ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2011


....

ნასახლარივით არის ხელები,
ნაქალაქარი და ნაობლარი,
არა და ვიცი, რომ მოფერება
დაამსგავსებდა: პარიზს თბილისსაც,
იცი, თმები გაქვს გადაქარგული, ჩაფოთლილი და საოცარი,
მაგრამ ივიც, რომ მოფერება დაამსგავსებდა:
ოკეანეს ანდაც, რამე ზღვას
იცი, თითები გაქვს ცივი... მარტოდ დარჩენილი
მე კი ვიცი, რომ მოფერება დაამსგავსებდა
მზეს და სიმარტოვეს ვარსკვლავებისას.

იცი, სუნთქვა გაქვს საოცარი,
როგორც ქარი და ქარიშხალი,
მაგრამ დაღლილი და ეგეც ნაობლარი,
მეკი ვფიქრობ, რომ მოფერება დაამსგავსებდა
სიოს, ნიავსაც და შეყვარებულს სუნთქვას ქალისას.

იცი, გრძნობა გაქვს ჩაუმქრალი, როგორც
გოგონა და როგორც ქალი,
იცი, ბევრი გაქვს "შესაცვლელი", მაგრამ ქალი ხარ
და ეგ არ გშველის!!!

დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები