,, ,,ჰალილუია,ჰალილუიაა“- სევდიანად ღიღინებს მობილური,უკვე კანის მერამდენე ფენა ავიძვრე ტუჩიდან და უკვე მერამდენე ღამე გავცრიცე....ვიცი დე,ამ ღამეებს ერთად ვტეხთ,ჯერ ცალ-ცალკე და ცრემლებით,მარა დამიჯერე,ამ ერთხელაც მენდე,რო მალე ერთად შევუტევთ შებინდებას. ალბათ ისევ იტირებ,ოღონდ ბედნიერების ცრემლებით,მე კიდე ჩაგიკოცნი მაგ ჩაშავებულ თვალებს და ბოლო ცრემლსაც ამოგიშრობ. ოღონდაც ,ისევ მანახა შენი თავი,მეგრძნო შენი სუნი და შენი ხელი,ჩემს შუბლზე და გეფიცები,დე, აღარასოდეს,აღარასოდეს არ მოგშორდებოდი.მითუმეტეს , აღარ დავბრუნდებოდი აქ. რო არ მსაყვედურობ,ამით უფრო მიწეწავ სულს,მინდა მლანძღო,მეჩხუბო,მიყვირო,რო თავი ოდნავ მაინც ვიგრძნო დაჩაგრულად,ასე უფრო ადვილია დანაშაულის გრძნობის ატანა. რაში გაინტერესებს როგორ ვარ აქ? რად გინდა აღგიწერო? რო გამოვალ , არ მინდა დანაოჭებული და გათეთრებული გნახო .იცოდე, ყველა შენი უწვრილესი ნაოჭიც კი,დანის დასმა იქნება ჩემს გულზე. შენი თავი რო არასდროს გეცოდება ვიცი,ხოდა ,მე შემიცოდე და არ იფიქრო როგორ ვარ აქ. ისე,მინდა გითხრა,რომ არც ისე ცუდად. სიგარეტის კვამლი ჯერ ვერ ამოვიტუმბე ფილტვებიდან,მარა ვცდილობ. აქ ჩვენი ბიბლიოთეკაც გვაქვს,ვკითხულობ წიგნებს ,უკვე დავუამხანაგდი კიდეც. (ნაწერს არ ემჩნევა? ) მომწერე შენი ამბები,ჯანმრთელობა როგორ გაქვს? მკითხულობს ვინმე? ვისაც გავახსენდებით,ყველას პატიება თხოვე ჩემი სახელით,ვისაც არა,არც შენ შეეხსენო. რაც ნაღდად ვისწავლე ეგაა,შენს (დედის) გარდა არავინ გვყავს არც თანამდგომი,არც მპატიებელი,არც ერთგული და არც მოყვარული. შენი სუნთქვის ჭირიმე, დე, აპატიე შენი რძის შხამად მიმღებ შვილს,აპატიე და იქნებ თავსაც აპატიოს. მთელი არსებით ვგრძნობ ,რომ შენ ხარ ჩემი ნამყო,აწმყო და მომავალიც. უსაზღვროებამდე მიყვარხარ, ჩემო დე...შენი სითბო არ მშორდება წამით. ისე მინდა გადავიხსნა კანი და შით, სულში ჩაგიძვრინო,სადღაც ძვლებს მიღმა...არ ვიცი,სად ნახულობ ამ სიტყვებს,რომლებითაც მამხნევებ ,,ყოველ დროს,ყოველთვის,ყოველგან!“... მახსოვს,პატარა რომ ვიყავი,შენგან ტონის ამაღლებაც მწყინდა და გაბრაზებული ოთახში ვიკეტებოდი,მარა მარტო არ შემეძლო და კარადაში ვძვრებოდი.რამდენიმე წუთში შენს ხალათს მოვძებნიდი,ვკოცნიდი და ღრმად,ღრმაად შევისუნთქავდი მასზე შერჩენილ შენს სურნელს...პატარა,უაზროდ ამაყი ბავშვი... ხალათს ვიხუტებდი,როცა გვერდითა ოთახში ნამდვილი მყავდი,მთელი შენი უსაზღვროებით...ეჰ... ალბათ, ყოველ წუთს დაჩოქილი ბოდიშს უნდა გიხდიდეთ შვილები დედებს,ყველაზე უმწიკვლოებიც კი. ჩვენი ამქვეყნად მოსვლაც ,ხომ თქვენი იმქვეყნად წასვლის საფრთხეა მუდამ. ცალი ფეხით იქით მყოფნი ,მეორეთი ჩვენ გვმატებთ ამ,ისედაც თქვენი ცოდვით სავსე ცხოვრებას. ჩემო დე, ვიცი , იმდენი გაწვალე,იმდენჯერ გიხეთქე შენი გულის სარქველები,იმდენჯერ გაგიწვიმე თვალები,რომ აწი ყველა დილა ბოდიშებით უნდა დავიწყო,ოღონდ მალე მოვიდეს ეს ,,აწი“... იცი,დე, მე აღარასოდეს,აღარასოდეს...“
ზედმეტი მონდომებისაგან გაბმულად აზუზუნებული კარის ზამბარა და შუახნის მკვრივი ქალი,მოკრძალებული თვალები,თბილი ღიმილი,გაპობილი ბაგე და წარმოსათქმელად გამზადებული ბგერა...იყინება,ითრგუნება მკაცრი ბარიტონის მიერ. შეჭმუხნული წარბები,აწეწილი თმა და მარცხენა კალმიანი ხელი,ერთად წამონთებული ბრაზით: - შე ქალო,რამდენჯერ გითხარი,ნუ შემოდიხარ ჩემს ოთახში-მეთქი...ვაა,ჩემი ეს ვინაა.
ჩამორეცხილი ღიმილი,აწიოკებული თვალის გუგები,ბუსუსებდაყრილი ხელები,სადღაც ქვემოდან ყრუდ წამოსული,თბილ-მონანიე ხმა: -ბოდიში ,ვახო. ვიფიქრე მოგ... -აუ ,არ მაინტერესებს რა, ,,იმენა“ შემჭამე! არ მინდა არაფერი! გითხარი ,საკონკურსოდ ვწერ,შეუშვი შენს ცალ ტვინში ! -დე... -,,ვსო“ ეხლა,შემეშვი!
კვლავ აზუზუნებული ზამბარა,ფრთხილი ნაბიჯები,შებერებული ქალი,ცარიელი თვალები და სხეულით გატანილი სული.
არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა... ვახო დედაზე წერს ბოლო მოთხრობას... ვახოს დედა გარდაიცვალა,რამდენიმე წელიწადში დაკრძალვაც იქნება... ალბათ,მარტო დედები კვდებიან სიცოცხლეში რამდენჯერმე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. უღრმესი მადლობა ქ.ნო ტენდი... ყველაზე სასიამოვნო კომენტარია :) უღრმესი მადლობა ქ.ნო ტენდი... ყველაზე სასიამოვნო კომენტარია :)
23. როცა აქ კომენტარი გავაკეთე, ავტორის ასაკი არ ვიცოდი. :) გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ. ძალიან ახალგაზრდის პირობაზე ძააალიან ჭკვიანი ხართ. :) :)
პატივისცემით : ტენდი
როცა აქ კომენტარი გავაკეთე, ავტორის ასაკი არ ვიცოდი. :) გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ. ძალიან ახალგაზრდის პირობაზე ძააალიან ჭკვიანი ხართ. :) :)
პატივისცემით : ტენდი
22. ალბათ,მარტო დედები კვდებიან სიცოცხლეში რამდენჯერმე-....ეს ფრაზა სულ სხვა განზომილებიდან იყო..... მაგარია, ცარმატებები :) ალბათ,მარტო დედები კვდებიან სიცოცხლეში რამდენჯერმე-....ეს ფრაზა სულ სხვა განზომილებიდან იყო..... მაგარია, ცარმატებები :)
21. დიდი მადლობა :* დიდი მადლობა :*
20. "არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა..".-ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. ყოჩაღ, პატარა ქალო!!!
"არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა..".-ამ ფრაზით ყველაფერია ნათქვამი. ყოჩაღ, პატარა ქალო!!!
19. ,,არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა"-ირონიულად მიწერია.ჩემი პირადი აზრით ,არ უნდა იყოს მაინცა და მაინც რთული :) როგორც თქვენ თქვით,ცნობილი მწერლის შვილობისგან განსხვავებით ,,არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა"-ირონიულად მიწერია.ჩემი პირადი აზრით ,არ უნდა იყოს მაინცა და მაინც რთული :) როგორც თქვენ თქვით,ცნობილი მწერლის შვილობისგან განსხვავებით
18. ძალიან კარგია. "ჩამორეცხილი ღიმილი,აწიოკებული თვალის გუგები,ბუსუსებდაყრილი ხელები,სადღაც ქვემოდან ყრუდ წამოსული,თბილ-მონანიე ხმა: -ბოდიში ,ვახო. ვიფიქრე მოგ... -აუ ,არ მაინტერესებს რა, ,,იმენა“ შემჭამე! არ მინდა არაფერი! გითხარი ,საკონკურსოდ ვწერ,შეუშვი შენს ცალ ტვინში ! -დე... -,,ვსო“ ეხლა,შემეშვი! " ღმერთმა გაპატიოს ვახო, თორემ დედამ ალბათ მაშინვე გაპატია." ნამდვილად "არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა..." და რომ იცოდე, არც ცნობილი მწერლის შვილობაა ადვილი. :)
პატივისცემით: ტენდი ძალიან კარგია. "ჩამორეცხილი ღიმილი,აწიოკებული თვალის გუგები,ბუსუსებდაყრილი ხელები,სადღაც ქვემოდან ყრუდ წამოსული,თბილ-მონანიე ხმა: -ბოდიში ,ვახო. ვიფიქრე მოგ... -აუ ,არ მაინტერესებს რა, ,,იმენა“ შემჭამე! არ მინდა არაფერი! გითხარი ,საკონკურსოდ ვწერ,შეუშვი შენს ცალ ტვინში ! -დე... -,,ვსო“ ეხლა,შემეშვი! " ღმერთმა გაპატიოს ვახო, თორემ დედამ ალბათ მაშინვე გაპატია." ნამდვილად "არაა ადვილი ცნობილი მწერლის დედობა..." და რომ იცოდე, არც ცნობილი მწერლის შვილობაა ადვილი. :)
პატივისცემით: ტენდი
17. დიდი მადლობა :) მივუბრუნდები მე-8 კომენტარს :) დიდი მადლობა :) მივუბრუნდები მე-8 კომენტარს :)
16. კარგად წერ, საინტერესოდ, მაგრამ ვეთანხმები მე-8-ე კომენტარს. კარგად წერ, საინტერესოდ, მაგრამ ვეთანხმები მე-8-ე კომენტარს.
14. ძალიან ემოციური კარგია! ძალიან ემოციური კარგია!
13. ფრთხილი ნაბიჯები,შებერებული ქალი,ცარიელი თვალები და სხეულით გატანილი სული.
:( დედა... ფრთხილი ნაბიჯები,შებერებული ქალი,ცარიელი თვალები და სხეულით გატანილი სული.
:( დედა...
12. ხო რავი ჩემთვია უცხოა:) ხო რავი ჩემთვია უცხოა:)
11. დამიჯერე,უფრო ძლიერშიც,უფრო ემოციურშიც და უფრო დამაჯერებელშიც ყოფილა რაამდენი ტყუილი და თვალთმაქცობა...,,ნაწერი მკითხველისთვის" :) დამიჯერე,უფრო ძლიერშიც,უფრო ემოციურშიც და უფრო დამაჯერებელშიც ყოფილა რაამდენი ტყუილი და თვალთმაქცობა...,,ნაწერი მკითხველისთვის" :)
10. ნაწერს გააჩნია:) ასეთ ნაწერში არ შეიძლება ტყუილი იყოს ნაწერს გააჩნია:) ასეთ ნაწერში არ შეიძლება ტყუილი იყოს
9. მთავარი ფიშკაც ,,ვახოშია"...რასაც წერს,რასაც ამბობს,იმის შესაბამისად რომ არ იქცევა ადამიანი. :) მთავარი ფიშკაც ,,ვახოშია"...რასაც წერს,რასაც ამბობს,იმის შესაბამისად რომ არ იქცევა ადამიანი. :)
8. ალბათ, ყოველ წუთს დაჩოქილი ბოდიშს უნდა გიხდიდეთ შვილები დედებს,ყველაზე უმწიკვლოებიც კი. ჩვენი ამქვეყნად მოსვლაც ,ხომ თქვენი იმქვეყნად წასვლის საფრთხეა მუდამ. ცალი ფეხით იქით მყოფნი ,მეორეთი ჩვენ გვმატებთ ამ,ისედაც თქვენი ცოდვით სავსე ცხოვრებას. მომეწონა ძალიან ისე თეატრი მიყვარს თან უზომოდ მარა სცენაზე რომ რჩება მხოლოდ მაშინ:):) და კიდევ ერთი ასეთ კარგ ნაშრომს ადამიანი მხოლოდ საკონკურსოდ ნამდვილი ემოციების გარეშე ვერ დაწერს ამიტომ მოაცილე ვახო:D ალბათ, ყოველ წუთს დაჩოქილი ბოდიშს უნდა გიხდიდეთ შვილები დედებს,ყველაზე უმწიკვლოებიც კი. ჩვენი ამქვეყნად მოსვლაც ,ხომ თქვენი იმქვეყნად წასვლის საფრთხეა მუდამ. ცალი ფეხით იქით მყოფნი ,მეორეთი ჩვენ გვმატებთ ამ,ისედაც თქვენი ცოდვით სავსე ცხოვრებას. მომეწონა ძალიან ისე თეატრი მიყვარს თან უზომოდ მარა სცენაზე რომ რჩება მხოლოდ მაშინ:):) და კიდევ ერთი ასეთ კარგ ნაშრომს ადამიანი მხოლოდ საკონკურსოდ ნამდვილი ემოციების გარეშე ვერ დაწერს ამიტომ მოაცილე ვახო:D
7. გაიხარეთ,თქვენც ასევე :) გაიხარეთ,თქვენც ასევე :)
6. ძალიან კარგი... :) წარმატებები, ჩემო კარგო :) ძალიან კარგი... :) წარმატებები, ჩემო კარგო :)
5. ბოდიში,დამავიწყდა მეპასუხა, არა აჭარელი გახლავართ,წარმოშობით აფხაზი :)
ბოდიში,დამავიწყდა მეპასუხა, არა აჭარელი გახლავართ,წარმოშობით აფხაზი :)
4. მე მაინც ცუდად მხვდება თვალში ეს შეცდომები და დამერწმუნეთ, არ დააკნინებს ნაწერს, თუ შეასწორებთ :) მეგრელი ხართ? მე მაინც ცუდად მხვდება თვალში ეს შეცდომები და დამერწმუნეთ, არ დააკნინებს ნაწერს, თუ შეასწორებთ :) მეგრელი ხართ?
3. არა,რას ამბობთ :) მადლობა. თქვენი აზრი მომეწონა ძალიან: ,,ზოგი შვილის დედა რამდენჯერმე კვდება, ზოგი კი - უკვდავია". შეცდომებს რაც შეეხება: ალბათ შეამჩნევდით ბრჭყალებს,რომლითაც იწყება ნაწერი. იდეაში ეს არის წერილი,რომელსაც შვილი უწერს დედას,ციხეში მყოფი შვილი და ასე მგონია, სალიტერატურო ენით ცოტა ყალბი გამოვიდოდა, ხაზგასმული შეცდომებიც სპეციალურად მაქვს დაშვებული. პუნქტუაცია კი აშკარად სუსტი წერტილია.იმედია აბიტურიენტობა დამაძლევინებს :D არა,რას ამბობთ :) მადლობა. თქვენი აზრი მომეწონა ძალიან: ,,ზოგი შვილის დედა რამდენჯერმე კვდება, ზოგი კი - უკვდავია". შეცდომებს რაც შეეხება: ალბათ შეამჩნევდით ბრჭყალებს,რომლითაც იწყება ნაწერი. იდეაში ეს არის წერილი,რომელსაც შვილი უწერს დედას,ციხეში მყოფი შვილი და ასე მგონია, სალიტერატურო ენით ცოტა ყალბი გამოვიდოდა, ხაზგასმული შეცდომებიც სპეციალურად მაქვს დაშვებული. პუნქტუაცია კი აშკარად სუსტი წერტილია.იმედია აბიტურიენტობა დამაძლევინებს :D
2. ემოციური ნაწერია, განსკუთრებით ბოლოს. ჭეშმარიტებაც არის გარკვეულწილად, რომ დედები რამდენჯერმე კვდებიან, ოღონდ მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: "ზოგი შვილის დედა რამდენჯერმე კვდება, ზოგი კი - უკვდავია". მე ვცდილობ დედაჩემი უკვდავი გავხადო... ამას რაც შეეხება: "აქ ჩვენი ბიბლიოთეკაც გვაქვს,ვკითხულობ წიგნებს ,უკვე დავუამხანაგდი კიდეც. (ნაწერს არ ემჩნევა? )" - ნაწერს ნამდვილად არ ეტყობა, ძალიან ბევრი შეცდომაა და აუცილებლად მოითხოვს შესწორებას, მაგალითად: "ღამეებს ვტეხთ - ღამეებს ვათევთ", "მარა-მაგრამ", "რო-რომ" და ა.შ.(რომ არაფერი ვთქვათ პუნქტუაციაზე). იდეა კარგია და ისეთმა შეცდომებმა, რომელთა გმოსწორებაც მარტივად შეიძლება, არ უნდა გააფუჭოს. ნუ მიწყენთ, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია :) წარმატებები!
პ.ს. ჰოლდენ...კოლფილდი, მეგრელი ხარ? ემოციური ნაწერია, განსკუთრებით ბოლოს. ჭეშმარიტებაც არის გარკვეულწილად, რომ დედები რამდენჯერმე კვდებიან, ოღონდ მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: "ზოგი შვილის დედა რამდენჯერმე კვდება, ზოგი კი - უკვდავია". მე ვცდილობ დედაჩემი უკვდავი გავხადო... ამას რაც შეეხება: "აქ ჩვენი ბიბლიოთეკაც გვაქვს,ვკითხულობ წიგნებს ,უკვე დავუამხანაგდი კიდეც. (ნაწერს არ ემჩნევა? )" - ნაწერს ნამდვილად არ ეტყობა, ძალიან ბევრი შეცდომაა და აუცილებლად მოითხოვს შესწორებას, მაგალითად: "ღამეებს ვტეხთ - ღამეებს ვათევთ", "მარა-მაგრამ", "რო-რომ" და ა.შ.(რომ არაფერი ვთქვათ პუნქტუაციაზე). იდეა კარგია და ისეთმა შეცდომებმა, რომელთა გმოსწორებაც მარტივად შეიძლება, არ უნდა გააფუჭოს. ნუ მიწყენთ, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია :) წარმატებები!
პ.ს. ჰოლდენ...კოლფილდი, მეგრელი ხარ?
1. ძალიან ემოციური და ადამიანური...
ჰო, მხოლოდ დედები კვდებიან რამდენჯერმე... იმოქმედა ძალიან.
+2 ძალიან ემოციური და ადამიანური...
ჰო, მხოლოდ დედები კვდებიან რამდენჯერმე... იმოქმედა ძალიან.
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|