენცია თუ არ ვცდები ზვიად გამსახურდიამ უწოდა. ახლა კიდევ ეს მწერლები, ის რაც დღეს მწერალთა კავშირში ხდება, არასასიამოვნოა. ძალიან მტკივა გული, მწერლები-ეს ინტელიგენციის ნარჩევი წარმომადგენლები, ერთმანეთს რომ დაერივნენ. ყოვლად მიუღებელია ასეთი რამ. დღევანდელ მწერალთა უმეტესობა ხალხის ელიტას წარმოადგენს.
პატივისცემით
ჯერ კიდევ სტალინის დროს ებრძოდა ხელისუფლება ინტელიგენციას. 1937 წელს ინტელიგენციის დიდი ნაწილი დახვრიტეს!!! აი, მათი სია:
ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, შალვა ელიავა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
ბუნებრივია, ყველას ვერ ჩამოვთვლი.
პაოლო იაშვილს მწერალთა კავშირის შენობაში მოაკვლევინეს თავი. გალაკტიონის მეუღლეც დახვრიტეს 1941 წელს.
ეროვნული მოძრაობის დროსაც ებრძოდნენ ფარულად ინტელიგენციის წარმომადგენლებს. მერაბ მამარდაშვილს აეროპორტში გაუსკდა გული.
ინტელიგენციას-წითელი ინტელიგენცია თუ არ ვცდები ზვიად გამსახურდიამ უწოდა. ახლა კიდევ ეს მწერლები, ის რაც დღეს მწერალთა კავშირში ხდება, არასასიამოვნოა. ძალიან მტკივა გული, მწერლები-ეს ინტელიგენციის ნარჩევი წარმომადგენლები, ერთმანეთს რომ დაერივნენ. ყოვლად მიუღებელია ასეთი რამ. დღევანდელ მწერალთა უმეტესობა ხალხის ელიტას წარმოადგენს.
პატივისცემით
6. ძალიან საინტერესო წერილია და მართლაც ზუსტი შეფასებაა მაშინდელი ინტელიგენციის. ჩემის აზრით, არც ახლა არ შეცვლილა ბევრი რამ (გვარ-სახელების, სახლისუფლებო სტრუქტურების... გარდა). სიამოვნებით გაეცნობი თქვენს შემდეგ წერილს დღევანდელობასთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო წერილია და მართლაც ზუსტი შეფასებაა მაშინდელი ინტელიგენციის. ჩემის აზრით, არც ახლა არ შეცვლილა ბევრი რამ (გვარ-სახელების, სახლისუფლებო სტრუქტურების... გარდა). სიამოვნებით გაეცნობი თქვენს შემდეგ წერილს დღევანდელობასთან დაკავშირებით.
4. ბატონო გივი, დღევანდელ ინტელიგენციაზე, მის არსზე მომავალში ვაპირებ ძალზედ მწვავე წერილის გამოქვეყნებას. ჩემს წერილში სხვა პერიოდია და ამიტომ ამჟამად დავრჩეთ მხოლოდ აღნიშნული თემის ამ ფორმატში. ბატონო გივი, დღევანდელ ინტელიგენციაზე, მის არსზე მომავალში ვაპირებ ძალზედ მწვავე წერილის გამოქვეყნებას. ჩემს წერილში სხვა პერიოდია და ამიტომ ამჟამად დავრჩეთ მხოლოდ აღნიშნული თემის ამ ფორმატში.
3. კარგი წერილია, სწორადაა შეფასებული იმდროინდელი ინტელიგენციის არსი. საინტერესოა, დღევანდელ ინტელიგენციაზე რას ფიქრობთ, არსებობს კიდევ ეს ფენა ჩვენს ქვეყანაში? კარგი წერილია, სწორადაა შეფასებული იმდროინდელი ინტელიგენციის არსი. საინტერესოა, დღევანდელ ინტელიგენციაზე რას ფიქრობთ, არსებობს კიდევ ეს ფენა ჩვენს ქვეყანაში?
2. კარგი წერილია, სწორადაა შეფასებული იმდროინდელი ინტელიგენციის არსი. საინტერესოა, დღევანდელ ინტელიგენციაზე რას ფიქრობთ, არსებობს კიდევ ეს ფენა ჩვენს ქვეყანაში? კარგი წერილია, სწორადაა შეფასებული იმდროინდელი ინტელიგენციის არსი. საინტერესოა, დღევანდელ ინტელიგენციაზე რას ფიქრობთ, არსებობს კიდევ ეს ფენა ჩვენს ქვეყანაში?
1. არაფისმთქმელი 5 ამ ნამუშევარს. არაფისმთქმელი 5 ამ ნამუშევარს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|