ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ქერდიყოშვილი
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2011


ნათრევი ფიქრი

მყავს
წაბლა და ბროლა ხარივით
შებმული,
შავ-თეთრი ფიქრები ცხოვრების უღელში...
სიცოცხლეს მივათრევ წვაში
და წყურვილი,
დაღლილი წყურვილი ფინიშის-
მძიმეა!
ხარობენ...
ხარობენ ხროვები ცდუნების
(სიხარბით, ხორხოცით)
და ხორცით ოცნების
ივსება ხარო
და
მარხავენ....
გონების სახრე მაქვს ცხოვრების უღელში შებმული
წაბლასთვის
და ბროლა ხარისთვის-
ვმეხრეობ...
მივდენი...
მივათრევთ ამ მხრებით ცხოვრებას...
ამ მხრებით-
მოხრილით,
ხარებით...
ფრაზების ნახირით...
ცხვრის დუმით ნაპოხი ელვარე ხმალივით
ნალესი წარსულით-
მივათრევ
უღელში შებმული ფიქრებით ცხოვრებას
ხვალამდე!
მივართმევ მითრეულ ტყავს და ძვალს უკუნეთს...
მიირთმევს!..

...............................

ხვალ უკვე სხვა დღეა!

ხვალ სულ სხვას ჩაითრევს უჩემოდ, ან იქნებ კიდევაც უხაროდ...

...........................

არ უხარიათ! და ხეირობს მხოლოდ უკუნი!

...........................

წინ იხედე და

ნახნავები უკან იხილე!





29 იანვარი.

2011 წელი.

ბობნევი, ღამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები