ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2011


* * *(სამი)* * *

ფიქრების კვირა

ბუხართან ახლოს ხის სავარძელს დინჯად არწევდა
და მთელი ღამე ქსოვდა ფიქრებს ნაკვერჩხლის შუქზე
ღამის პერანგით დარაჯობდა სარკმელს და ხშირად
ჭიშკრის ხმა უქმედ გაიყვანდა... ყინვა კი უშენს -

გააფთრებით კიბის მოაჯირს - ფეხებმოძირკვულს
და დასავლეთით ჭერი ავსებს სათლებს პირამდე,
როგორც შარშანწინ - ატარებდა ფიქრებს-კვირეულს
უქმე ლოდინში… ოცნებები აწმყოს მიჯნავდნენ -

გარე-გარე და გაბოლილი ღრუბლები დაცხრა
და ახლა ცაზე მიტკალივით სარკე - უშვილო
ალეწილა და დატოტილი მომავლის მახრა
სახე-შეცვლილი გულის მხარეს შეღწევას ცდილობს.

საათის ხუთი... იწელება დრო და ქანდარას
თვლემენ მამლები - ცალი დეზით მიჭედებულ(ნ)ი
ახლა ის დროა თიხის ოთახს წყალი დაფარავს
და წყვილი ჩხირი კალთებ-შუა ჩალაგებული -

გამთენიისას გააღვივებს ფიქრს
და ხელახლა...


მელიის ბეწვი

თებერვლის ქარში -
როცა ამინდს მწკლარტე გემო აქვს...
გზატკეცილს დინჯად
აბრუებდა თავადის ქალი - ორი ღირსებით...
და -
როცა ცაზე ამინდს მკაცრად ააკანკალა
მელიის ბეწვი -
(ბოლოებში თმა-ატრუსული)
ნაზად მოხვია...
და შუქნიშნის ყველა სხეულმა
მ წ ვ ა ნ ე 
აანთო.


* * *
ყველა უჯრედი (თხემით-ტერფამდე)
ცემდა შეგრძნებას პოეზიის და -
მაინც არ მეყო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები