ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ო___თ___ო
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2011


შენდამი სიყვარული

        ედემის ბაღში როცა ჩავივლი,
        მაკვირვებს ხმაური ჩუმი ვნებისა,
        მე შენ მიყვარხარ და ამ სიტყვებით
        გეუბნები, რომ ალერსი მინდა,
        ნაკბეჩი ვაშლის შხამი შეგესხა,
        და სიყვარული მთლად დაგავიწყდა
        შენ გამო ერთი ნეკნი შევწირე
        გადამისროლე ხრამში ეულად
        გთხოვ სიყვარული ჩემთვის შეძელი,
        რომ დარჩენილი ცხოვრებით დავტკბეთ
        მოდი და ერთხელ მაინც მითხარი,
        რომ შენც გიყვავარ და ვერ მივიწყებ,
        მაგრამ რადა გთხოვ ?!
        მე ხომ ვიცი, რომ
        შენ სიყვარული არ შეგიძლია
        არც შეგეძლება მთელი ცხოვრება,
        რადგან შენს გულში შხამი გაიხსნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები