ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარსმან სპარსი1
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 თებერვალი, 2011


ვირტუალური ბავშვობა

აუ დე გავალ რა გარეთ, გაკვეთილები უკვე მოვამზადე და გამიშვი კარგი? – ასე იწყებოდა ჩემი და უბნის ურთიერთობა ყოველდღე. მნიშვნელობა არ ქონდა დედა რა პასუხს გამცემდა, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ამ კითხვას იმდენნაირად შევაბრუნებდი ( რა თქმა უნდა აზრის უცვლელად) და ისეთ საცოდავ, ტანჯულ სახეს მივიღებდი ხოლმე, რომ ბოლოს მაინც ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ წყდებოდა. მე, უბრალო თბილისელ ბიჭს, მუდამ ერთი ოცნება მქონდა, ვყოფილიყავი ქუჩაში, მეთამაშა, მერბინა და ათასგვარი ბავშვური გასართობი მომეგონებინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოცნებას ყოველდღე ვისრულებდი, ის თავის ხიბლს არასდროს კარგავდა. მე მიყვარდა ჩემი ქალაქი, სწორედ ისეთი როგორიც იყო მაშინ (90-იანებს ვგულისხმობ) თავისი ძველი ბიჭებითა და ჯიბის ქურდებით, სიცივით, სიბნელით, შიშით გადამწვარი ფიდერებით, აფეთქებული მე 9 და მე 7 ენერგო ბლოკებითა და უამრავი მანკიერებით. კარგად მესმის, რომ მაშინდელი თბილისი არ იყო ევროპული სტანდარტების ქალაქი, (მგონი არც ახლანდელია) მაგრამ ეს არც იყო საჭირო. იმ ქალაქს ჰქონდა ის, რაც დღეს აღარ ასებობს. მაშინდელმა თბილისმა გაჭირვება-შიმშილობასთან ერთად, მეგობრობა და წრფელი, ბავშვური სიყვარული იცოდა. იცოდა ის სიხალასე, რომელიც ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს ჰქონდათ. სამწუხაროდ, დღეს ეს აღარ არსებობს. მე დღესაც იქ ვცხოვრობ სადაც ბავშვობა გავატარე და ჩემი თვალით ვხედავ როგორ იცვლება ჩემი ქალაქი, ჩემი უბანი. საკუთარი თვალით ვხედავ ამას და თითქოს ჩემში ბავშვობა ხელმეორედ კვდება. ვხედავ ცარიელ, უბავშვებო უბანს, უბურთოდ დარჩენილ სტადიონებს, სამშენებლო ქვიშას, სადაც ოცნების კოშკებს არავინ აგებს და არც დაჭერობანას მოთამაშე გოგო-ბიჭები ჩანან სადმე. ვუყურებ ამ ყველაფერს და ჩემდაუნებურად ცუდ გუნებაზე ვდგები. ნუთუ მაშინ ყველაფერი ცუდი იყო? ნუთუ დღევანდელი ბავშვობა შეედრება ჩვენსას? როგორ შეიძლება 12 წლის ბიჭი არ იცნობდეს მისი სახლის წინ მცხოვრებ თანატოლს? თურმე ესეც შეიძლება, სამწუხაროდ.
  დღეს მთავარი გასართობი ერთი პატარა „ყუთი“ გახდა. დღევანდელობა მასშია მოთავსებული, თან ისე მოხერხებულად, რომ ახლანდელი ბავშვები ამას ვერასოდეს გაიგებენ. ახლა ისინი „კეისში“ გამომწყვდეული თაობის შვილები არიან და ვირტუალურ ბავშვობებს ქმნიან. ერთობლიობაში კი ერთი დიდი “კომპ-თაუნი“ იქმნება. მე არ მინდა ასეთი ქალაქი, ეს გარემო ჩემთვის უცხოა. ვეღარ ვიტან სიძულვილითა და უნდობლობით გატენილ მოსიარულე ზომბებს. ძალიან გთხოვთ, ჩემს თბილისში დამაბრუნეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს