ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მალიმალი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2011


აღარ გიხსენებ

შენ აღარ გეძებ,აღარ გნატრობ,აღარ გემდური,
უკვე ოცნებებს შევუკვეცე ფაფუკი ფრთები.
ახლა უსულო,ღონემიხდილ სხეულს დააცხრნენ
სიბოროტისგან გაბერილი,ერთგული მტრები.
აღარ მიმართლებს,აღარ მწყალობს ბედი, უშენოდ.
ცრემლის წვეთები გადაიქცნენ ცეცხლის ლოდებად.
მე იმედებით მივატოვე გაღმა ნაპირი,
ახლა არსაით, აღარავინ არ მელოდება.
ისევ უსაზღვრო სინანულმა შთანთქა ფიქრები.
ყოველი წამი სულს მიხუთავს,ხელში მაკვდება.
და ეს გრიგალი,ქარიშხალი-ეჭვს რომ ვეძახით
-ჩემი აღარ ხარ და არ ვიცი რას მემართლება.
აღარ გეძახი,აღარ გნატრობ,აღარ მოგელი,
გაყინულ ხელებს აღარავინ აღარ გაათბობს.
ჩვენს რჩეულ ადგილს, სხვა წყვილები დაიკავებენ
და ჩვენზე უკეთ,მათი გულის მღერა დაატკბობს.
არა,არ გნატრობ,არც გიხსენებ,ისე,უბრალოდ,
დღეს კიდევ ერთხელ დავიწყების დავდე პირობა.
შენ თუ წახვედი,თუ გაძელი,მარტომ,უჩემოდ,
მეც შევძლებ მარტომ მოვირჩინო, გულში ჭრილობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები