ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 თებერვალი, 2011


ავტობიოგრაფია

დავიბადე 1987 წლის 11 ივლისს ქალაქ ფოთში, დავამთავრე თბილისის 166-ე საშუალო სკოლა, მყავს მშობლები: მამა-თამაზ რურუა, დედა-ირინა ძოწენიძე, 2004-ში ჩავაბარე, და 2008 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2010 წელს დავამთავრე მაგისტრატურა, უნივერსიტეტი ’’მეტეხი“ .




ლექსების წერა სტუდენტობიდან დავიწყე, 18 წლის ასაკიდან. თავიდან ლადო ასათიანის გავლენით დავიწყე პატრიოტული ლექსების წერა, 2005 წელს, 18 წლის ასაკში დავწერე ლექსი  ’’ბაგრატიონი“, იმის მერე ვწერ ისტორიულ ლექსებს. ჩემი 3 ლექსი დაიბეჭდა  ’’მწერლის გაზეთში“ (მთ. რედაქტორი სოსო სიგუა), 2010 წლის 1 მარტის ნომერში, მარტის თვეში გამოვუშვი პირველი კრებული. სიყვარულზეც ვწერ, ქალზეც, ხანდახან იუმორისტულებსაც ვწერ ხოლმე, იუმორისტულ ჟანრში გავხდი ლიტერატორი.



საერთოდ, როცა ადამიანი ლექსის წერას იწყებს, ბუნებრივია ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევა, მაგრამ მერე წერის თავისებური სტილი უყალიბდება, თავიდან მეც როცა ლექსის წერა დავიწყე, ლადო ასათიანის გავლენის ქვეშ მოვექეცი, მაგრამ მერე წერის ჩემებური სტილი (მანერა) ჩამომიყალიბდა და სხვისი გავლენებით წერას ნელ-ნელა გადავეჩვიე.
ჩემი საყვარელი პოეტი ლადო ასათიანია, ახალგაზრდებიდან მომწონს: როინ აბუსელიძე და გენრი დოლიძე.




ხო მართლა: მე ბატონ ანზორ აბრალავას უნდა ვუმადლოდე ლიტერატორების გაცნობას, მისი დამსახურებაა ჩემი პირველი ნაბიჯები  ქართულ პოეზიაში, ბავშვობიდან მიტაცებდა პოეზია, პროზას მირჩევნია.




ურაკის ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს, თავისი ნიჭი წარმოაჩინონ პოეზიასა თუ პროზაში.

საიტზე ბევრი რამ არის დასახვეწი, ჩემი ნება რომ იყოს უწმაწური სიტყვებით გაჟღენთილ ნაწარმოებებს ბანს დავადებდი და შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს ერთხელ და სამუდამოდ დავბლოკავდი.


სიმართლე გითხრა პოეტობაზე თავს არ ვდებ, ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, დაე ხალხმა გადაწყვიტოს ვარ თუ არა პოეტი, მიმაჩნია, რომ მძიმეა პოეტის ხვედრი.




ქართული პოეზიის ერთ-ერთ შედევრად ვაჟა-ფშაველას ’’სტუმარ-მასპინძელი“ მიმაჩნია.




გრიგოლ რობაქიძის ’’გველის პერანგი“ და შიო გვეტაძის  ’’მონანიება“ ყველამ უნდა წაიკითხოს.




ყველაფერ კარგს გისურვებთ და კიდევ ვისურვებდი: სოხუმშიც და გაგრაშიც ჩაგვეტარებინოს ლიტერატურული საღამოები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს