ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


შეშლილი აზრი სიკვდილზე

რა ახლოს ვარ უსასრულობასთან,
სადაც,მის გარშემო არაფერია,
სადაც,მის სიღრმეში სიცარიელეა
და დემონი მეფობს.
დრო,საათის ისრებით მოძრაობს,
ვეღარ ითვლის წამებს უსასრულობაში.
სადაც,სიყვარული სიძულვილად იქცა,
სადაც,ხეებს აღარ შერჩათ სიცივისგან ფოთლები.
აღარც მნათობი მთვარე აელვარებს ზეცას.
ღამე გახდება ჩემი ხაფანგი,
სიკვდილი ინადირებს ჩემზე.
და გარდავლენ დღენი,
ვითარცა არწივის ფრთებით.
დასჭყივლებენ ბუნებას ზეციდან,
გაიტაცებს დღენი,
ვითა არწივის კლანჭებით
ადამიანებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები