პირველად შენ შეგამჩნიე, რა თქმა უნდა სხვებიც იყვნენ მაგრამ შენ დაგიმახსოვრე გრძელი თმებით და თეთრი კეპით. დანარჩენები მეტისმეტად გავდნენ ერთმანეთს და არ ჩავთვალე დამახსოვრების ღირსად. შენ რატომ გამოგარჩიე - პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს. არადა შენთვისაც არ უნდა მიმექცია ყურადღება, მე ხომ არასოდეს მხიბლავდა უბნის ჩაცუცქული ბიჭები, მით უმეტეს გრძელი თმებით და იაზვური გამოხედვით, სავარაუდო მეგრულ წარმოშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ვერასოდეს ვიტანდი მეგრელებს. ვთვლი, რომ უზრდელები არიან, რადგან მეგრულად საუბრობენ მაშინაც კი, როცა მათ გვერდით არამეგრელი დგას. სასაცილოა რომ დღეს იგივე მეგრელებიც მეტისმეტად საყვარლები მეჩვენებიან. ერთი პერიოდი აკვიატებული მქონდა ღმერთი მეთამაშებათქო, ხოდა აი კიდევ ერთი მაგალითი ამის სახეზე მაქვს. 15 წლის თინეიჯერი გოგოსავით, და შეიძლება იმასაც კი არ ეკადრა, 24 საათი ფანჯარაში ვიყურები იმის იმედით რომ თვალი მოგკრა. ვშფოთავ სანამ არ დაგინახავ. ხან ერთ ფანჯარას მივვარდები ხან მეორეს, ნეტავ საითაა, ნეტავ ღვიძავს? არ ჩანს. მერე. . . გაუთავებელი სია ვარაუდების-ალბათ ძინავს, ალბათ საქმეზეა სადმე, ნეტა მისი ფანჯარა ღიაა? (ხელს მიშლის შენი ფანჯრის წინ ტყემლის ხე) ოდნავ მარცხნივ მაინც რომ ამოსულიყო ეგ დალოცვილი, იმას მაინც დავიანახავდი შუქი გინთია თუ არა. საშინელებაა როცა საათი 3 –ს გადაცდება, ამ დროს უკვე უნდა გამოჩნდე ყველა წესის და პირობის გათვალისწინებით, შენ კი სად ხარ ისევ გაურკვეველია. ერთადერთი რეალური შანსი შენი ნახვის საღამოს 10 საათზე მაქვს სიგარეტის საყიდლად რომ წავალ, მაშინაც რამდენჯერ სულ ტყუილად გავიარე იმხელა გზა. ვითომ მარტო იქ იყიდებოდეს პალმალი. ვერ ვიტყვი რომ ნერვები მეშლება ჩემს ასეთ საქციელზე, მაგრამ მაინდამაინც მოხიბლულიც არ ვარ. ახლა მთლად უარესი, გადავწყვიტე ვისარგებლო ორ დღიანი ყელის ტკივილით და სამსახურს ვითომდა ფილტვების ანთების გამო ვაცდენ. მეცინება ჩემს თავზე, სულ გავგიჟდი მგონი, რაღა დროს 32 წლის გოგოს წინა და უკან სირბილია ფანჯრებთან? დეიდაჩემის მრცხვენია, არ იმჩნევს ჩემს მომეტებულ ფანჯრებში ყურების ფაქტს. მეც გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და ვითომ აქაც არაფერი მაინც ვდგები ფარდების უკან, სათვალთვალოდ. მოკლედ ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი საქციელები მაქვს. მართლა ვერ ვიტყვი რომ მიყვარხარ, უბრალოდ აკრძალული ხილი ხარ, რომელთან მიახლოებაც მეშინია, თან მინდა. მეშინია იმედგაცრუბის რომელიც ვიცი უხვად დამხვდება, მინდა კიდევ იმიტომ რომ არ ხარ ჩემი, და თუ კი ოდესმე გახდები, მაშინ შესაძლოა სურვილიც დავკარგო შენი ფლობის, როგორც წესი. ყველაზე დიდი სისულელე კი მაინც ისაა, რომ შენ არც ერთი პლუსი არ გაქვს და საერთოდაც არ გაქვს არანაირი დადებითი რაც შეიძლება საერთოდ მამაკაც ქონდეს, თუნდაც სათქმელად მაინც რომ ვთქვა აი ლაშა ასეთია, ან ისეთი. ერთადერთი რაც მართლა კარგი გაქვს ისაა რომ უზომოდ თბილი ხარ. ხოდა ის მიკვირს რომ ყველაზე დიდი -მინუს ადამიანი იწვევს ჩემში ამდენ ინტერეს, როცა გარკვეულ ასაკში გოგოებს შენნაირი ტიპები მოსწონთ, მე მაშინაც ვერ ვიტანდი შენნაირებს და ეხლა კი. . . დარწმუნებით მხოლოდ ის ვიცი რომ საკუთარ საქციელზე და თავზე პასუხს არ ვაგებ. აბსოლუტურად არ ემორჩილება ჩემი გული გონებას, იმ გონებას რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი, მე გულით არასოდეს შემიყვარდებათქო და მე ჯერ დავფიქრდები და მერე მიყვარდებათქო. ამ ბოლო სამ დღემდე, იმითაც ნასიამოვნები და უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, დილით რომ დაგინახავდი და დილა მშვიდობისას მისურვებდი, მთელი დღე მყოფნიდა დედას გეფიცები კარგ ხასიათზე ყოფნისთვის. უფრო მეტი შანსი საღამოობით მქონდა და ეს ორ თვე ნახევარია მიხაროდა სახლში მოსვლა, მოვდიოდი არეული ნაბიჯებით და მარტო ერთი ფიქრით ნეტა გარეთ იყოს. დაგიანახავდი საღამო მშვიდობისაოო რომ მეტყოდი და გამიღიმებდი მერე . . . გავიმართებოდი წელში და მივდიოდი მეტისმეტად თავდაჯერებული. სასაიამოვნო შეგრძნება იყო, თუმცა გასავლელი გზა მეტისმეტად პატარა. მერე მოხდა ის რომ შუაღამეს მომადექი ფანჯარასთან აბსურდული მიზეზით და დაიწყო ყველაფერი. ზუსტად ერთ საათში უკვე სამჯერ გამებუტე და შემირიგდი. 100-ჯერ მაინც მოიმიზეზე ხელის ჩამორთმევა, ოდნავი შეხების სურვილით. მოასწარი იმდენის თქმა, რომ ჩემი კითხვების 90 პროცენტი ამოწურული იყო. სწორედ იმ ღამეს გამიცივდა ყელი და მეტისმეტად დამითბი თვალებში. გავიგე გყავდა ოჯახი. შვილზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი ძალიან საყვარელი ბიჭია, დღეს დავინახე. შენნაირად დადის და ძალიან ძალიან გგავს. მგონი მთელი საათი მაინც ვუყურე როგორ დარბოდა ეზოში. ცოლს რაც შეეხება. გაცილებული ვარო კი მითხარი მაგრამ. . . ის ვერ გავიგე თუ გაცილებული ხარ რატომ უნდა გადმოვიდეს შენი წასვლის შემდეგ შენს სახლში? ეხლა, მორიგი თვალთავალისას, შენი ნიკუშა ჩემს ფანჯარასთან თამაშობდა და მოვიდა ვიღაცა გოგო არც ისეთი ლამაზი, როგორიც მეგონა და სახლში წაიყვანა, მიხარია- თუ ეს ის იყო მაშინ ნამდვილად არაფრით მჯობია. შანსები ჩემს მხარეს გაცილებით დიდია. სულ ერთი წამით დავფიქრდი იმაზე რომ თუკი რაიმე მოხდება და ერთად ვიქნებით რა ამბები დატრიალდება. . . ჩემი დაიგლეჯენ ნერვებს და შეეცდებიან შემეწინააღდეგონ მე კი ვიცი უკან არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგავ. წავედი ეხლა ისევ ფანჯარა მელოდება, ჩემს მეტი ვინ გაიხედება, დაბრუნდი თუ არა დასავლეთიდან. უსინდისოვ. . . მე მთელი ღამე ნევრიულობაში გავატარე ნეტავ რამე ხო მარ შეემთახვათქო. გამთენიას ჩავწექი საწოლში და კიდევ დიდხანს არ მეძინა ოდნავ ხმაურზეც ფანჯარასთან მივრბოდი-არა გეკითხები ღირხარ კი ამად? ხოდა დღეს დილით თამუნა ვიღაცას ეუბნებოდა დასავლეთში წასულანო და მიგაწყევლა გვარიანად. მესმის თავის ქმარზე გაბრაზდა მაგრამ შენ რაღას გწყევლიდა? ვერ ვიტან წყევლას და თამუნას. წავედი ეხლა. დეიდაჩემი დაჟინებით მთხოვს რაიმე შეჭამეოო და მოვალ ისევ, შენთან, ფანჯარასთან და ჩვენი ისტორიაც ხომ მაქვს დასაწერი. ამასობაში იმედია შენც გაიელვებ სადმე აქვე ახლომახლო.
ისტორია რომელიც მინდოდა დამეწერა ლამის დაუწერელი დამრჩა, განა იმიტომ რომ აღარაფერი მქონდა სათქმელი ან ფანტაზია არ მეყო. არამედ იმის გამო, რომ არ მეცალა საწერად, მერე ვინ ისეირნებდა თავსხმა წვიმაში შენთან ერთად? ვინ წაგიკითხავდა გაუთავებელ ნოტაციებს თემებზე: რა ზიანი მოაქვს დალევას, უსქმურობას და უბანში კაჩაობას. Mმე რომ კომპთან მოვკალათებულიყავი თბილად, ყავის ჭიქით ხელში, ვინღა დააკვირდებოდა ოქტომბრის გალეული მთავრის გავსებას, ან ვინ ივლიდა ღამის თბილისში პაემანზე მსოფლიოში ყველაზე თავქარიან ბიჭთან და დაითვლიდა საფეხურებს თითქმის ყველა პარკის კიბეებზე? მოკლედ, არ მეცალა, შენი გადარჩენის იდეა-ფიქსით შეპყრობილს გამიტყდა ძილი, დამერღვა ოდესღაც დალაგებული ყოველდღიური ცხოვრების გრაფიკი, და ამერია ძლივს დაწყობილი გეგმებიც. მოვალეობის მოხდის მიზნით დავდივარ სამსახურში რას ვაკეთებ ვერ ვიმახსოვრებ, შენი ხმის გაგონებაზე მიჩქარდება გული და მასმევენ ვალიდოლს, ეს დაახლოებით დღეში 3 ჯერ მაინც ხდება. ცხოვრებაში პირველად მიხარია შემოდგომა, და პირველად ვარ ფანტასტიურ ხასიათზე. აქამდე ვერ ვიტანდი, მის ცივ-წვიმიან ამინდებს, ნაცრისფერ ცას და ახლა მიყვარს, მიყვარს მთელი დანარჩენი სამყაროც შენთან ერთად და იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ ვუტყდები მას სიყვარულში, რომ ისევ არ მცალია ამის გასაკეთებლად. მთლიანად შენით შეპრობილს სხვა რამეების არსებობა მაქვს დავიწყებული. ვიცი კარგი არაფერი მოხდება ბოლოს. გაიგებს დეიდაჩემიც შენზე სრულ სიმართლეს, მომიწყობს სცენებს და ამეკრძალება ამ ასაკში გარეთ გასვლა, დაურეკავს ჩემებს ეგერთწოდებული საქმის კურსში ჩაყენების მიზნით,მოკლედ წინ მთელი ტრაგედია ორ მოქმედებად მელოდება. გარდა ამისა გაიგებს ჩვენის ღამის სეირნობებზე შენი ყოფილიც, ისიც მოგიწყობს სცენებს, მთავარია მხოლოდ შენით შემოიფარგლოს და მეც არ გადმომწვდეს, თორე მართლა არ ვიცი რა მოხდება. ყველაზე დიდი დაზარალებული რაღა თქმა უნდა ვიქნები მე. რა მინდოდა, ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად და ვერ შევირგე. მეამბოხე სული, რაღაცეების არევ-დარევის სურვილი და რიგი კიდევ სხვა მიზეზები უხვად მაქვს თავის გასასამართლებლად, თუ ვინმემ მოინდომა მათი მოსმენა. გავიქცე უნდა ფანჯარასთან, ჰორიზონტი დაპატარავდა - შენ გამოჩნდი. ამ ადგილას, ნაცვლად ახალი ამბებისა, ვწერ მსოფლიოში ყველაზე არაფრისმთქმელ და ყველაზე მრავლისდამტევ სამ წერტლს. . . ამ შემოდგომას მე დღეს პირველად ვიგრძენი სიცივე. 2010 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რაღაცეების არევ-დარევის სურვილი
miyvars eg survili.... რაღაცეების არევ-დარევის სურვილი
miyvars eg survili....
17. ჰმ, პალმალი მეც გამახსენდა თამ, :):) მომენატრეეე ჰმ, პალმალი მეც გამახსენდა თამ, :):) მომენატრეეე
16. ნაათ :) ნათი :-* პალმალი..:) შენ... მომენატრე..შენ მომენატრე ნაათ :) ნათი :-* პალმალი..:) შენ... მომენატრე..შენ მომენატრე
15. გამიცივდა ყელი და მეტისმეტად დამითბი თვალებში.
სიამოვნებით შემომეკითხა:) თვილი და გულწრფელი ნაწერია:) გამიხარდა შენი დაბრუნება :-* გამიცივდა ყელი და მეტისმეტად დამითბი თვალებში.
სიამოვნებით შემომეკითხა:) თვილი და გულწრფელი ნაწერია:) გამიხარდა შენი დაბრუნება :-*
14. საინტერესო და ხიფათიანი პროზაა! :) ლირიკული გმირი ცეცხლს ეთამაშება! :) 555 საინტერესო და ხიფათიანი პროზაა! :) ლირიკული გმირი ცეცხლს ეთამაშება! :) 555
13. ამას წავიკითხავ მერე აუცილებლად...ეხლა გეტყვი რომ მახსოვხარ და გამიხარდა შენი დაბრუნება :-* ამას წავიკითხავ მერე აუცილებლად...ეხლა გეტყვი რომ მახსოვხარ და გამიხარდა შენი დაბრუნება :-*
12. გრამაიკულიც- გრამატიკულიც უნდა დამეწერა :) გრამაიკულიც- გრამატიკულიც უნდა დამეწერა :)
11. იაზვური- არ მომეწონა :) მეგრელებზე რაც ეწერა, ეგ სააერთოდ არ მომეწონა :) არ მიყვარს ადამიანების გამორჩევა სხვადასხვა ნიშნით, განსაკუთრებით კუთხეებით :) ნაწერში არის უთვალავი შეცდომა, გრამაიკულიც, მექანიკურიც... იდეა არ არის, თითქოს, ცუდი და როცა მაგ სიმპათიური და თბილი მეგრელისგან მოიცლით, შეასწორ-შეალამაზეთ :) წარმატებები!
იაზვური- არ მომეწონა :) მეგრელებზე რაც ეწერა, ეგ სააერთოდ არ მომეწონა :) არ მიყვარს ადამიანების გამორჩევა სხვადასხვა ნიშნით, განსაკუთრებით კუთხეებით :) ნაწერში არის უთვალავი შეცდომა, გრამაიკულიც, მექანიკურიც... იდეა არ არის, თითქოს, ცუდი და როცა მაგ სიმპათიური და თბილი მეგრელისგან მოიცლით, შეასწორ-შეალამაზეთ :) წარმატებები!
10. რავი რაღაცნაირია რააა. საინტერესოა. მომწონს :) კორექტურას საჭიროებს ნამდვილად. მეც კი მაჯობე დაშვებული შეცდომებით :D ++++ რავი რაღაცნაირია რააა. საინტერესოა. მომწონს :) კორექტურას საჭიროებს ნამდვილად. მეც კი მაჯობე დაშვებული შეცდომებით :D ++++
9. "მართლა ვერ ვიტყვი რომ მიყვარხარ, უბრალოდ აკრძალული ხილი ხარ, რომელთან მიახლოებაც მეშინია, თან მინდა. მეშინია იმედგაცრუბის რომელიც ვიცი უხვად დამხვდება, მინდა კიდევ იმიტომ რომ არ ხარ ჩემი, და თუ კი ოდესმე გახდები, მაშინ შესაძლოა სურვილიც დავკარგო შენი ფლობის," " აბსოლუტურად არ ემორჩილება ჩემი გული გონებას, იმ გონებას რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი, მე გულით არასოდეს შემიყვარდებათქო და მე ჯერ დავფიქრდები და მერე მიყვარდებათქო. ამ ბოლო სამ დღემდე, იმითაც ნასიამოვნები და უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, დილით რომ დაგინახავდი და დილა მშვიდობისას მისურვებდი, მთელი დღე მყოფნიდა დედას გეფიცები კარგ ხასიათზე ყოფნისთვის" + "მართლა ვერ ვიტყვი რომ მიყვარხარ, უბრალოდ აკრძალული ხილი ხარ, რომელთან მიახლოებაც მეშინია, თან მინდა. მეშინია იმედგაცრუბის რომელიც ვიცი უხვად დამხვდება, მინდა კიდევ იმიტომ რომ არ ხარ ჩემი, და თუ კი ოდესმე გახდები, მაშინ შესაძლოა სურვილიც დავკარგო შენი ფლობის," " აბსოლუტურად არ ემორჩილება ჩემი გული გონებას, იმ გონებას რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი, მე გულით არასოდეს შემიყვარდებათქო და მე ჯერ დავფიქრდები და მერე მიყვარდებათქო. ამ ბოლო სამ დღემდე, იმითაც ნასიამოვნები და უზომოდ კმაყოფილი ვიყავი, დილით რომ დაგინახავდი და დილა მშვიდობისას მისურვებდი, მთელი დღე მყოფნიდა დედას გეფიცები კარგ ხასიათზე ყოფნისთვის" +
7. ხუმრობით ვთქვი ,ნათ.. :) ხუმრობით ვთქვი ,ნათ.. :)
6. არ მინდა გაჯორვად ან რაიმე სახის შეურაცყოფად მიიღოთ, მართლა ოღონდ, მაპატიეთ არ მინდა გაჯორვად ან რაიმე სახის შეურაცყოფად მიიღოთ, მართლა ოღონდ, მაპატიეთ
5. ბიჭოს,რა ლამაზად გაგვჯორა მეგრელები :) რა დაგიშავეთ გოგო :) ? მოგიკითხე სითბოთი,ნათი. ძალიან საყვარელი გოგო ხარ. პროზაც შენსავით ლაღი და იუმორისტული ელფერით გამოგის...
ბიჭოს,რა ლამაზად გაგვჯორა მეგრელები :) რა დაგიშავეთ გოგო :) ? მოგიკითხე სითბოთი,ნათი. ძალიან საყვარელი გოგო ხარ. პროზაც შენსავით ლაღი და იუმორისტული ელფერით გამოგის...
4. მაინც წავიკითხე :D :)) "ჰორიზონტი დაპატარავდა - შენ გამოჩნდი" მაინც წავიკითხე :D :)) "ჰორიზონტი დაპატარავდა - შენ გამოჩნდი"
3. სულ ტყუილად დაჩი... :) აუცილებლად მობრუნდი და არ წააგებ, მერწმუნე... ნათიას ჩემი დიდი პატივისცემა :) და შენს პროზას აქვს უფლება, ნებისმიერ ყალიბში იჯდეს... :) ბრავო სულ ტყუილად დაჩი... :) აუცილებლად მობრუნდი და არ წააგებ, მერწმუნე... ნათიას ჩემი დიდი პატივისცემა :) და შენს პროზას აქვს უფლება, ნებისმიერ ყალიბში იჯდეს... :) ბრავო
2. "სავარაუდო მეგრულ წარმოშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ვერასოდეს ვიტანდი მეგრელებს. " – მაპატიეთ, აქ შევწყვიტე კითხვა :D "სავარაუდო მეგრულ წარმოშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.ვერასოდეს ვიტანდი მეგრელებს. " – მაპატიეთ, აქ შევწყვიტე კითხვა :D
1. კოლეგა... პროზაიკოსო :) ფორმა შეამსუბუქე ოდნავ... ვიზუალური :) ახლა კი წავიკითხავ და ისევ მოვალ... კოლეგა... პროზაიკოსო :) ფორმა შეამსუბუქე ოდნავ... ვიზუალური :) ახლა კი წავიკითხავ და ისევ მოვალ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|