ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

უკანასკნელი სიცოცხლე..

ტყვია მაქვს ერთი, სიცოცხლე კი არცერთი დამრჩა,
ვებრძვი სიცოცხლეს, ბოლო წამებს, დროებას ვებრძვი,
დახეთქილ ტუჩებს უკანასკნელს მივაწვდი ჩამჩას
და როგორც იქნა ჩემს საკუთარ მეობას შევხვდი.

იცი? ვიტირე უცნაურად საკუთარ თავთან,
მაშინ როდესაც მარტო ვიყავ სწორედ იმ დილით,
პირველად ვნახე ჩემი თავი თუ როგორ მგავდა
და გამახსენდა საკუთარი თავის სიკვდილი!!

მახინჯ ოცნებას შევეჩეხე ქუჩის გადაღმა,
წელი მოვწყვიტე საკუთარ ლექსს ბოლო სტრიქონად
დამბაჩის ხმაზე დაირხევა ზეცა ამაღამ
და დავინახავ ჩემი თავი როგორ მიჰქონდათ,

იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით სიცოცხლეც აღარ,
არც თბილი ტყვია, არც სიცოცხლე ბოლო შერჩენილ
დამბაჩის ტყვიას საკუთარი თავით დავმარხავ,
და ასეთ ტკივის გაცილებით უკეთ ვეჩვევი

იქ სადაც მხოლოდ სიჩუმეა არ ტირის ლექსი,
იქ სადაც უფრო ლამაზია ჩემი სამყარო,
ჩემი მეობაც დამბაჩიდან იმ ტყვიას მესვრის,
რომელმაც უნდა სტრიქონები გადამაყაროს.

მაშინ როდესაც უკანასკნელ სტრიქონს დავუწერ,
ლექსს გაჩუმებულს, შეშინებულს, შეწყვეტილს სუნთქვით
და ახლა წერტილს დასრულებულ სახეს დავუწვენ,
რადგანაც ერთურთს უკანასკნელ სიცოხლეს ვუთვლით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები