ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პროფესიონალი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2011


მ ა ზ დ ა

შენი სახელია მაზდა
ჩემი მანქანა ხარ... დიდი,
ცოტა ჟანგიანი კი გაქვს ძარა
მაგრამ ნამდვილი ხარ, ვიცი
ახლა, როცა ცივა ცაში,
მაშინ შენ ჩემს სალონს ათბობ

შენი სახელია მაზდა
ჩემი მანქანა ხარ, როცა
ბათუმშია თავსხმა წვიმა,
და ატალახდება გზები,
არასოდეს მტოვებ მარტო

შენი სახელია მაზდა
მანქანა ხარ.... უფრო კი, ძმა!
ძმაკაცი არ ვიცი, სუფრის
ანდა ჭიქის, როცა გქოქავ,
ქუჩას ეფინება შუქი

შენი სახელია მაზდა
ვცხოვრობთ უბრალოდ და ჩვენთვის,
არც ვინმეს ზეთს ვპარავთ, არა,
არც ბენზინს და მიტომ ღმერთი
მუდამ მაქოქინებს შენს თავს...
და ყოველდღე ჩვენ ერთმანეთს გვჩუქნის...

შენი სახელია........... მაზდაააააა!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები