თბილისი
ისმის ხმლების ჭახაჭუხი, აქ ხოხბების კაკანი, მეფემ ცხენი შეაყენა, გულში უდევს ზრახვანი.
აქ მდელოებს ფოთოლს მოჰფენს, ლაშქარს მისცეს საბანი, აქ ცა თითქოს უცვლელია, ჰნათობს აქ მზეკაბანი.
გარდმოვიდა ცხენსა გარე, ველი ფეხთით დაიგო, სად ხოხბებმა დაიბუდეს, სად არწივმან გაიგო.
შეაჯერა ესე ძნელი, უძლეველი რა იყო, ბრძანა ქვისა ქვაზე დება, მიწა ორად გაიყო.
მტკვარს თვალები ცად დაადგა, სიმშვენე თან წაიღო, დრო და ჟამი მიილია, აქ ტაძარი აიგო.
მეფე ჰფერობს ამა სივრცეს, მტერმან გლოვით გაიგო, განერიდა სისხლი მტკვარსა, ხმალი გულში ჩაიგო.
აქ ვარდებმა გაიხარეს, სადაც ძველად ბზა იყო, აქ ხოხობმა ტივი შეკრა, მტკვარზე ბუდე დაიგო.
აქ ვერ ნახავ ეკლის ბუჩქებს, წყარო არ ჩქეფს მლაშენი, აქ ქართველთა ედემია, ვაზის ცრემლით ნაშენი.
აქ გრძნობებით უთელიათ, დიდი ვაკის ჭალები, მტკვარზე ისმის აქ რეკავენ, სიყვარულის ზარები.
სილამაზე აქ სულ სხვაა, მიმოდიან ქალები, აქ სიცოცხლის დიდგორია, კვდება მტრისა თვალები.
შეხედავენ ამ სიყვარულს, დაეშთობათ ძალები, ქართლის დედავ ჩამოჰკარი, დღეს მეტეხის ზარები.
რომ ყორნებმა ვერ იხარონ, აქ ბულბული კიოდეს, რომ ეს ცრემლი სიყვარულის, თვალზე მუდამ გვდიოდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სილამაზე აქ სულ სხვაა, მიმოდიან ქალები, აქ სიცოცხლის დიდგორია, კვდება მტრისა თვალები.
რა უცნაურია, თბილისზე ლექსი ყოველთვის ლამაზია. ალბათ იმიტომ, რომ თვითონაა ასეთი! :) წარმატებები! სილამაზე აქ სულ სხვაა, მიმოდიან ქალები, აქ სიცოცხლის დიდგორია, კვდება მტრისა თვალები.
რა უცნაურია, თბილისზე ლექსი ყოველთვის ლამაზია. ალბათ იმიტომ, რომ თვითონაა ასეთი! :) წარმატებები!
3. ვახ,მაგარია:) ვახ,მაგარია:)
2. აქ ვარდებმა გაიხარეს, სადაც ძველად ბზა იყო, აქ ხოხობმა ტივი შეკრა, მტკვარზე ბუდე დაიგო.
აქ ვერ ნახავ ეკლის ბუჩქებს, წყარო არ ჩქეფს მლაშენი, აქ ქართველთა ედემია, ვაზის ცრემლით ნაშენი.
აქ გრძნობებით უთელიათ, დიდი ვაკის ჭალები, მტკვარზე ისმის აქ რეკავენ, სიყვარულის ზარები.
სილამაზე აქ სულ სხვაა, მიმოდიან ქალები, აქ სიცოცხლის დიდგორია, კვდება მტრისა თვალები.
შეხედავენ ამ სიყვარულს, დაეშთობათ ძალები, ქართლის დედავ ჩამოჰკარი, დღეს მეტეხის ზარები.
რომ ყორნებმა ვერ იხარონ, აქ ბულბული კიოდეს, რომ ეს ცრემლი სიყვარულის, თვალზე მუდამ გვდიოდეს.
მართალი ხარ მეგობარო, გეთანხმები.
მიყვარს თბილისი. გაგიმარჯოს დედაქალაქის სიყვარულში. 5 აქ ვარდებმა გაიხარეს, სადაც ძველად ბზა იყო, აქ ხოხობმა ტივი შეკრა, მტკვარზე ბუდე დაიგო.
აქ ვერ ნახავ ეკლის ბუჩქებს, წყარო არ ჩქეფს მლაშენი, აქ ქართველთა ედემია, ვაზის ცრემლით ნაშენი.
აქ გრძნობებით უთელიათ, დიდი ვაკის ჭალები, მტკვარზე ისმის აქ რეკავენ, სიყვარულის ზარები.
სილამაზე აქ სულ სხვაა, მიმოდიან ქალები, აქ სიცოცხლის დიდგორია, კვდება მტრისა თვალები.
შეხედავენ ამ სიყვარულს, დაეშთობათ ძალები, ქართლის დედავ ჩამოჰკარი, დღეს მეტეხის ზარები.
რომ ყორნებმა ვერ იხარონ, აქ ბულბული კიოდეს, რომ ეს ცრემლი სიყვარულის, თვალზე მუდამ გვდიოდეს.
მართალი ხარ მეგობარო, გეთანხმები.
მიყვარს თბილისი. გაგიმარჯოს დედაქალაქის სიყვარულში. 5
1. რომ ყორნებმა ვერ იხარონ, აქ ბულბული კიოდეს, რომ ეს ცრემლი სიყვარულის, თვალზე მუდამ გვდიოდეს.
სამშობლოა აქ!!!!!!!!!! ესაა ლექსში მთავარი!!!!!!!!!!!
+222222222222222222222222222222
რომ ყორნებმა ვერ იხარონ, აქ ბულბული კიოდეს, რომ ეს ცრემლი სიყვარულის, თვალზე მუდამ გვდიოდეს.
სამშობლოა აქ!!!!!!!!!! ესაა ლექსში მთავარი!!!!!!!!!!!
+222222222222222222222222222222
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|