ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2008


წარწერა

ლაყე კვერცხივით იჭრება ღამე
და როგორც ყვითელ სხეულში ცილა,
ხშირი თენებით გაცრილ თვალებში
დარაბებივით სხივს ატანს დილა.

მზე - ჰალოგენურ ხილვებს მაპარებს
და მიტოვების შიშიც ოფლივით
მიცივებს სხეულს, თუ კოცნის დოზა
არ მიხსნის მორიგ ლომკას მორფივით.

შემონახული ფეხბურთელივით
ცვლის ღამეს  დილა მწვანე მინდორზე.
და ავტოგრაფად ვტოვებ ფოტოზე -
“The man, whom I can’t adore like that…”

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები