 | ავტორი: ოტტო/ ჟანრი: პროზა 12 თებერვალი, 2011 |
პატივცემულო რალფ, გთხოვთ მობრძანდეთ გასაუბრებაზე, ჰელმტროსის ნომერ მეორე შესახვევში ჩიხი თქვენთვითონ იპოვეთ. რალფი:ტაქსისტი. ცალფეხა. პროფესიით აგრო ინჟინერი.
დღის პირველი საათი, რალფი თავისი ოდნავ დაჟანგებული ფეხის პროტეზით და ჟანმრთელი მანქანით, მივიდა დანიშნულების ადგილას, სადაც მას გასაუბრება ქონდა დანიშნული სრულიად უცხო პიროვნებასთან ასევე უცნობ თანამდებობაზე. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ეს ჩიხი ყოველგვარი ძებინისა და წვალების გარეშე იპოვა. ეს იყო ოთახი მეორე სართულზე, სადარბაზო სავსე იყო ნახმარი პრეზერვატივებით, ანუ ერთი შეხედვით ეს ის ადგილი იყო სადაც ხალხი, ქუჩაში ერთმანეთის სასქესო ორგანოების წოვასა და მათ შეთხრას ანალურ თუ სხვა ხვრელებში თავს არიდებდა. ანუ მიხვდით, აქ ღამე ყველა ჟიმაობდა, ბატონი ვერფელენის გარდა, ბატონი ვერფელენი სწორედ ის ადამიანი გახლდათ ვისთანაც რალფს გასაუბრებოა ქონდა. კარები ღია დახვდა რალფს, სახლი ჩაბნელებული გახლდათ, გარედან ჩვეულებრივი ფანჯრები შიგნიდან აგურებით იყო ამოქოლილი, ჭერზე კუთხეებში ობობის ქსელები ამაყად გადმოჰყურებდნენ შემოსულ რალფს, სამზარეულოდან აყროლებული ხორცის სუნი გამოდიოდა და მასზე მოთარეშე ბუზების სიმღერა მთელს ოთახს ეფინქბოდა... გამარჯობათ ბატონო რალფ! ვერფელენი კრესლოში იჯდა, ზურგით რალფისკენ, მისი მხოლოდ მარჯვენა ხელი ჩანდა. გამარჯობათ, თქვენ ალბათ ვერფელენი ბრძანდებით. დიახ! დიახ! მე აქ ვაკანსიაზე მქონდა გასაუბრება დანიშნული და მაინტერესებს რატომ ვარ აქ. ბატონო რალფ, ოცნება გქონიათ? აი ისეთი რომელიც ჯერაც არ აგსრულებიათ? ალბათ კი. მაგრამ რა შუაშია ეს... არა არაფერ შუაში უბრალოდ რამეზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ, სანამ საქმეზე გადავალთ, აი ჩემი ოცნება მაგალითად არის, ვიყიდო ანკესი საკუთარი იახტა და ყოველ კვირა დღეს ვითევზაო, ოღონდ გთხოვთ, ბიოლი არ მიხსენოთ. დიახ ალბათ მეც მაქვს, მსგავსი ოცნება... ოღონდ მასზე საუბარი თქვენთან არ მსურს. ხომ მოდით გადავიდეთ საქმეზე მე მაქვს თქვენთან ესეთი წინადადება: შეგიძლიათ იყოთ ჩემი ძაღლი.. ან თუნდაც ცოლი.. ალბათ არა. ეს უკვე საინტერესო პასუხია. გთხოვთ აიღეთ სკამი და დაბრძანდით ვისაუბროთ. ესეიგი არ გამორიცხავთ ჩემს წინადადებას. პასუხიდან გამომდინარე ესე გამომივიდა. თქვენ იცით ისტორია მეტროს თაგვზე? არა არ ვიცი.. მოგიყვებით: მეტროს თაგვი, როცცა მორიგ ჩამოვლას აკეთებდა სადგურზე, შენიშნა ადამიანი, ხელბორკილები დაადო ციხეში წაიყვანა, შემდეგ იგი გაასამართლეს და იცით რა იყო მიზეზი? ის რომ ადამიანს შეეძლო დაენახა ყველაფერი ხოლო ტარაკნები მისგან განსხვავებით ადამიანის მოძრაობებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ანუ ადამიანი გაცილებით დიდ უპირატესობას ფლობდა, საკმაოდ იდიოტური ისტორიაა.. დიახ გეთანხმებით, სისულელეა ჩემი ნება იყოს ყველა ტარაკანას საკუთარი ფეხის ქვეშ მოვიმწყვდევდი. ანუ თქვენ მზად ხართ მე მომკლათ. თქვენ? დიახ მე... შემომხედეთ, მე თქვენ ვერ მხედავთ და მე გავიგე როგორ შემოხვედით ჩემს ოთახში, ანუ მოგესალმეთ ბატონო რალფ. მერე შეხედეთ ჩემს ოთახს და გამოაღეთ ჩემი გაფუჭებული მაცივარი, სადაც ეხლა, დიახ დიახ ზუსტად ეხლა ტარაკნები იწყებენ ვოლფგანის რექვიემის შესრულებას. ნახეთ! და განსხვავება საერთოდ უმნიშვნელო იქნება.... მოდით შევთანხმდეთ.. თუ მე თქვენ ვერაფერი მიპასუხეთ სათანადოთ, არა! თქვენ ჩემი ძაღლი ან ცოლი კი არ გახდებით, მე ფურცელზე დავწერ ციფრს, ჩამოიკიდებთ ფურცელს გულზე და პირველივე მაღაზიის ვიტრინაში დადგებით და ვნახოთ რა მოხდება, თუ თქვენ ვინმე შეგიძენთ მაშინ, თქვენ ჩემგან თავისუფალი იქნებით, მხოლოდ თავისუფალი არა, თან ნუ დარდობთ არც ისე პატარა თანხას დავაწესებ თქვენთვის და თუ არა… რამეს მოვიფიქრებთ. რალფი ცოტა ხანი ჩაფიქრდა და ცდილობდა მიხვედრილიყო რაში მდგომარეობდა ბატონი ვერფელენის თამაშის არსი, მაგრამ ვერაფერიც ვერ გაიგო, ბოლოს კი ფურცელი და პასტა მოძებნა ოთახში და ვერფელენს მიაწოდა. რამოდენიმე წამში უკან დაუბრუნა რალფს ფურცელი და თან გააფრთხილა, რომ არ ენახა ფურცელი და ისე ჩამოეკიდა გულზე.
რალფი გარეთ გავიდა, უახლოესი მაღაზია მოძებნა, ჩუმად შეიპარა ვიტრინაში და იქ დაჯდა გაუნძრევლად. საკმაოდ ხალხმრავალი გახლდათ ეს უბანი და ვიტრინებისკენ მომართული თავებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ, პირველი მისკენ ახალგაზრდა წყვილმა მიიხედა, დააკვირდნენ ცოტა გაკვირვება დაეტყოთ სახეზე, ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა ან როგორ შეიძლებოდა, რომ ადამიანი მაღაზიის ვიტრინაში მჯდარიიყო და თან გულზე ფასი ქონოდა ჩამოკიდებული, დღემ ისე გაიარა რომ არავინ იყიდა რალფი, დღის ბოლოს კი მასთან ბავშვი მივიდა Uუთხრა რომ ის უცნობმა მამაკაცმა გამოაგზავნა, ფული გამოატანა მასთან, შემდეგ მისამართი უთხრა ბავშვმა და უკან გაბრუნდა. მისმარათი ბატონი ვერფელენის ოთახის გახლდათ. რალფი რა თქმა უნდა ბატონი ვერფელენის სახლისკენ გაემართა.
ეს ფული ვის ეკუთვნის? რა თქმა უნდა თქვენ რალფ. მე? Kკარგი და რა იქნება შემდეგ.. ხვალ თქვენთვითონ დაწერთ ფასს ფურცელზე და გულზე ჩამოიკიდებთ, მხოლოდ მეც მეტყვით წინასწარ როგორ შეაფასებთ საკუთარ თავს. ეს უკვე დამცირებაა. დამცირება? რატომ? გგონიათ ადაიმინი ეს კარგი შენაძენეია? თან თქვენნაირი. თქვენ ალბათ დიპლომიც გაქვთ ხომ? და ლექსებსაც წერთ.. ნუ სულელობთ! თან თქვენ ეს ყველაფერი უკვე წააგეთ. რალფს უბრალოდ ძალა არ ქონდა იმის რომ პასუხი გაეცა.
დიახ ასე გრძელდებოდა რამოდენიმე დღე. ბავშვები დასცინოდნენ, ზოგი ამას ორიგინალობას არქმევდა, ზოგი ითხოვდა ფასი დაეკლოთ, თუმცა გამყიდველებს წარმოდგენა არ ქონდათ რაზე ესაუბრებოდნენ, ზოგი სარეკლამო ტრიუკს არქმევდა ამას და აქედან გამომდინარე კარგა გვარიანად თანხას ტოვებდა მაღაზიაში, ერთი სიტყვით სიგიჟე მათ თავებში. დიახ რამოდენიმე დღე, სანამ სრულიად უცნობმა მოხუცმა არ მიაწოდა მას თანხა და თან სთხოვა დაღამებამდე მისულიყო მასთან სახლში. რალფი უკვე ის სათამაშო იყო, პატარა ბავშვები თავის საყვარელს რომ ეძახიან, დაათრევენ აქეთიქეთ ბოლოს კი ნაგავში ყრიან, კი სათამაშოს პერიოდი გასაგები გახლდათ, მაგრამ როდის მოვიდოდა ნაგვისკენ გადავარდნის გზა ეს ჯერ არ იცოდა, იქნებ სწორედ ამაში იყო მთელი ხიბლი, რადგან სიკვდილი წამიერი შეგრძნებაა აი მისკენ სვლა კი ძირითადად წლების განმავლობაში ხდება. რალფი რა თქმა უნდა გამოცხადდა უცნობ მოხუცთან, რაღაც მომენტში თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ ვიღაცამ მასში ფული გადაიხადა, არა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უხაროდა, ის იყო საქონელი რომელიც გაიყიდა, სანამ მასზე ფასდაკლება არ გამოცხადდა, სანამ არ დააკონსერვეს.
დაბრძანდით რალფ (სახელი ფასის ქვეშ ეწერა) დიახ გმადლობთ. რალფ რა თქმა უნდა მე თქვენ არ მაინტერესებთ და ეს სულელური თამაში, მაგრამ რაკი მე შეგიძინეთ და თქვენ კანონიერ მფლობელად ვითვლები, თქვენი ნებით... ხომ მე ძველი ვეტერანი ვარ, ცალი ფეხიც იქ დავკარგე, ეხლა კი ხის ფეხი მაქვს, თქვენ კი როგორც ვატყობ რკინის გაქვთ, ოდნავ შელახული მაგრამ მაინც რკინის, ასე რომ თქვენი ფეხი თუ შეიძლება მერე კი თავისუფალი ბრძანდებით. აქ ყველაფერი უსიტყვოდა მოხდა. ეს მოხუცისთვის საკმაოდ სარფიანი გარიგება იყო, მან პროტეზის ნახევარ ფასში იყიდა პროტეზი და ადამიანიც. რალფმა ფეხი მოიხსნა და ვერფელენისკენ გაემართა გამარჯვებულის სტატუსით. ბევრჯერ ამოყირავდა გზაში, როგორც იქნა სახლამდეც მივიდა. კარები ისევ ღია გახლდათ, ბატონი ვერფელენი თავის კრესლოში იჯდა. რალფი სკამზე ჩამოჟდა და დაღლილი ხმით წარმოთქვა. აი თქვენც დამარცხდით ბატონო ვერფელენ. ხმა: სიჩუმე. სკამის ძირში ფურცელი ეგდო სადაც ორი სიტყვა ეწერა, მე გავიმარჯვე ბატონმა ვერფელენმა თავი მოიკლა. რატომ?
ერთი კვირის შემდეგ
რალფი განაგრძობდა, მაღაზიებში ხეტიალს და ვიტრინებში დგომას, მის შესახებ, უკვე მთელმა ქუჩამ იცოდა და ყიდულობდნენ, ხან საროჩკას იტოვებდნენ, ხან ტუფლს ხან შარვალს, როგორც სამახსოვრო ნივთს ეგზოტიკური მოგზაურობიდან. ის კი ხვდებოდა რომ ბატონმა ვერფელენმა ომი მოუგო, როცა მხოლოდ მან იყიდა რალფი როგორც ადამიანი.
დიახ ომებს წარმატებით და თვითმკვლელობით უფრო ადამინები ამთავრებენ, მხოლოდ რალფმა იცოდა რომ ყველაფერი რაც სამუდამოა იქიდან იწყება სადაც ჩვენ ვკვდებით, ანუ ჩვენი სიკვდილი ეს რაღაც დაუსრულებელის დაწყებაა, შეიძLება სულ არაფრის მაგრამ არც ამ არაფერს გააჩნია დასასრული.
დღეს რალფი ისევ ვიტრინაში დგას სრულიად შიშველი მისი ფასი 0 ცენტია და ვერავინ ახერხებს ამ თანხის გადახდას.
.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. სპასიბო ქალბატონო მათე : ) სპასიბო ქალბატონო მათე : )
17. სპასიბო ქალბატონო მათე : ) სპასიბო ქალბატონო მათე : )
16. ძალიან საინტერესო მოთხრობაა..... იცით, არ მინდა დავანაწევრო ან რაიმე გამოვყო...... მხატვრულად საოვრად ხატოვანია...ემოციურია და შიშველი....და თანაც სიზმარია..... აინშტაინის...... დროსა და სიკვდილს ყველაზე დიდი ფასი აქვს ამ ჩვენს სარფიან დროში ...ამაში აკეთებენ დიდ ფულს....ადამიანს კი ფასი არა აქვს, მართლა არა აქვს!!!....ოღონდ უკუღმა.....ანუ არავის უნდა........ მე ასე გავიგე და რა ვიცი....მომინდა ეს დამეწერა...
,,დიახ ომებს წარმატებით და თვითმკვლელობით უფრო ადამინები ამთავრებენ, მხოლოდ რალფმა იცოდა რომ ყველაფერი რაც სამუდამოა იქიდან იწყება სადაც ჩვენ ვკვდებით, ანუ ჩვენი სიკვდილი ეს რაღაც დაუსრულებელის დაწყებაა, შეიძLება სულ არაფრის მაგრამ არც ამ არაფერს გააჩნია დასასრული.
დღეს რალფი ისევ ვიტრინაში დგას სრულიად შიშველი მისი ფასი 0 ცენტია და ვერავინ ახერხებს ამ თანხის გადახდას.''
ავტორს მადლობა საინტერესო ნაწერისათვის.......წარმატებები.....;) ძალიან საინტერესო მოთხრობაა..... იცით, არ მინდა დავანაწევრო ან რაიმე გამოვყო...... მხატვრულად საოვრად ხატოვანია...ემოციურია და შიშველი....და თანაც სიზმარია..... აინშტაინის...... დროსა და სიკვდილს ყველაზე დიდი ფასი აქვს ამ ჩვენს სარფიან დროში ...ამაში აკეთებენ დიდ ფულს....ადამიანს კი ფასი არა აქვს, მართლა არა აქვს!!!....ოღონდ უკუღმა.....ანუ არავის უნდა........ მე ასე გავიგე და რა ვიცი....მომინდა ეს დამეწერა...
,,დიახ ომებს წარმატებით და თვითმკვლელობით უფრო ადამინები ამთავრებენ, მხოლოდ რალფმა იცოდა რომ ყველაფერი რაც სამუდამოა იქიდან იწყება სადაც ჩვენ ვკვდებით, ანუ ჩვენი სიკვდილი ეს რაღაც დაუსრულებელის დაწყებაა, შეიძLება სულ არაფრის მაგრამ არც ამ არაფერს გააჩნია დასასრული.
დღეს რალფი ისევ ვიტრინაში დგას სრულიად შიშველი მისი ფასი 0 ცენტია და ვერავინ ახერხებს ამ თანხის გადახდას.``
ავტორს მადლობა საინტერესო ნაწერისათვის.......წარმატებები.....;)
15. ვფიქრობ , თავადაც არანაკლები სიზმრების მნახველი უნდა ბრძანდებოდეთ, ბატონო ოტტო. )) ვფიქრობ , თავადაც არანაკლები სიზმრების მნახველი უნდა ბრძანდებოდეთ, ბატონო ოტტო. ))
14. რა მაგრად მომეწონა ეს ნაწერი 2 რა მაგრად მომეწონა ეს ნაწერი 2
13. ეს გუშინ წავიკითხე. ძალიან კარგია. ++ ეს გუშინ წავიკითხე. ძალიან კარგია. ++
12. სპასიბ ნაროდ სპასიბ
Dა ეს სმაილები კიდე სულ ნუ დაწერთ ძალიან გთხოვთ : ) თუ თქმა გინათ თქვით თუ არადა ნუ მიღიმით უაზროდ სპასიბ ნაროდ სპასიბ
Dა ეს სმაილები კიდე სულ ნუ დაწერთ ძალიან გთხოვთ : ) თუ თქმა გინათ თქვით თუ არადა ნუ მიღიმით უაზროდ
10. ანუ ჩვენი სიკვდილი ეს რაღაც დაუსრულებელის დაწყებაა, შეიძლება სულ არაფრის მაგრამ არც ამ არაფერს გააჩნია დასასრული.
სიკვდილი?.. თუ დაბადება? _ კითხვა გამიჩნდა ასეთი :) თუ არც ერთი და არც მეორე?.. წრეზე ათვლის წერტილი ძნელი ასარჩევია :) საინტერესო იყო... კი! იმედია ავტორს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე არა აქვს პრეტენზია :) ანუ ჩვენი სიკვდილი ეს რაღაც დაუსრულებელის დაწყებაა, შეიძლება სულ არაფრის მაგრამ არც ამ არაფერს გააჩნია დასასრული.
სიკვდილი?.. თუ დაბადება? _ კითხვა გამიჩნდა ასეთი :) თუ არც ერთი და არც მეორე?.. წრეზე ათვლის წერტილი ძნელი ასარჩევია :) საინტერესო იყო... კი! იმედია ავტორს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე არა აქვს პრეტენზია :)
9. აპათიამ თქვა ზუსტად ..
ოტტო.. ოტტო.. [არ წაშალო ახლა ესეც.. ]
აი სპასიბო შენ .. აპათიამ თქვა ზუსტად ..
ოტტო.. ოტტო.. [არ წაშალო ახლა ესეც.. ]
აი სპასიბო შენ ..
8. ოჰმ სპასიბო : ) ოჰმ სპასიბო : )
7. პროზის წაკითხვა უფრო ადვილი ყოფილა შენთან...:-* საინტერესო იყო...
დიახ ომებს წარმატებით და თვითმკვლელობით უფრო ადამინები ამთავრებენ, მხოლოდ რალფმა იცოდა რომ ყველაფერი რაც სამუდამოა იქიდან იწყება სადაც ჩვენ ვკვდებით, მარტო იქიდან არა...აქედანაც.... როგორ ვიცხოვრებთ...:) პროზის წაკითხვა უფრო ადვილი ყოფილა შენთან...:-* საინტერესო იყო...
დიახ ომებს წარმატებით და თვითმკვლელობით უფრო ადამინები ამთავრებენ, მხოლოდ რალფმა იცოდა რომ ყველაფერი რაც სამუდამოა იქიდან იწყება სადაც ჩვენ ვკვდებით, მარტო იქიდან არა...აქედანაც.... როგორ ვიცხოვრებთ...:)
6. კარგად დავიწყე დღე...
რა კარგია როცა კიტხულობ პროზას და გიტოვებს რაღაცას,გაფიქრებს და და არ არის სავსე სენტიმენტალურ-ბანალური ფრაზებით და იდეებით გატენილი და არ გავს დღიურის ფურცელს...
ეს არის ხალხო პროზა! კარგად დავიწყე დღე...
რა კარგია როცა კიტხულობ პროზას და გიტოვებს რაღაცას,გაფიქრებს და და არ არის სავსე სენტიმენტალურ-ბანალური ფრაზებით და იდეებით გატენილი და არ გავს დღიურის ფურცელს...
ეს არის ხალხო პროზა!
5. ვაა ჩავიკითხე და გასწორებულში დავტოვე გვერდი
+5 ვაა ჩავიკითხე და გასწორებულში დავტოვე გვერდი
+5
4. ის კი ხვდებოდა რომ ბატონმა ვერფელენმა ომი მოუგო, როცა მხოლოდ მან იყიდა რალფი როგორც ადამიანი.
დღეს რალფი ისევ ვიტრინაში დგას სრულიად შიშველი მისი ფასი 0 ცენტია და ვერავინ ახერხებს ამ თანხის გადახდას.
ამ ფრაზებისთვის ღირდა, მგონი, წაკითხვა... შეცდომებზე არაფერს გეტყვი, ოტტო, მახსოვს შენი პასუხი :) მხოლოდ დიალოგები გამოყავი ბზაცით და ტირით, რომ ცოტა გაადვილდეს კითხვა :) და "მეტროს თაგვებმა" რაღაცას მიმახვედრა ;) წარმატებები! ის კი ხვდებოდა რომ ბატონმა ვერფელენმა ომი მოუგო, როცა მხოლოდ მან იყიდა რალფი როგორც ადამიანი.
დღეს რალფი ისევ ვიტრინაში დგას სრულიად შიშველი მისი ფასი 0 ცენტია და ვერავინ ახერხებს ამ თანხის გადახდას.
ამ ფრაზებისთვის ღირდა, მგონი, წაკითხვა... შეცდომებზე არაფერს გეტყვი, ოტტო, მახსოვს შენი პასუხი :) მხოლოდ დიალოგები გამოყავი ბზაცით და ტირით, რომ ცოტა გაადვილდეს კითხვა :) და "მეტროს თაგვებმა" რაღაცას მიმახვედრა ;) წარმატებები!
3. ვაა, პროზა ოტტოს გვერდზე? ვნახოთ, აბა :) ვაა, პროზა ოტტოს გვერდზე? ვნახოთ, აბა :)
2. სათნო თაკას მოეწონა ეს )) სათნო თაკას მოეწონა ეს ))
1. ვახ... ვახ..... ვააახ......... რა მაგრად მომეწონა ეს ნაწერი.... და უფრო....... 5555555555 ვახ... ვახ..... ვააახ......... რა მაგრად მომეწონა ეს ნაწერი.... და უფრო....... 5555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|