 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 თებერვალი, 2011 |
„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით, დიდება ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს მიხა ხელაშვილს“.
ფშაველი ვაჟი-კაცის, ილო ფხოველის მიერ თქმული შესანდობარიდან.
საქართველო პოეზიის ქვეყანაა, მაგრამ მელექსეობით განთქმულ ქვეყნიერების ამ კუთხეშიც კი გამორჩეულნი არიან ფშაველნი. თითქმის ყველა ფშაველმა ზეპირად იცის მშობლიური პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, ლამის ყოველი ფშაველი პოეტია; და თვით ფშავშიც კი, რომლის წიაღშიც იშვნენ ვაჟა-ფშაველა, ბაჩანა და მრავალნი და მრავალნი შესანიშნავნი სახალხო მთქმელნი, განსაკუთრებით უყვართ მიხა ხელაშვილი, მისი დიდებული ლექსის და დიდებით მოსილი ცხოვრების გამო; მისი ლექსისა - რაიც მოჰგავდა მის ცხოვრებას, მისი ცხოვრებისა - რაიც მოჰგავდა მისსავე ლექსს, ლექსი მისი და ცხოვრება მისი ხომ ერთიმეორის ექო-გამოძახილი გახლავთ. სოფელ ახადის მკვიდრი იყო ეს ფშაველი პოეტი. ექვსი წლის მიხა მიაბარეს თამარღელეში ბერად დაყუდებულ ილარიონ მოსანთლიაშვილს. ეს მან გაუღვივა მომავალ პოეტს ღვთისმოსავობის სახმილი, რაც მიხა ხელაშვილს აროდეს ჩაუქრვია თვისი, არცთუ ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე. პატარა მიხა, ვისაც თავიდანვე დაჰყვა რაინდული სული და პოეტური ნიჭი, ნიადაგ ტრიალებს იმ არე-მიდამოში მდგარ გოდერძაულის ციხე-კოშკთან, იმსჭვალება და აღენთება ციხის კედლებში დაუნჯებული მეომრული სულისკვეთებით. ცნობისწადილით შეპყრობილ ბალღს გოდერძაულის თემის წინამძღოლმა, ბაჩანას აღზრდილმა, გრიგოლ აფშინაშვილმა, ისე ასწავლა და შეაყვარა წერა-კითხვა, რომ ბიჭს თამაშის დროსაც კი ანბანი ახსოვდა და სიპ ქვებზე გამოჰყავდა ასოები. ახადის თემი ერთ-ერთი რჩეული თემი იყო მთელს უკანა ფშავში. ხატობასა და საფიხვნოზე იმართებოდა ერთგვარი შეჯიბრი ლექსაობასა, ლეგენდების მოთხრობა-გამოცემასა თუ მახვილსიტყვაობაში. ამ თავყრილობებზე ახალგაზრდებს მოძღვრავდნენ მხცოვანი ხევისბერები. აქ იწვრთნებოდა მიხა ხელაშვილიც. ის ძალზე გაწაფული იყო ფანდურისა და სალამურის დაკვრაში, რომლებზეც საკუთარ ლექსებს ამღერებდა, კაფიაობაში კი ტოლს არ უდებდა თვით განთქმულ ფშაველ მელექსეებს. ამასთან ის იყო უებრო მოჭიდავე, იშვიათი მხედარი, თოფის მიზანაუცდენელი მსროლელი.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ოოოოთ, ჩემი google-გოლუაფირო ადამიანი :) მოწი ლოყააა... +5 ოოოოთ, ჩემი google-გოლუაფირო ადამიანი :) მოწი ლოყააა... +5
9. საინტერესო ამბები ოთარისგან :) საინტერესო ამბები ოთარისგან :)
8. გაგრძელებას ველოდები. გაგრძელებას ველოდები.
7. აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი" დაიწყე, ამას რომ მორჩები :) აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი" დაიწყე, ამას რომ მორჩები :)
6. კარგი ადამიანი :) ოთარი! :-* კარგი ადამიანი :) ოთარი! :-*
5. უფალმა დაგლოცოს, ოთარ! კარგი ადამიანი ხარ! უფალმა დაგლოცოს, ოთარ! კარგი ადამიანი ხარ!
4. გაიხარეთ!!! გაიხარეთ!!!
3. gaixare otar kargi kaci xar shen da meamayeba ro vicnob tqvennair adamians :)
gaixare otar kargi kaci xar shen da meamayeba ro vicnob tqvennair adamians :)
2. ყოჩარ, ოთარ, ამ მოგონების აქ მოტანისთვის! ყოჩარ, ოთარ, ამ მოგონების აქ მოტანისთვის!
1. ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია!!! კარგი ხარ, ოთო, გაგრძელებას დაველოდები :) :-* ძალიან საინტერესო და ინფორმატიულია!!! კარგი ხარ, ოთო, გაგრძელებას დაველოდები :) :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|