ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

ოცდაერთის...

ოცდაერთის განთიადს, გუშინ თავი მოკვეთეს
და დაირხა ბოლოჯერ, ვერხვი როგორც აკვანი
დაუწყობელ ფრაზებში რითმა მოაქვს პრომეთეს
და მამლებმაც დაიწყეს ქათმებივით კაკანი.

განთიადიც ილევა, სისხლივით და ჭრილობა,
ორად გადაფურჩქნული ცეცხლის ალზე ელვარებს,
ზეცამ შეკრა მიწასთან უმზეობის პირობა
და ზღვაც შიშის მოტივით ,წყნარ ამინდში მღელვარებს.

ცაზე მთვარე ღამეში შინაბერად დაცურავს
და პენუარს ისწორებს ღრუბლის ამოფარებით,
თავზე მცველად უღრუბლო ღამის ზეცა ახურავს,
და დამალულ მახეში ამ სტრიქონით გავებით.

ოცდაერთის განთიადს გუშინ თავი მოკვეთეს,
ოცი დარჩა მარტო და ღამის მეფის სტატუსი,
დაულოცა სიბნელეს გამთენიის მოკეთეს
დასაწყისში წერტილი ულმობლად, რომ დავუსვი.

ახლა ბნელა აქაც და ოცდაერთი ბინდია,
წარსულს აღარ ვიხსენებთ, აწმყოც გვყოფნის ამისთვის
ლექსში, ლექსის აზრობა ბევრად უფრო დიდია,
ჰოდა შესანდობარი ოცდაერთის დამისხით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები