ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბესცელერა
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2011


უბრალოდ რიგითი

მე რიგითი ვარ უბრალოდ, გლეხიც მიწოდოთ იქნება.
შიგნიდან ძაძი მაცვია; უფალმა ასე ინება.

ჩემს ბედს მუხთალი ვუწოდე, მიტომ გამიწყრა გამჩენი,
რა მინდა!.. ვის ვედავები, აქ მაინც არ ვარ დამრჩენი.

და როცა წავალ წამყვება, რაც კი აქ მიკეთებია;
იქ დამიხვდება ავ-კარგი, ერთად რომ მიკერებია.

სამოსი ბევრი გამიცვდა, სხეულზე შემომეხია,
მეგონა გადავაგდებდი და სულზე შემომეხვია.

რაც ვინმეს ცრემლი ვადინე ყველა იარად დამაჩნდა,
მუხის კოჟრები დავჩეხე, კოჟრი ხელებზე დამაჯდა.

გლახის ფეხებთან ხურდები ხელიდან გადამივარდა,
აქ ვერ გიხდიო მადლობას და იქით გადამივადა.

ბევრჯერ გავბედე ტყუილიც, ამპარტავნობაც შემიჩნდა,
ხანაც სიცილით ჩამქოლეს, სული - ოხერი შეშინდა.

საკუთარ თავსაც ვუმუხთლე, გულთან ბრძოლაში დავეცი,
მადლი ცრემლებში ნაწრთობი- ოცდაათ ფურთხად გავეცი.

ჭკუას ღალატი შევბედე და დიდი დროც არ გავიდა,
ძმამ ზურგში დანა ჩამასო, ორიოდ ვერცხლად გამყიდა.

რაც კი გავეცი სუყველა უკანვე ხურდად მაფეთეს,
ვისაც შევხედე სუყველამ თვალები შემომაფეთეს.

და მერე მივხვდი ღვთის მადლით, ტყუილად დავგმე იღბალი,
თურმე ცხოვრება კიარა, გული ყოფილა ტიალი.

აქ გვატრიალებს ნებაზე, ისე ვართ როგორც ინებებს,
მის გაკვალულზე მივყვებით, ცხოვრების საშიშ დინებებს.

ამიტომ ვითქვი უბრალოდ, გულიც დანებდეს იქნება,
რიგითად მინდა წარდგომა, თუ ღმერთმა ასე ინება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები