 | ავტორი: ნერვოზა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 თებერვალი, 2011 |
ჩემს სოფელში სადაც არც თუ ისე ხშირად ჩავდივარ ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ცხოვრობდა. შესახედავადაც ლამაზი იყო და ყველას სითბოთი და დიდი სიყვარულით ექცეოდა. დიდს თუ პატარას ყველას უყვარდა ის. მაგრამ თვალები ყოველთვის ცრემლიანი ქონდა. როცა პატარა ვიყავი და ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი ხოლმე ხშირად მივდიოდით მასთან ჩამოვსხდებოდით და გვესაუბრებოდა სხვადასხვა თემებზე, იმაზე თუ როგორი უნდა გავზრილიყავით, აგრეთვე გვიყვებოდა თავის ისტორიებს, რომლებიც ცხოვრებაში გადახდა და ჯარის ისტორიებს. ბევრი რამ ქონდა ცხოვრებაში ნანახი და კარგადაც იცნობდა ცხოვრებას. ძალიან გვიყვარდა მისი მოსმენა და გვსიამოვნებდა. ყოველთვის როცა მარტო იყო ხოლმე ჩამოჯდებოდა თავისი სახლის კიბეზე და ფიქრობდა სულ. ყოველთვის მაინტერესეებდა რაზე ფიქრობდა და რატომ ქონდა თვალები ყოველთვის ცრემლიანი, მაგრამ ამის თქმას ვერასდროს ვბედავდი. მისი ნასწავლი ძალიან ბევრ რამეში გამომადა, ვისწავლე ადამიანების გამოცნობა და გავუგე ცხოვრებას. ერთ დღესაც როცა სოფელში მოვდიოდი დავიწყე ფიქრი ისევ იმ ყველასათვის საყვარელ მოხუცზე, გიორგი ბაბუაზე. მინდოდა გამომეცნო რატომ იყო ყოველთვის ასე ნაღვლიანი და გადავწყვიტე მეკითხა მისთვის. ერთ დღესაც მე როდესაც ვუყვებოდი ჩემ ცხოვრებას თუ რას ვსაქმიანობდი, რას ვაკეთებდი და რა მინდოდა გამოვსულიყავი ვუთხარი რომ ერთი გოგო მომწონდა და ის კი იმავე გრძნობით არ იყო ჩემ მიმართ. უცებ თვალებში ცრემლი ჩაუდგა და მომიყვა თავისი ისტორია, რომელმაც ძალიან შეცვალა თავისი ცხოვრება. გიორგი ბავშვობაშიც ლამაზი იყო და ყველას უნდოდა მისი შეყვარებული ყოფილიყო. მაგრამ გიორგი ყველას უარს ეუბნებოდა, არ უნდოდა ცრუ იმედები მიეცა მათთვის, რადგან მის გულს მხოლოს ერთი ადამიანი უყვარდა, ის ვინც ცხოვრების ძალას აძლევდა მას. გიორი უბრალო გლეხის ოჯახიდან იყო, ნათია კი შედარებით შეძლებული ოჯახის შვილი იყო. გიორგის იმედი ქონდა რომ მა შორის ფასეულობის განსხვავება უმნიშვნელო იყო და მათი სიყვარული ყველაფერს გადალახავდა. გიორგი რომანტიკოსი იყო და ამიტომაც ფიქრობდა ასე. ნათია არაფერს გრძნობდა მის მიმართ უბრალოდ მოწონდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი ქცევით. ის წყნარი იყო და რომანტიკოსი. ამ თვისებების გამო მოსწონდა ის. გიორგი ხშირად ესაუბრებოდა მას სხვადასხვა თემებზე. ნათიაც მალე შეეჩვია მას და გახდა მისავით რომანტიკოსი. ისინი ხშირას ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. იცვლებოდა სასაუბრო თემები. საუბარში ხშირად დაათენდებოდათ ხოლმე. ვერ გრძნობდნენ თუ როგორ სწრაფად გადიოდა დრო და როგორ ივსებოდა მათი გული სიყვარულით. ცხოვრებას ნათელ ფერებში ხატავდნენ, ფიქრობდნენ მომავალზე, თუ როგორ იცხოვრებდნენ ერთად და მათ სიყვარულს არასდროს დაემუქრებოდა საფრთხე. ისინი ხშირად სეირნობნენ წვიმაში, ქარში, თოვლში. მაგრამ ყველაზე მეტადდ მათ უყვარდათ მთვარიან ღამეში. ტკბებოდნენ სიმშვიდით, ხმას არცერთი არ იღებდა, უბრალოდ სეირნობდნენ და ფიქრობდნენ. როცა ერთად არ იყვნენ მაშინაც ერთმანეთზე ფიქრობდნენ. მათ თვალებში ყოველთვის ცეცხლი ენთო წმინდა სიყვარულის. მათი სიყვარულის ამბავი მთელ სოფელში გავრცელდა. თავიდან ყველა მათზე საუბრობდა. ყველა ფიქრობდა რომ ეს სიყვარული ბავშვობაში დარჩებოდა და შემდეგ ხშირად გაიხსენებდნენ ამ ამბავს და ბევრსაც იციებდნენ. მაგრამ გადიოდა წლები, დღეები. მათი სიყვარული კი კი არ ნელდებოდა არამედ რაღაც უხილავი ძალით უფრო და უფრო ძლიერდებოდა. უკვე გიორგი 22 წლის ხდებოდა, მათი სიყვარული კი 5 წლის ხდებოდა. ზამთრის სუსხიანი დღე იყო. გარეთ თოვდა. გიორგის გადაწყვიტა მისულიყო ნათიას ოჯახში და მათი ერთადერთი ქალიშვილის ხელი ეთხოვა მშობლებისთვის. დარწმუნებული იყო რომ მშობლები თანახმანი იქნებოდნენ და შექმნიდნენ სიყვარულით ოჯახს. როდესაც გიორგი მათ ოჯახში მივიდა მას ჩვეულებრივად შეხვდენ. გიორგიმ ოჯახის უფროსს თხოვა ცალკე ოთახში გასულიყვნენ. გიორგი ნერვიულობდა და გული აჩქარებით უცემდა. ნათიას მამას უთხრა: „ მე და ნათიას ერთმანეთი გვიყვარს, მის გერეშე სიცოცხლე არ შემიძლია და მინდა თქვენ ერთადერთი ქალიშვილის ხელი გთხოვოთო“. ნათიას მამამ იროიულად გაიღიმა და შემდეგ უთხრა: „ თუ მის გარეშე ვერ იცოცხლებ მაშინ თავი მოკალი, მე ის შენნაირი ღარიბისთვის არ მემეტება.“ უამრავი დამცინავი სიტყვა უთხრა გიორგის და ბოლოს გააფრთხილა, თუ ერთად დაინახავდა ანანებდა მაშ სასტიკად. ნათიას სახლიდან აღარ უშვებდნენ. ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს. ამაში მათ მეგობრები ეხმარებოდნენ. ნათიას მამამ გაიგო ეს ამბავი და ნათია ოთახში გამოკეთა, არავის აძლევდნენ მისი ნახვის უფლებას. როგორც იტყვიან „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“ და გიორგი 3 წლით ციხეში ჩაასმევინა. თავისი ქალიშვილი კი მალევე გაათხოვა უსიყვარულოდ. გიორგისთვის ამ ამბის გაგება მძიმე გადასატანი იყო. აღარ აინტერესებდა არაფერი, აღარ უნდოდა ცხოვრება. ციხიდან გამოსვლის შემდეგ უნდოდა ნათიას ნახვა, თუნდაც ერთხელ, ერთი წამით, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ნათია ასეული კილომეტრით დაშორებოდა საკუთარ სამშობლოს. მხოლოდ უკანასკნელი წერილით იხსენებდა მას და მათ წმინდა ისტორიას. უკანასკნელ წერილში მხოლოდ 2 სიტყვა ეწერა, რომელიც ძლივს იკითხებოდა, რადგან ცრემლებს დაესველებინა ეს ფურცელი და წაეშალა წარწერა, ეს სიტყვები კი იყო „ სიკვდილამდე მეყვარები“. როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა ცრემლები თვალებიდან გადმოდიოდა. ბოლოს კი მაჩვენა წერილი რომელსაც გულის ჯიბით დაატარებდა, გულთან ახლოს რომ ყოფილიყო. ამ ისტორის შემდეგ უკვე 50 წელი გავიდა და არც კი გაუხედია სხვა გოგოსკენ, არავინ მიაჩნდა ნათიაზე წმინდა და არ უნდოდა მათი სიყვარულის ისტორია წაეშალა სხვა სიყვარულს. ამ ამბის მოყოლიდან რამდენიმე წლის მერე გიორგი ბაბუაც გარდაიცვალა და ყველას გული დაგვწყვიტა თავისი წასვლით იმ ქვეყნად. ის წერილი, რომელიც ასე უყვარდა ახლაც მასთანაა. ეს ისტორია როდესაც ჩემ მეგობრებს მოვუყევი რომლებთან ერთადაც გავატარე ბავშვობა თვალზე ცრემლი ყველად მოგვადგა. გული დაგვიმძიმდა და გადავწყვიტეთ საფლავის ქვაზე გაგვეკეთებინდა წარწერა „სიკვდილამდე მეყვარები“. ეს მხოლოდ მცირეოდენია რაც ჩვენ მისთვის შევძელით. ეს ფრაზა ახლაც ამშვენებს მის საფლავს და ამ ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა კი მხოლოდ რამდენიმემ ვიცით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ჭეშმარიტად!!!
კი შევავლებ თვალს და გავასწორებ. გაიხარე მადლობა. ჭეშმარიტად!!!
კი შევავლებ თვალს და გავასწორებ. გაიხარე მადლობა.
15. სიყვარულის ისტორია ყოველთვის ლამაზი და გულისამაჩუყებელია
ნაწერს დახვეწა აკლია... ხელს თუ შეავლებ ძალიან კარგი მოთხრობა გამოვა
ქრისტე აღსდგა!!! სიყვარულის ისტორია ყოველთვის ლამაზი და გულისამაჩუყებელია
ნაწერს დახვეწა აკლია... ხელს თუ შეავლებ ძალიან კარგი მოთხრობა გამოვა
ქრისტე აღსდგა!!!
14. გავზრილიყავით-გავზრდილიყავით ქონდა-ჰქონდა შესახედავადაც ლამაზი იყო- მამაკაცზე ლამაზს არ ამბობენ, ჯობია დაწერო ლამაზი, ან ვაჟკაცური და ა.შ. ნაკვთები ჰქონდა-თქო, ან რავი, სხვა რამე მოიფიქრე :) გიორი-გიორგი გიორი უბრალო გლეხის ოჯახიდან იყო, ნათია კი შედარებით შეძლებული ოჯახის შვილი იყო.- აქ ორი "იყო" ცუდად ჟღერს, ასეთ შემთხვევებში ზმნას წინადადებაში ტირე ანაცვლებს. ასე მაგალითად: გიორგი უბრალო გლეხის შვილი იყო, ნათია კი - შედარებით შეძლებულის. უბრალოდ მოწონდა-მოსწონდა გიორგი რომანტიკოსი იყო და ამიტომაც ფიქრობდა ასე. ნათია არაფერს გრძნობდა მის მიმართ უბრალოდ მოწონდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი ქცევით. ის წყნარი იყო და რომანტიკოსი. ამ თვისებების გამო მოსწონდა ის.-აქ ორჯერ იმეორებ ერთსა და იმავეს, სასურველია მეორე ნაწილი მთლიანად მოაშორო. ასე: გიორგი რომანტიკოსი იყო და ამიტომაც ფიქრობდა ასე. ნათია არაფერს გრძნობდა მის მიმართ უბრალოდ მოსწონდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი ქცევით. იციებდნენ-იცინებდნენ მათი სიყვარული კი კი არ ნელდებოდა - ერთი "კი"ზედმეტია უკვე გიორგი 22 წლის ხდებოდა, მათი სიყვარული კი 5 წლის ხდებოდა.- აქაც ორი ზმნა ზედმეტია. ასე დაწერე: გიორგი უკვე 22 წლის ხდებოდა, მათი სიყვარული კი - ხუთის. გიორგის გადაწყვიტა -გიორგიმ გიორგის ძალიან ხშირად ახსენებ და ცუდად ხვდება ყურს, ჯობია სხვა სიტყვებით შეცვალო: ბიჭი, ვაჟი და ა.შ. ანანებდა მაშ სასტიკად- ეს "მაშ" რა შუაშია ვერ მივხვდი :) ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს.- აქაც ორი "ერთმანეთს" ზედმეტია. ეცადო ხშირად არ გამოიყენო ერთი და იგივე სიტყვა, მით უფრო ერთ წინადადებაში. ეს ლექსიკის სიღარიბეზე მეტყველებს და აკნინებს ნაწერს. გამოკეთა-გამოკეტა როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა ცრემლები თვალებიდან გადმოდიოდა.-თვალებიდან ცრემლი მდიოდა. ისტორის-ისტორიის ყველად-ყველას
ამის გარდა კიდევ ბევრი შეცდომაა, წინადადებები ძირითადად არასწორადააა დალაგებული, პუნქტუაციას საერთოდ არ ექცევა ყურადღება. ყველაფრის მიუხედავად თემა ნორმალურია და არცერთი კარგი იდეა არ უნდა გაფუჭდეს ცუდი შესრულებით, ამიტომ იმუშავე შენს თავზე, ბევრი იკითხე, წერას ზერელედ არ მოეკიდო და ყველაფერი გამოგივა :) წარმატებები! გავზრილიყავით-გავზრდილიყავით ქონდა-ჰქონდა შესახედავადაც ლამაზი იყო- მამაკაცზე ლამაზს არ ამბობენ, ჯობია დაწერო ლამაზი, ან ვაჟკაცური და ა.შ. ნაკვთები ჰქონდა-თქო, ან რავი, სხვა რამე მოიფიქრე :) გიორი-გიორგი გიორი უბრალო გლეხის ოჯახიდან იყო, ნათია კი შედარებით შეძლებული ოჯახის შვილი იყო.- აქ ორი "იყო" ცუდად ჟღერს, ასეთ შემთხვევებში ზმნას წინადადებაში ტირე ანაცვლებს. ასე მაგალითად: გიორგი უბრალო გლეხის შვილი იყო, ნათია კი - შედარებით შეძლებულის. უბრალოდ მოწონდა-მოსწონდა გიორგი რომანტიკოსი იყო და ამიტომაც ფიქრობდა ასე. ნათია არაფერს გრძნობდა მის მიმართ უბრალოდ მოწონდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი ქცევით. ის წყნარი იყო და რომანტიკოსი. ამ თვისებების გამო მოსწონდა ის.-აქ ორჯერ იმეორებ ერთსა და იმავეს, სასურველია მეორე ნაწილი მთლიანად მოაშორო. ასე: გიორგი რომანტიკოსი იყო და ამიტომაც ფიქრობდა ასე. ნათია არაფერს გრძნობდა მის მიმართ უბრალოდ მოსწონდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველასგან განსხვავდებოდა თავისი ქცევით. იციებდნენ-იცინებდნენ მათი სიყვარული კი კი არ ნელდებოდა - ერთი "კი"ზედმეტია უკვე გიორგი 22 წლის ხდებოდა, მათი სიყვარული კი 5 წლის ხდებოდა.- აქაც ორი ზმნა ზედმეტია. ასე დაწერე: გიორგი უკვე 22 წლის ხდებოდა, მათი სიყვარული კი - ხუთის. გიორგის გადაწყვიტა -გიორგიმ გიორგის ძალიან ხშირად ახსენებ და ცუდად ხვდება ყურს, ჯობია სხვა სიტყვებით შეცვალო: ბიჭი, ვაჟი და ა.შ. ანანებდა მაშ სასტიკად- ეს "მაშ" რა შუაშია ვერ მივხვდი :) ისინი ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ წერილებით ეხმიანებოდნენ ერთმანეთს.- აქაც ორი "ერთმანეთს" ზედმეტია. ეცადო ხშირად არ გამოიყენო ერთი და იგივე სიტყვა, მით უფრო ერთ წინადადებაში. ეს ლექსიკის სიღარიბეზე მეტყველებს და აკნინებს ნაწერს. გამოკეთა-გამოკეტა როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა ცრემლები თვალებიდან გადმოდიოდა.-თვალებიდან ცრემლი მდიოდა. ისტორის-ისტორიის ყველად-ყველას
ამის გარდა კიდევ ბევრი შეცდომაა, წინადადებები ძირითადად არასწორადააა დალაგებული, პუნქტუაციას საერთოდ არ ექცევა ყურადღება. ყველაფრის მიუხედავად თემა ნორმალურია და არცერთი კარგი იდეა არ უნდა გაფუჭდეს ცუდი შესრულებით, ამიტომ იმუშავე შენს თავზე, ბევრი იკითხე, წერას ზერელედ არ მოეკიდო და ყველაფერი გამოგივა :) წარმატებები!
13. კი მეხერხება გრამატიკულად გასწორება მაგრამ რომ დავწერე იმის მერე არც წამიკითხავს. გადავიკითხავ და გავასწორებ. გაიხარეეეე კი მეხერხება გრამატიკულად გასწორება მაგრამ რომ დავწერე იმის მერე არც წამიკითხავს. გადავიკითხავ და გავასწორებ. გაიხარეეეე
12. ნაწერი ძაან გულისამაჩუყებელი იყო ჩემთვის. ისე ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ასე, უბრალოდ უფრო ლამაზია ესეთი ისტორიები. მხოლოდ დაჯექი და პუნქტუაცია ჩაასწორე, ან თუ არ გეხერხება ჩაასწორებინე ვინმეს. რამოდენიმე კორექტურაა კიდევ. გაიხარე. ნაწერი ძაან გულისამაჩუყებელი იყო ჩემთვის. ისე ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ასე, უბრალოდ უფრო ლამაზია ესეთი ისტორიები. მხოლოდ დაჯექი და პუნქტუაცია ჩაასწორე, ან თუ არ გეხერხება ჩაასწორებინე ვინმეს. რამოდენიმე კორექტურაა კიდევ. გაიხარე.
11. გაიხარე მარიკო. არ მეგონა საერთოდ თუ ვინმეს მოეწონებოდა ეს ისტორია გაიხარე მარიკო. არ მეგონა საერთოდ თუ ვინმეს მოეწონებოდა ეს ისტორია
9. "როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა ცრემლები თვალებიდან გადმოდიოდა. ბოლოს კი მაჩვენა წერილი რომელსაც გულის ჯიბით დაატარებდა, გულთან ახლოს რომ ყოფილიყო. ამ ისტორის შემდეგ უკვე 50 წელი გავიდა და არც კი გაუხედია სხვა გოგოსკენ, არავინ მიაჩნდა ნათიაზე წმინდა და არ უნდოდა მათი სიყვარულის ისტორია წაეშალა სხვა სიყვარულს." ------------------- სხვისი არ ვიცი და ჩემი ბუნებიდან გამოდინარე და იქედან რამდენად ღრმად ჩავწვდი ამ პატარა ისტორიას ახლა თვალებიდან ცრემლები მცვივა... რაღაც გამახსენა....... ;(;( "როდესაც ამ ამბავს მიყვებოდა ცრემლები თვალებიდან გადმოდიოდა. ბოლოს კი მაჩვენა წერილი რომელსაც გულის ჯიბით დაატარებდა, გულთან ახლოს რომ ყოფილიყო. ამ ისტორის შემდეგ უკვე 50 წელი გავიდა და არც კი გაუხედია სხვა გოგოსკენ, არავინ მიაჩნდა ნათიაზე წმინდა და არ უნდოდა მათი სიყვარულის ისტორია წაეშალა სხვა სიყვარულს." ------------------- სხვისი არ ვიცი და ჩემი ბუნებიდან გამოდინარე და იქედან რამდენად ღრმად ჩავწვდი ამ პატარა ისტორიას ახლა თვალებიდან ცრემლები მცვივა... რაღაც გამახსენა....... ;(;(
8. გაიხარეეეეეეეთ, მიხარია რომ მოგეწონათ გაიხარეეეეეეეთ, მიხარია რომ მოგეწონათ
7. გაიხარე ლიკააააა გაიხარე ლიკააააა
6. მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :) მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :)
5. კითხვის ნიშანი რა შუაში იყო ახლა იქ? კითხვის ნიშანი რა შუაში იყო ახლა იქ?
4. ნიკმა დამაფიქრა ცოტა... ამ ადამიანის კრიტიკას მოვრიდოთ დამსწრე საზოგადოებავ :) მართლა სევდიანი ისტორიაა? ნიკმა დამაფიქრა ცოტა... ამ ადამიანის კრიტიკას მოვრიდოთ დამსწრე საზოგადოებავ :) მართლა სევდიანი ისტორიაა?
3. სევდიანი ისტორიაა. სევდიანი ისტორიაა.
2. წარმატებები ავტორს +5555 წარმატებები ავტორს +5555
1. გაიხარე!!! კარგი ადამიანი ხარ, შენ! :) +5! გაიხარე!!! კარგი ადამიანი ხარ, შენ! :) +5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|