ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2011


უფალს ნუ უხმობ მარტოდენ მაშინ...

როს ორი მოყმე წყალში ჩავარდა,
ერთმა მათგანმა დაიწყო ლოცვა,
მეორე ღმერთის ნებით გადარჩა,
ხოლო მლოცველი დაიხრჩო, მოკვდა.

როცა ეახლა უფალს იმქვეყნად,
დიდ მოსამართლეს შენიშვნა ჰკადრა,
-თუ მე ვილოცე, არვინ მიშველა,
მაშინ მეორეც აქ რატომ არ დგას?

უფლის მაღალ და მეფურ ტახტიდან
კითხვის პასუხი ჩაესმა ცოდვილს,
-შენ გაგახსენდი, როცა დაგჭირდა,
იმან კი წუხელ მადიდა ლოცვით.

ნუ შეგშურდება ნურვისი კარგი,
ხელი მოჰკიდე სიცოცხლეს ტარზე,
უფალს ნუ უხმობ მარტოდენ მაშინ,
როცა სიცოცხლე ჰკიდია ძაფზე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები