ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მალიმალი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2011


...

შენზე ფიქრები სასთუმალთან ღამეს მითევენ,
ძილი,ამ ღამეს,შენს თვალებსაც არ ეკარება.
ამოტივტივდნენ გონებიდან კითხვის ნიშნები,
ახლა პასუხი ყველას ნაცვლად მე მევალება.
ლექსებად თქმული,ბევრჯერ ფიქრი გაგიზიარე,
მცირე სტროფებში ჩავატიე მთელი სამყარო.
შენს გვერდით,ყველა,ისე ძლიერ მაღიზიანებს,
მინდა, ცრემლები ცეცხლის ლავებად გადმოგაყარო.
ნეტავ იცოდე,როგორ ვნანობ ამ მონატრებას,
როგორ არ მინდა შენ გიძღვნიდე ნათევ ღამეებს.
თითქოს უსიტყვოდ,შენზე დარდმა ამომიჩემა,
გამიტაცა და მომაშორა მაშველ ნაპირებს.
ისევ ღამეა,უსასრულო,ცივი,უშენო,
და ჩემს კითხვებზე პასუხები ბანალურია.
ახლა სიტყვებიც აღარაფერს აღარ ამტკიცებს,
არ გაიკვირვ, ეს დასაწყისის დასასრულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები