ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო.გამე
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2011


ძველი (ოდნავ ბავშვური) ლექსები. :)

***

არც კი იფიქრო,
თუნდ ერთი წუთით დამავიწყდები,
დამავიწყდება შენი სახე,
შენი თვალები.
გრძელ ღამეებში ისევ ისე,
შენ მეზმანები,
გახსოვდეს მუდამ,
რომ მე მარად, შენ მეყვარები.   
          17.10.09

***
ისევ დაღამდა,ისევ ფიქრები,
ისევ გრძნობები.
ღოგორც ყოველთვის,
ახლაც ისევ შენ მაგონდები
და ყოველ ღამე
სიყვარულის ამ დიდ მორევში
ჩამოფრინდები და უკითხავად
Gაბატონდები.
          19.10.09

          ***

აი წუთით ჩავფიქრდი და ...
მოვიგონე რითმა,
მინდა ვპოვო სიმშვიდე და...
სიყვარული წმინდა,
მინდა მაინც მივაღწიო,
ჩემს სანუკვარ მიზანს,
მინდა ვპოვო ნახევარი,
სანატრელი ვიღაც...
მინდა ნაზი სიყვარული,
რომანტიკაც მინდა...
მინდა თეთრი ანგელოზი,
მოფრენილი ციდან...
მინდა ჩემი ლამაზმანი,
პატარა და ციცქნა,
მინდა... ნეტავ მივაღწევდე,
ჩემს სანუკვარ მიზანს.
         
                      17.04.10

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები