ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არლეკინი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2011


ღმერთი კი ცაშია

სათქმელი სათქმელად ხანდახან ისეთი რთულია,
რომ უნდა ადგე და ეგ სახე, ხელებში ჩამალო.
შეეშვით ჯიბეში ხელების ფათურს და სრულიად
უბრალოდ, ამივსეთ ეს ჭიქა ქარვისფერ წამალით.

ღმერთი კი ცაშია, (სულ ცაში იქნება სად წავა)
და მიცქერს იქიდან თუ როგორ ვნებდები საწამლავს.

რა უნდა დახატო, როდესაც ქალაქში ჯიგარო,
სულ ორი ფერია, ჩემი და მისი და... ჯანდაბას,
მომეცი ერთი ეგ საეჭვოდ კუბური სიგარა,
ბოლომდე დავხარჯავ, წინა თვის აღებულ
ჯამაგირს.

ღმერთი კი ცაშია (ბოლოს რომ ავხედე იქ იყო)
და მიცქერს იქიდან, თავისი ღმერთული მიმიკით.

ახლა რომ შეხედო ქალაქის ბოლოში ჩემს ოთახს,
ჩემს საწოლს, იატაკს, კედელზე ყავისფერ საწვიმარს,
ვერაფრით იტყვი რომ ოდესღაც სხვებივით მჯეროდა
თოვლის ბაბუის და საღამოს დაბანილს მაწვენდნენ,
ქათქათა ლოგინში.

ღმერთი კი ცაშია (ყოველგვარ ხუმრობის გარეშე)
და მიცქერს იქიდან, აწ უკვე უზომოდ გალეშილს.


გავყვები მე ახლა ჩემამდე სულ ორი ვერსია
ან გზაში ვიპოვნი დროებით სარეცელს სახლამდე...
სასაფლაომდე კი, თუ იცი ძალიან შორია?
რაღა დაგიმალო, დედა მომენატრა, ნახვამდის.


ღმერთი კი ცაშია (რა მოსწონს ნეტავი ცივი ცის)
და მიცქერს იქიდან, ან მიცქერს საერთოდ? ვინ იცის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები