ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2011


კენტი ღილი

კენტი ღილი აწყვეტია ზამთარს
შიშველია ყველა ტროტუარი
ვაქეზებ და მაინც აღარ ატანს -
თოვლს გამშრალი ღრუბლებიდან ქარი.

ნაცრისფერი ფერები-ღა შერჩა...
ხეებს ყინვამ გამოუშრო კანი -
მეზობელმა შეუკერა ფარჩა
თუმცა, თოვა სულ სხვა სითბო არი.

ცა-კრიალა შარშანდელი, როცა
ყველა ფერში ეხვეოდა ქუჩას...
სარკმლის კუთხეს ფარატინა კოცნა
სადღაც იქით... მაღალ მთებზე მოჩანს.

ახლა უფრთო, ირიბია ხედვა...
და ტილოზე ფრაგმენტული - ბლანტი
კუთხის ბოლოს ქოლგები-ღა სხედან
ყინვამ ტუჩზე შემოავლო კანტი -

და უთოვლო ტროტუარი დასკდა
ქარი ქროლვით აღვივებდა ბუხარს
კენტი ღილი - აწყვეტილის კართან
ვიპოვე  და წვიმით მიპასუხა -

თებერვალში, ზამთარმა და...
თოვა...
(?!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები