* * * კლდეებს ვუყვები შენზე ოცნებას, მთაში თოვლს დადებს ალბათ ამაღამ, დუელს ვმართავდი თურმე გრძნობებთან, არ გამოვიდა მათგან დამალვა...
მაღლა აწვდენილ თეთრი წვეროდან, ფარდად ეშვება მთის ნისლი ახლა... ისევ გავყვები ვიწრო ბილიკებს და დარდის წამალს ლექსებში ვნახავ.
გამოიდარებს ალბათ ამ სულშიც მთას თოვლის ბარდნა შეწყდება როცა... ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ.
7.01.2010
* * * ზღვა მზეს სისხლისფრად შეუღებავს და ღამის ფერს ადებს სიბნელე თეთრ ქვას... არ დამეკარგე არასდროს იქნებ, რომ თუნდაც ერთხელ "მიყვარხარ" მეთქვა.
დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან.
23.08.2009
მიყვარხარ, ჩემო!
მიყვარხარ, ჩემო... ჯერ არ მითქვამს არასდროს, თუმცა, ვფიცავ, ყოველ წუთს ამას ვამბობ, უსიტყვოდ, სუნთქვით... სიყვარული ხომ სიტყვებია ხანდახან მხოლოდ, ან იქნებ მეტიც... მისით ხედავ სამყაროს თუკი...
მიყვარხარ, ჩემო... ახლა გეტყვი, იცვლება რამე?! არ მგონია, რომ გაიზარდოს ეს გრძნობა მეტად... ექოც კი იტყვის, სულ უბრალო სიტყვაა რადგან, სწორედ ამიტომ მერჩივნა, რომ სულაც არ მეთქვა...
მიყვარხარ, ჩემო... დაგიწერე რამდენჯერ ლექსში, შენს სიყვარულზე ვუყვებოდი კლდეებს, ქარაფებს... ჩემი ცხოვრების სიზმარი ხარ, ისე ლამაზი, რომ სიყვარულსაც, ჩემო, მე შენს სახელს დავარქმევ!
29.01.2011
უმისამართოდ...
როდის მიყვარდი? ალბათ. ყოველთვის... დამავიწყდები? ალბათ, არასდროს... მაგ სიყვარულის საპასუხოდ ხომ მე ჩემს უბრალო ლექსებს გთავაზობ.
სიყვარული თუ ხანდახან მტანჯავს, ვიცი, ამით მე ჩემს თავს ვღალატობ, ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ!
17.06.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ
15. კარგია,ძალიან +5 კარგია,ძალიან +5
14. ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ.
მიყვარხარ, ჩემო!
მიყვარხარ, ჩემო... ჯერ არ მითქვამს არასდროს, თუმცა, ვფიცავ, ყოველ წუთს ამას ვამბობ, უსიტყვოდ, სუნთქვით... სიყვარული ხომ სიტყვებია ხანდახან მხოლოდ, ან იქნებ მეტიც... მისით ხედავ სამყაროს თუკი...
მიყვარხარ, ჩემო... ახლა გეტყვი, იცვლება რამე?! არ მგონია, რომ გაიზარდოს ეს გრძნობა მეტად... ექოც კი იტყვის, სულ უბრალო სიტყვაა რადგან, სწორედ ამიტომ მერჩივნა, რომ სულაც არ მეთქვა...
მიყვარხარ, ჩემო... დაგიწერე რამდენჯერ ლექსში, შენს სიყვარულზე ვუყვებოდი კლდეებს, ქარაფებს... ჩემი ცხოვრების სიზმარი ხარ, ისე ლამაზი, რომ სიყვარულსაც, ჩემო, მე შენს სახელს დავარქმევ! - ეს ადრეც იყო, მგონი, დადებული, სასიამოვნოდ დამამახსოვრდა :)
წარმატებები სიყვარულში და ზოგადად ცხოვრებაში! +5 ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ.
მიყვარხარ, ჩემო!
მიყვარხარ, ჩემო... ჯერ არ მითქვამს არასდროს, თუმცა, ვფიცავ, ყოველ წუთს ამას ვამბობ, უსიტყვოდ, სუნთქვით... სიყვარული ხომ სიტყვებია ხანდახან მხოლოდ, ან იქნებ მეტიც... მისით ხედავ სამყაროს თუკი...
მიყვარხარ, ჩემო... ახლა გეტყვი, იცვლება რამე?! არ მგონია, რომ გაიზარდოს ეს გრძნობა მეტად... ექოც კი იტყვის, სულ უბრალო სიტყვაა რადგან, სწორედ ამიტომ მერჩივნა, რომ სულაც არ მეთქვა...
მიყვარხარ, ჩემო... დაგიწერე რამდენჯერ ლექსში, შენს სიყვარულზე ვუყვებოდი კლდეებს, ქარაფებს... ჩემი ცხოვრების სიზმარი ხარ, ისე ლამაზი, რომ სიყვარულსაც, ჩემო, მე შენს სახელს დავარქმევ! - ეს ადრეც იყო, მგონი, დადებული, სასიამოვნოდ დამამახსოვრდა :)
წარმატებები სიყვარულში და ზოგადად ცხოვრებაში! +5
13. დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან. 555555 დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან. 555555
12. დუელს ვმართავდი თურმე გრძნობებთან, არ გამოვიდა მათგან დამალვა...
ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ!
ძალიან ახალგაზრდა და ჭკვიანი პოეტესა ხარ შენ! აპლოდიმენტებს დაგიტივებ, აქაური 5-იანი ძალიან დაბალი შეფასებაა
დუელს ვმართავდი თურმე გრძნობებთან, არ გამოვიდა მათგან დამალვა...
ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ!
ძალიან ახალგაზრდა და ჭკვიანი პოეტესა ხარ შენ! აპლოდიმენტებს დაგიტივებ, აქაური 5-იანი ძალიან დაბალი შეფასებაა
11. დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან ლამაზია!:) დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან ლამაზია!:)
10. სიყვარული თუ ხანდახან მტანჯავს, ვიცი, ამით მე ჩემს თავს ვღალატობ, ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ! მშვენიერია.55555 სიყვარული თუ ხანდახან მტანჯავს, ვიცი, ამით მე ჩემს თავს ვღალატობ, ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ! მშვენიერია.55555
8. დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან.
უთბილესია! დაგამსხვრევ ჩემს კერპს, აგებულს ფიქრით, ღამეს თვალებში გაათევს სევდა, მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან.
უთბილესია!
7. ლამაზებია 555555555555555 ლამაზებია 555555555555555
5. "მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან." - :) ++ "მე თუ ტკივილი ვისწავლე შენით, შენ სიყვარული ისწავლე ჩემგან." - :) ++
4. გამოიდარებს ალბათ ამ სულშიც მთას თოვლის ბარდნა შეწყდება როცა... ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ.
გამოიდარებს აბა რა....
ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ!
კარგი ლექსებია...გაიხარე..:) გამოიდარებს ალბათ ამ სულშიც მთას თოვლის ბარდნა შეწყდება როცა... ამ ცრემლებისთვის სამყაროს ვწყევლი და მერე შენი ყოფნისთვის ვლოცავ.
გამოიდარებს აბა რა....
ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ!
კარგი ლექსებია...გაიხარე..:)
3. უმისამართოდ...
როდის მიყვარდი? ალბათ. ყოველთვის... დამავიწყდები? ალბათ, არასდროს... მაგ სიყვარულის საპასუხოდ ხომ მე ჩემს უბრალო ლექსებს გთავაზობ.
სიყვარული თუ ხანდახან მტანჯავს, ვიცი, ამით მე ჩემს თავს ვღალატობ, ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ! უმისამართოდ...
როდის მიყვარდი? ალბათ. ყოველთვის... დამავიწყდები? ალბათ, არასდროს... მაგ სიყვარულის საპასუხოდ ხომ მე ჩემს უბრალო ლექსებს გთავაზობ.
სიყვარული თუ ხანდახან მტანჯავს, ვიცი, ამით მე ჩემს თავს ვღალატობ, ადრესატიან ლექსებს დავწერ და წარსულს გავატან უმისამართოდ!
1. გვინდა თუ არ გვინდა, მაინც სიყვარულის დღედ ითვლება 14 თებერვალი. ამიტომ დავდებ ჩემს ძველ ლექსებს სიყვარულზე ;;) :D
გვინდა თუ არ გვინდა, მაინც სიყვარულის დღედ ითვლება 14 თებერვალი. ამიტომ დავდებ ჩემს ძველ ლექსებს სიყვარულზე ;;) :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|