 | ავტორი: gugua ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 თებერვალი, 2011 |
* * * ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ მე დიდრონ ზარებს, ზარებს დავკიდებ – ყაყაჩოს ველზე ბებერ მუხაზე... ავზილავ ტალახს და გამოვძერწავ ციცქნა ბიჭუნას, სულს მე ვაჩუქებ, ძალას – ბუნება, დრო კი შემოსავს მარადისობით. ყაყაჩოს ველზე ფესვმაგარი ბებერი მუხა ძუძუმწოვარ ბავშვს ძუძუს აწოვებს. ყაყაჩოსაგან მახვილს გამოსჭედს, ბავშვს შემოარტყამს წელზე სათუთად. ზარებს დარეკავს ხუჭუჭთმიანი პატარა ბიჭი, პირჯვარს გადიწერს ბერმუხასთან მუხლმოდრეკილი.
* * * მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამა-პაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი. ამოზელილი თიხის ფიალა თავისკენ მიხმობს და მეფერება შიგ ჩაგრეხილი ორნამენტების და გაჟღენთილი ღვინის სურნელით. ღვინის სურნელი მე კვლავ დამათრობს, ტკივილს მიყუჩებს და მიმკურნალებს, ცაში ამაყად გავიტყორცნები, ცისარტყელაც კი გვირგვინს მიბოძებს. მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე მოვევლინე თიხას მალამოდ მისი სუნთქვაც კი მე ხშირად მესმის, მესმის წინაპრის გულის ძახილი თიხით და სისხლით შედუღებული.
http://fereidani.ge/81_Qeti/vaja.html
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ტალახით ღმერთმა შექმნა, ჩვენ ცოტა სხვა წესით... ტალახით ღმერთმა შექმნა, ჩვენ ცოტა სხვა წესით...
18. ამ გვერდზე შემოსვლა ყოვეთვის მიხარია, ალალი ლექსები! ამ გვერდზე შემოსვლა ყოვეთვის მიხარია, ალალი ლექსები!
17. ეს ლექსები ჩემს სულში ხმიანობს! ეს ლექსები ჩემს სულში ხმიანობს!
16. რა საოცარი ამბების მოტანა იცი ხოლმე?! :) რა საოცარი ამბების მოტანა იცი ხოლმე?! :)
15. მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე მოვევლინე თიხას მალამოდ მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს. მე მოვევლინე თიხას მალამოდ
14. გული დამეწვა. რა საშინელი და შემზარავი ტრაგედიაა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მაგრამ მე ორმაგად შემეცოდა ამისთანა საოცარი ხელოვანის, ნატიფი შემოქმედის მკვლელი. ნეტავ თუ იგრძნო და მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს?!. და ნეტავ იცოდეთ, როგორ მოგიწონეთ საქციელი რომ სახლიდან მიაბრძანეთ იგი...
საოცარი ადამიანი ხართ ბატონო გიორგი. მადლობა რომ გაგვაცანით ამქვეყნიდან უდროოდ წასული ეს საინტერესო შემოქმედი!
გული დამეწვა. რა საშინელი და შემზარავი ტრაგედიაა. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული. მაგრამ მე ორმაგად შემეცოდა ამისთანა საოცარი ხელოვანის, ნატიფი შემოქმედის მკვლელი. ნეტავ თუ იგრძნო და მიხვდა თავისი დანაშაულის სიმძიმეს?!. და ნეტავ იცოდეთ, როგორ მოგიწონეთ საქციელი რომ სახლიდან მიაბრძანეთ იგი...
საოცარი ადამიანი ხართ ბატონო გიორგი. მადლობა რომ გაგვაცანით ამქვეყნიდან უდროოდ წასული ეს საინტერესო შემოქმედი!
13. ყაყაჩოსაგან მახვილს გამოსჭედს, ბავშვს შემოარტყამს წელზე სათუთად. ზარებს დარეკავს ხუჭუჭთმიანი პატარა ბიჭი, პირჯვარს გადიწერს ბერმუხასთან მუხლმოდრეკილი.
ქართული სული ჩანს თითოეულ ბგერაში! ყაყაჩოსაგან მახვილს გამოსჭედს, ბავშვს შემოარტყამს წელზე სათუთად. ზარებს დარეკავს ხუჭუჭთმიანი პატარა ბიჭი, პირჯვარს გადიწერს ბერმუხასთან მუხლმოდრეკილი.
ქართული სული ჩანს თითოეულ ბგერაში!
11. ქართული გენი! ქართული გენი!
10. მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამა-პაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი.
+++++
მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამა-პაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი.
+++++
9. მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს.
+5!!! მე არ მოვკვდები, მე ისევ მოვალ, მე მოვალ ისევ თიხის ფიალად, გადავინაცვლებ ხელიდან ხელში, კვლავ ვადღეგრძელებ ჩემს საქართველოს.
+5!!!
8. მადლობა ამ ლექსებისთვის, გიორგი!..
მადლობა ამ ლექსებისთვის, გიორგი!..
7. ანემონეს! - ყოველთვის მიხარია შენი ნახვა. დილით სკოლისკენ მიმავალს რომ გხვდებით - ის დღე ჩემთვის კარგად მიდის-ხოლმე! :) კატიეს! - მადლობა ქეთი, რომ გახსოვს ვაჟა... ილტოსპირელს! - რა ვიცი, ჩასწორების უფლება მააქვს? დედამისს ახლაც კი მაგიდაზე უდევს "უშანკა" ქუდი, რის გამოც მეზობლის ბიჭმა გულში სპიცი გაუყარა... ვაჟა მართლაცდა თიხად მოევლინა სამყაროს და თიხადვე იქცა... ანემონეს! - ყოველთვის მიხარია შენი ნახვა. დილით სკოლისკენ მიმავალს რომ გხვდებით - ის დღე ჩემთვის კარგად მიდის-ხოლმე! :) კატიეს! - მადლობა ქეთი, რომ გახსოვს ვაჟა... ილტოსპირელს! - რა ვიცი, ჩასწორების უფლება მააქვს? დედამისს ახლაც კი მაგიდაზე უდევს "უშანკა" ქუდი, რის გამოც მეზობლის ბიჭმა გულში სპიცი გაუყარა... ვაჟა მართლაცდა თიხად მოევლინა სამყაროს და თიხადვე იქცა...
5. 555 საინტერესო ლექსებია! ოღონდ ესენი ჩაასწორეთ: შემოარტყავს ---> შემოარტყამს მამაპაპის -----> მამა-პაპის 555 საინტერესო ლექსებია! ოღონდ ესენი ჩაასწორეთ: შემოარტყავს ---> შემოარტყამს მამაპაპის -----> მამა-პაპის
4. მე პატარა ვიყავი, ვაჟა მოსულიშვილი რომ გარდაიცვალა მე პატარა ვიყავი, ვაჟა მოსულიშვილი რომ გარდაიცვალა
3. მე მოვევლინე თიხად სამყაროს მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამაპაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი. 5 მე მოვევლინე თიხად სამყაროს მე მოვევლინე თიხად სამყაროს, სულში ჩამბერეს გენი ტალახის და მამაპაპის სისხლით გაჟღენთილ მიწის სუნთქვა ვარ, მწვანე ბალახი. 5
2. ქართული სულის ძახილი... ქართული სულის ძახილი...
1. რალამაზი ნაკეთობებია და რა ტრაგიკული ისტორიაა,თვალი გადავავლე,მერე ვნახავ უკეთ:)
დღეს დილით არ მოგსალმებივართ და აქ იყოს მაშინ :D მოკითხვა და მშვიდობიანი დღის სურვილი :) რალამაზი ნაკეთობებია და რა ტრაგიკული ისტორიაა,თვალი გადავავლე,მერე ვნახავ უკეთ:)
დღეს დილით არ მოგსალმებივართ და აქ იყოს მაშინ :D მოკითხვა და მშვიდობიანი დღის სურვილი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|