ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ტ ო ს უ ლ ი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2011


მეთექვსმეტე სართული

მონატრება ტკივილივით მომეძალა
შენი  არა, 
              სევდიანი სადგურის.
მახსენდება ის  დრო, ერთად  რომ ვიყავით
ჩვენი სახლის  მეთექვსმეტე სართულის
კიდეზე და, ეზოს ხარბად გავცქეროდით
თითქის  იმ დღეს საბოლოოდ  ვხედავდით.
ზურგზე  ზურგით მოგეყრდენ და თვალდახუჭულ
ცისქვეშეთში ერთმანეთით ვერ დავტკბით.


ცივმა ქარმა გამიყინა ხერხემალი,
უშენობა  ზურგის ტვინით ვიგრძენი.
არ  მინდოდა  გახსენება გარდასულის,
ჩავლილის  თუ  უსიცოცხლო იმ  ძველი
დაკარგული სიყვარულით ვსაზრდოობდი,
მონატრების  ლურჯ ფერებში გართული.
სად  მივდივარ?
                  შენზე  ფიქრით  ავიარე,
უკვე  მარტო,  თექვსმეტივე სართული...

იმ კიდეზე გაიყინა  ჩემი მზერა...
მეც  შევძელი და ვისწავლე  უფრთოდ  ფრენა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები