ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელდღუნია
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


რეალ მადრიდი - ლევანტე

მაშ ასე, მე დაგიბრუნდით,
ისევ მინდა დავწერო,
დღეს რეალის თამაშია,
მინდა რომ მე აღვწერო.
    ალბათ იცის უკვე ყველამ,
    ვისაც უყვარს ფეხბურთი,
    ბერნაბეუს ესტუმრება,
    გუნდი, მოხერხებული.
პირველ წრეში ვერ მოვუგეთ,
გუნდი იყო ქებული,
ახლა გავალთ მოედანზე,
რევანშს მოწყურებულნი.
    ბერნაბეუს ბილეთებზე,
    ხალხის დიდი რიგია,
    ანშლაგს ველით, დიდძალ ხალხს და,
    სხვა ფეხებზე გვკიდია.
ალბათ არ ღირს ჩამოვწერო,
ჩვენი გუნდის სასტავი,
არც დრო არის, არც კალამი,
და არც დიდი ქაღალდი.
    მთავარია დავიჯეროთ,
    ჩემო მადრიდისტებო,
    მოგება კვლავ შეგვიძლია,
    და ჩვენც უნდა ვიგემოთ.
   

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები