 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 თებერვალი, 2011 |
საქართველოს მწერალთა კავშირის შენობა 1905 წელს სარაჯიშვილმა ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ 1912 წელს უდიდესმა მეცენატმა, აკაკი ხოშტარიამ ეს შენობა შეისყიდა. დღეს ამბობენ, რომ სარაჯიშვილმა მწერლებს შენობა თითქოს თავისი ნებით გადასცა, მაგრამ როგორც თავად მწერლები აცხადებენ, ეს ასე არ ყოფილა. სარაჯიშვილს, უბრალოდ, სურვილი ჰქონდა, რომ ეს სახლი ხელოვანების შეკრების ადგილი ყოფილიყო. როდესაც იგი აკაკი ხოშტარიას საკუთრება გახდა, მან შენობა, თავისი ავეჯით, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოტე მაყაშვილსა და სხვებს გადაულოცა. 1918 წლიდან დღემდე, უკვე 90 წელია, ამ შენობაში მწერალთა კავშირი ბინადრობს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ეს შენობა მწერალთა კავშირის საკუთრებაა. ოფიციალურად ასეა დღესაც. მწერალთა კავშირის შენობა 1918 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირს ეკუთვნის. იგი დაფუძნებულია 1917 წელს. მისი დამფუძნებლები არიან _ კოტე მაყაშვილი, პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, გერონტი ქიქოძე. აკაკი ხოშტარიამ პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს კოტე მაყაშვილს და ა.შ. ეს შენობა თავისი ავეჯით აჩუქა. საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე-კოტე მაყაშვილი გახლდათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია...გაიხარე... საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია...გაიხარე...
6. ალბათ, ყველასთვის სასარგებლო ინფორმაციებია. ალბათ, ყველასთვის სასარგებლო ინფორმაციებია.
5. საინტერესოა :)
საინტერესოა :)
3. ჩეეემი google-ოოოთ :) გოლუაფირო :) ჩეეემი google-ოოოთ :) გოლუაფირო :)
2. შენ კარგი კაცი ხარ,ოთარ და ძალიან მომწონს ასეთ ინფორმაციებს რომ დებ ხოლმე შენ კარგი კაცი ხარ,ოთარ და ძალიან მომწონს ასეთ ინფორმაციებს რომ დებ ხოლმე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|