ძალისხმევა, დარდი, სინანული, მიზანსწრაფვა, დამარცხება, მოლოდინი, გაოცება, იმედგაცრუება, მიტევება, გაქცევა ,დაბრუნება და იმედი, რომ ყველაფერ ზევით ჩამოთვლილს უშედეგოდ არ ჩაუვლია… -გაიღვიძე, გთხოვ-ჩამესმის და სიზმარში საკუთარ თავთან კამათს მაწყვეტინებს ჩემი დის ხმა-მალე მივდივარ და მინდა ერთად ვისაუზმოთ. წარმოვიდგინე სამზარეულოში გამზადებული ქაფქაფა ყავა,რძე,რუხი “ბატონი”-ს თხელი ნაჭრები.ჰო,ყველი,ყველი არ დაავიწყდებოდა, რახან ასე იზრუნა.ზანტად წამოვდექი. სააბაზანოს მივაშურე.დერეფანში გავლისას მაგიდას გადავავლე თვალი-იმედი არ გამცრუებია. აი, ერთი სიხარული. არადა ძილში, არასრულ ჩამონათვალში არცთუ ბოლო ადგილი ეკავა იმედგაცრუებას, არა მხოლოდ სიტყვას.ნამდვილად გულის გადაშლა უნდა,თორემ როდის იყო საუზმით მანებივრებდა! ჰჰო, გულახდილობა გამომრჩა. ძილშიც გამიჭირდა საკუთარ თავისთვის გულახდილად გამემხილა ეს სინანული. სარკეს მივაჩერდი იმედით:სიზმრიდან გამოყოლილი მიზანსწრაფვა მინდოდა აღმომეჩინა საკუთარ თვალებში. რამხელა ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის,რომ დამერწმუნებინა ჩემი “მე”-“საკმარისია!” იმედით, რომ კარგი ინფორმაცია მელოდა,სამზარეულოში შევაბიჯე . ”გამოუსწორებელი ოპტიმისტი”-გამიელვა თავში დის დანახვისთანავე.განა ცუდია ადამიანს რომ იმედი მუდამ თან ახლავს,მაგრამ ამდენის ატანა-ტყუილი, ღალატი, ფუჭი ოცნება და ამ ოცნების ღრუბლებიდან დანარცხება- იშვიათად ვინმეს შეეძლოს! ყავას ნეტარებით სვამდა და განუყრელ,ბავშვობის მეგობარს ტელეფონის საშუალებით ტყვიამფრქვევის სიჩქარით უყვებოდა იმას, რის გამოც მე წამომაგდო ლოგინიდან. არადა,რამდენს აღმოვაჩენდი კიდევ? იქნებ ეს ოხერი გულახდილობაც მწვეოდა?ჩაიდანს მივწვდი და ფინჯანი გავივსე. მარიმ საათს ახედა და მესაიდუმლეს ”მთავარის” მოყოლა საღამოსთვის გადაუდო.რა ქნას, ეჩქარება-მეც ხომ უნდა გამაოცოს თავისი აღმოჩენით,რომელიც მეტნაკლებად წარმოსახული მქონდა მისი საუბრის მოსმენის შედეგად. -სოფელში მივდივარ, მისახედია იქაურობა, ამ ქალაქში სული მეხუთება არაფრისმთქმელი,ცივი სახეებით სავსეა აქაურობა. იცი ლენ, სიმშვიდე მომენატრა,წავალ და გავერიდები ყველაფერს,უკეთეს ადგილს ვერ ვინატრებ. მივხვდი მორიგმა დეპრესიამ დარია ხელი,თუმცა მისი ოცნებით და ენთუზიაზმით გაჯერებული სიტყვები ნაკლებად დამაჯერებლად მიმაჩნდა.კარგად ვიცნობდი: დიდხანს ერთ ადგილას ვერ ძლებდა.ბავშვობაშიც,მახსოვს დასასვენებლად ერთ კვირაზე მეტ ხანს ვერ ჩერდებოდა.ხან სახლი ენატრებოდა,ხან თავისი ოთახი და ხან კი უბრალოდ ქალაქი.ჰა და ჰა,გარემოს შევეგუებოდი და სწორედ მაშინ ვიწყებდით აბარგებას:ნოსტალგია უტევდა.მაშინ ბრაზისაგან და სასოწარკვეთისგან ცრემლები მახრჩობდა.მე-მთელი ბავშვობა ავად გახდომას ვნატრობდი,რა თქმა უნდა სიზარმაცის გამო,მას კი მოენატრება და... სინდიყი 38-ს ურტყამს. მის გეგმებს ზერელედ ვუსმენდი,ვიცოდი გულს მოიჯერებდა კოშკების შენებით და გაუვლიდა. ვუყურებდი ხმისამოუღებლად, უემოციოდ. ჭიქაში დარჩენილი ,უკვე გაციებული ყავა ერთ ყლუპად დალია და თავის ოთახისკენ გაეშურა. აზრი არც უკითხავს რას ვფიქრობდი,თვითონ გადაწყვიტა:ასეა საჭირო! საბრალო! ახლა ზაფხულია, რა გიშავს ეზოში გამოხვალ,მეზობელს შეეხმიანები. დაიწყება გულის გამაწვრილებელი სიცივეები და წვიმები და თუ მანამადე მიატანე, გაუძელი,ნოსტალგია და ორგანიზმის პროტესტი-სიცხეები მერე ნახე! მაგიდა ავალაგე.არსად მეჩქარებოდა.უფრომ სწორად-არსად მივდიოდი.ჩემს გაბღენძილ უფროსს გუშინ განცხადება განთავისუფლების მოთხოვნით ჩემი ხელით დავუდე მაგიდაზე და მზერით მივახვედრე,სანამ დადებით პასუხს არ გავიტანდი,კაბინეტიდან გამსვლელი არ ვიყავი.მიზეზი? დამღალეთ გენაცვალეთ,დამღალეთ –უსაქმურობით! რა მევალებოდა სამსახურში? 9საათსა და 15 წუთზე გამოცხადება, ჟურნალში ხელის მოწერა-დასტურ იმისა, რომ პირადად მე გადავაბრუნე სტენდზე მოთავსებული სიფრიფანა, მრგვალი ლითონი-ე.წ.ტაბელი და არა სხვამ გამიწია კეთილი სამსახური დაგვიანების შემთხვევაში. ორ კვირაში ერთხელ აუცილებლად შემემჩნია ჩვენი უფროსის მდივნის-ლოლას მორიგი ახალი ვარცხნილობა.ყოველი დილა თათბირით-“კონფერენციით” იწყებოდა. ეს ბედნიერება სულ რაღაც თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა.წინა დღის მოვლენების განხილვა,იყო თუ არა უკმაყოფილების გამომხატველი ახალი წინადადება ე.წ. ”წინადადებებისა და საჩივრის წიგნში”, რამდენი პაციენტი გაეწერა თუ შემოვიდა და ბოლოს დაპირება-მუქარა:კვირის ბოლოს უფროსის მიერ შემოწმებულ დაგვიანებულთა სიაში ლიდერი-ხელფასის გარკვეულ ნაწილს ვერ იხილავდა! გაუცნობიერებლად არ მიხსენებია ლოლას ვარცხნილობა.იქიდან გამომდინარე,რომ ჩემი შრომა სულ რაღაც სამი საათი გრძელდებოდა და ისიც დღის თორმეტი საათიდან(თუმცა სამსახურში ზემოთ აღნიშნულ დროს გამოცხადება მევალებოდა),ხშირად “ვახალტურებდი” ტაბელის გადაბრუნებას,ხოლო კეკლუც მდივანთან შეცქრიალებით და აღფრთოვანებული შეძახილით,რომ ის დღეს უფრო ლამაზად გამოიყურება ვიდრე გუშინ, ხელწერის დასმას წინ აღარაფერი ედგა. ზუსტად შუა დღეს ხელებდაკაპიწებული, გულმოდგინედ ვიწყებდი პაციენტების”ზელვას”,როგორც ჩემი და ამბობდა.ხშირად შემომივლიდა და ტკბებოდა იმ პროცედურის ყურებით,რასაც მედიცინის ენაზე მასაჟი ჰქვია. პარალელურად პაციენტების მშობლებს ემუსაიფებოდა.ჰო,დამავიწყდა აღმენიშნა ჩვენი დაწესებულება მხოლოდ ბავშვებს ემსახურებოდა. ამასწინათ იმდენი ეფერა და ენა უჩლიქა წლინახევრის ბელივით ბუთქუნა ბიჭს,ექთანმა-პალატაში თვითონ აიყვანე,სხვაც მყავს მისახედიო.ჩემმაც გულში ჩახუტებული ატარა წინდა უკან! მანამ ატარა, სანამ ტონამაღლებით კაბინეტის დატოვება არ ვთხოვე-თავბრუ დამეხვა! ოთხი,ხან ხუთი ბავშვის სხეულს ჩემი ხელების სიწითლეს დავამჩნევდი და ესეც ჩემი სამსახური.დაიღლებოდი უსაქმურობით აბა რა? ..ჩემს ოთახში დავბრუნდი და წინა დღის ნაყიდ ჟურნალ-გაზეთებს ჩავუჯექი. ჯერ ჰოროსკოპებს გადავხედე.ურთიერთ გამომრიცხავმა პროგნოზებმა ნერვი გამიღიზიანა-წარმოვიდგინე, როგორ მოკალათებულა “ასტროლოგი" და თავისი ფანტაზიის ნაყოფი რა გულმოდგინედ და გააფთრებით გადააქვს ფურცელზე.აბა რა ქნას,როგორც იტყვიან-“ამით ჭამს პურს”.მერე დედაქალაქის ელიტფენის ცხოვრების დეტალებს გავეცანი.ფერადი ფოტოების მეშვეობით მათ მუზეუმებს დამსგავსებულ სამფლობელოებშიც შევიჭყიტე,ორიოდე ტესტიც შევავსე:”ხართ თუ არა ეჭვიანი” და “იცით თუ არა დროის ფასი”,ტესტი რად მჭირდებოდა,მშვენივრად ვიცნობდი საკუთარ თავს,მეგობრები “კაბიან ოტელოს” მეძახიან.დრო კი იმდენად არ დავაფასე,ოცდა…კარგა ხანია უკან მოვიტოვე და ყველა დღესასწაულს მარტო ვხვდები.მარტო ეს რომ იყოს რაღა მიჭირს.რამდენი რამის გაკეთება შემეძლო,მაგრამ ჩემი დაუდევრობით-“ხვალეც ამ კვირისაა”-დავრჩი მხოლოდ დაფასებული მასაჟისტი.
გაგრძელება იქნება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. გაგრძელება იქნება...<<<<<< ეს მოენტი მომეწონა ყველაზე ძაან !!! დარწმუნებული ვარ გაგრძელებაც ისევე მომეწონება როგორ ეს. ჯდუუ :) ! ++++ გაგრძელება იქნება...<<<<<< ეს მოენტი მომეწონა ყველაზე ძაან !!! დარწმუნებული ვარ გაგრძელებაც ისევე მომეწონება როგორ ეს. ჯდუუ :) ! ++++
27. საინტერესო იყო +2 საინტერესო იყო +2
26. ველი, ველი, ველი გაგრძელებას:)
ჩემს გაბღენძილ უფროსს გუშინ განცხადება განთავისუფლების მოთხოვნით ჩემი ხელით დავუდე მაგიდაზე და მზერით მივახვედრე,სანამ დადებით პასუხს არ გავიტანდი,კაბინეტიდან გამსვლელი არ ვიყავი. (გამეცინა აქ:)) გაიხარე ველი, ველი, ველი გაგრძელებას:)
ჩემს გაბღენძილ უფროსს გუშინ განცხადება განთავისუფლების მოთხოვნით ჩემი ხელით დავუდე მაგიდაზე და მზერით მივახვედრე,სანამ დადებით პასუხს არ გავიტანდი,კაბინეტიდან გამსვლელი არ ვიყავი. (გამეცინა აქ:)) გაიხარე
25. აუ კარგია ძალიან ;;) მომეწონა;;) აუ კარგია ძალიან ;;) მომეწონა;;)
24. მედეა " შე ქალო" რა წამაკითხებს ეხლა ამხელა რაღაცას მე. არადა როგორ მინდოდა წაკითხვა მოკლეები წერე რა :)) მედეა " შე ქალო" რა წამაკითხებს ეხლა ამხელა რაღაცას მე. არადა როგორ მინდოდა წაკითხვა მოკლეები წერე რა :))
23. ვგიჟდები მასაჟზეე :D 5! ვგიჟდები მასაჟზეე :D 5!
22. რა საინტერესო თხრობა იცი, ასე მეგონა, მე მიკეთებდა ეს ნაცრისფერი ცხოვრება სარელაქსაციო მასაჟს... "გივი, ჩვენ ვართ! დალოდების საათები დიდხანს გაგრძელდება?" -5 რა საინტერესო თხრობა იცი, ასე მეგონა, მე მიკეთებდა ეს ნაცრისფერი ცხოვრება სარელაქსაციო მასაჟს... "გივი, ჩვენ ვართ! დალოდების საათები დიდხანს გაგრძელდება?" -5
21. 5
მეც ჩავდექი მომლოდინეთა რიგებში, კარგი დასაწყისია. 5
მეც ჩავდექი მომლოდინეთა რიგებში, კარგი დასაწყისია.
20. ვუერთდები ყველა ქვემორეხელისმომწერთ მოწონებაში და ლოდინში!:)შენ ერთადერთი კარგი მოლოდინი, ხარ "ვისაც" ვიცნობ:) ვუერთდები ყველა ქვემორეხელისმომწერთ მოწონებაში და ლოდინში!:)შენ ერთადერთი კარგი მოლოდინი, ხარ "ვისაც" ვიცნობ:)
19. "მოთმინებითა ჩემითა - აღმომხდება სული ჩემი" :D
გაგრძელებას დაველოდები ინტერესით :) სითბო-ადამიან-ავტორო :) "მოთმინებითა ჩემითა - აღმომხდება სული ჩემი" :D
გაგრძელებას დაველოდები ინტერესით :) სითბო-ადამიან-ავტორო :)
18. დანარჩენიროდის იქნება:)
დანარჩენიროდის იქნება:)
17. მეეედ, რა ვქნა, რომ ჩამითრია? ასე როგორ შეიძლება? მეც ველოდები გაგრძელებას, :) მეეედ, რა ვქნა, რომ ჩამითრია? ასე როგორ შეიძლება? მეც ველოდები გაგრძელებას, :)
16. დამაინტერესე, მედ, ჰოდა, გ ე ლ ო დ ე ბ ი! დამაინტერესე, მედ, ჰოდა, გ ე ლ ო დ ე ბ ი!
15. საინტერესოა, გაგრძელებას ველოდები!.. :) საინტერესოა, გაგრძელებას ველოდები!.. :)
14. კი, საინტერესოა! ეხერხება მედეას ასეთი კაი-კაი რარაცების მოტანა საიტზე! 5 კი, საინტერესოა! ეხერხება მედეას ასეთი კაი-კაი რარაცების მოტანა საიტზე! 5
13. ვა,ვა ..კარგია ,საინტერესო თხრობაა,როგორც აღნიშნეს ;;)
ველი გაგრძელებას.
5 რჩეული ლურსმანი. ვა,ვა ..კარგია ,საინტერესო თხრობაა,როგორც აღნიშნეს ;;)
ველი გაგრძელებას.
5 რჩეული ლურსმანი.
12. საინტერესოდ ყვები, მედე. დაველოდები აუცილებლად :-* საინტერესოდ ყვები, მედე. დაველოდები აუცილებლად :-*
11. ინტერესით მოგყვები. მაინტერესებს, საით, რა მიმართულებით წახვალ. ინტერესით მოგყვები. მაინტერესებს, საით, რა მიმართულებით წახვალ.
10. სხვანაირი სიმშვიდეა აქ :) სხვანაირი სიმშვიდეა აქ :)
9. მშვენივრად წერთ! მშვენივრად წერთ!
8. კარგი იყო...მშვენივრად შემოგყავს ნაცრისფერი ცხოვრებაში...:) გაგრძელებას ველოდები...:-* კარგი იყო...მშვენივრად შემოგყავს ნაცრისფერი ცხოვრებაში...:) გაგრძელებას ველოდები...:-*
7. ვისიამოვნე ნაწერით :) ვისიამოვნე ნაწერით :)
6. მოკითხვა და გაგრძელებას ველოდები მეც:) მოკითხვა და გაგრძელებას ველოდები მეც:)
5. დეეეეე, გენაცვალეეე... "პრივეტ იზ ბათუმი"....
გკოცნი გეხუტები ასე სახალხოდ და საჯაროდ, არ მიწყინო მერე წავიკითხავ. :* ;) დეეეეე, გენაცვალეეე... "პრივეტ იზ ბათუმი"....
გკოცნი გეხუტები ასე სახალხოდ და საჯაროდ, არ მიწყინო მერე წავიკითხავ. :* ;)
4. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ურაკი მოითხოვს!!! მაგარი ხარ მედ :) აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ურაკი მოითხოვს!!! მაგარი ხარ მედ :)
3. მედეე, პირველი მე მინდოდა ვყოფილიყავი აქაც :) +5 მედეე, პირველი მე მინდოდა ვყოფილიყავი აქაც :) +5
2. სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.მომეწონა. სიამოვნებით დაველოდები გაგრძელებას.მომეწონა.
1. ვააა, შენც დაიწყე "გაგრძელება იქნებათი" წერა? საინტერესოა ფრიად! :) ფრიადი!
ვააა, შენც დაიწყე "გაგრძელება იქნებათი" წერა? საინტერესოა ფრიად! :) ფრიადი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|