ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლანა დევაძე
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2011


წერილი, გაგიჟება, პარიზი

საპნის ბუშტში ვარ... სკდება... მერე მე ვიბადები,
მრგვალი ჰაერის სახით, ჰოდა როგორც ტურისტი,
ერთი ფილტვიდან მხოლოდ გულზე ხელის დადებით
და ამოსუნთქვით, ისიც მხოლოდ შენი გულისთვის
მეორე ფილტვში ვინებივრებ, გავალ ეკვადორს,
საკუთარ სხეულს სიგარეტის კვამლით ვიკორტნი
და თუკი შენ გსურს უჩემობის გქონდეს ლეგატო,
ნუ შემომაცმევ მსუბუქ ტანზე ხშირად ნიკოტინს,
რადგან მე მცხელა, მცხელა ერთხელ, ორჯერ, მილიონ
ჯერ და მგონია რომ ვარ მითი, რომ ვარ იგავი,
გუშინ ჩაიზე დამპირდი რომ შემოგივლიო
და მე კი მთელი შუაღამე - ორთქლი ვიყავი...
შენი სუნთქვაა ჩემი ბედი და სამსახური,
ჩემი უბრალო ნებისყოფით შენსკენ ვილტვი და
აბაზანაში საპნის ბუშტი რომ მომახურე,
სწორედ იმ დილით დავიბადე შენი ფილტვიდან.
ვხვდები ცუდად ვარ... რა წერილს გწერ, ანდა რა ლექსებს,
სარკესთან ვდგავარ სულშიშველი გულის ჩემოდნით
და რომ იცოდე როგორ მინდა შენი ალერსი,
პოეტ ქალებზე უფრო მეტად გაგიჟდებოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები