 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 16 თებერვალი, 2011 |
ჩვენს ცხოვრებაში ყოველი ფერი, კავშირით დგება, ბევრი სიცილით სული რომ თვრება, მაშინ ცრემლებით მყინვარი დნება. - რასაცა დასთესს იმას მოიმკიო, - წინაპართ უთქვამთ, და ეს ცხოვრებაც ხშირად, თითქოს ბოროტად, გულქვად, მიუხედავად ჩვენი ნდომისა, ყოველთვის ლაღი არ მოგეცემა, რადგანაც შანსი “ბაირამობის”, ყველა მომაკვდავს არ მიეცემა! თუ არ ვიშრომეთ და დავაკელით, ჩვენი ცხოვრება კონვეირზე არ აეწყობა, პატიოსნება, შრომა, ფორტუნა უნდა ყველაფერს ამას და თან განწყობაც. მემარჯვენე კაცს, მარცხნივ რა გინდა? რამ დაგაბნია, არაკაცობის ჟამის ზეიმმა?! თუ დაგაბრმავა ვიღაც არსების, ძირს მოთრეულმა ოქროს შლეიფმა?! პირველ კაცობა თუ მოგესურვა, ცხოვრების საჭეს არ ჩაგეძინოს, თორემ გაგასწრებს “ლადა”, “მოსკვიჩი”, თითქოს “მერსედესს” ჩამოერბინოს. ხოლო თუ გვერდში დედოფლის ყოლას მოისაკლისებ, ჯერ თავად სცადე იყო მოყვარე მეფე, პატივისცემა მოიმკე ხალხის, და შუკა-შარა მრავალმჟამიერ, სიკეთე სთესე. ტყუილუბრალოდ ამ ცხოვრებაში რა მოგვეცემა? სიცარიელე, აბა თავისით როდის ივსება? ურწმენო ლოცვას ფასი აქვს განა? ან სად ვილოცოდ უცხოეთს, სხვაგან? რა ვქნათ მწარეა სიმართლე მაგრამ, ასეთია ძამიკო წესი ცხოვრების, დაწყებითი ფიზიკაა მგონი ყოველი, საჭყლეტად კი ჩვენი გონების. ეს მემარჯვენეც კიდევ თუ გინდა იყო, არ იხტუანო მარცხნიდან მარჯვნივ, ადგილვაჭრობით ვინ იხვეჭს სახელს, მოიპოვება ის მხოლოდ გარჯით. და პირველობის სურვილი თუ მაინც გახრჩობს, ცხოვრების საჭეს არ ჩაუძინო, ვერ მოწყობილა ისე საწუთრო, რომ ყველა გზაზე დაფნა ეფინოს. ხოლო თუ გვერდში, უდედოფლობას მაინც ვერ იტან, მეფედ იკურთხე ჯერ საქციელით, რომ პატივი გცეს შენმა რჩეულმა, და არ დაგახრჩოს ღრმა სანქციებით. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი გადაბმულია, ამ ცხოვრებაში, ბედის წყალობა ვის არ ჰქონია?! და ამ ფიზიკის წიგნშიც ის არ სწერია, რომ დაცემის და არეკვლის კუთხე ტოლია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კატიე, ეგრეა ?:) კატიე, ეგრეა ?:)
9. შორს ფიზიკა ... ლექსი ნორმალურია არკუსი. 2011-02-16 17:52:21
რატომ შორს??? ფიზიკი ლირიკი :) :) :) და მართლა რომ დაცემის კუთხე არეკლის კუთხის ტოლია? შორს ფიზიკა ... ლექსი ნორმალურია არკუსი. 2011-02-16 17:52:21
რატომ შორს??? ფიზიკი ლირიკი :) :) :) და მართლა რომ დაცემის კუთხე არეკლის კუთხის ტოლია?
8. საკამოდ ჭკვიანური აზრებია აქ, შეიძლებოდა მათი უფრო დახვეწილი პოეტური ფორმით მოწოდებაც! 55 საკამოდ ჭკვიანური აზრებია აქ, შეიძლებოდა მათი უფრო დახვეწილი პოეტური ფორმით მოწოდებაც! 55
7. საჩემო ლექსი არაა, თუმცა ცუდს ვერ ვიტყვი, ალბათ ამას თავისი მკითხველი ჰყავს საჩემო ლექსი არაა, თუმცა ცუდს ვერ ვიტყვი, ალბათ ამას თავისი მკითხველი ჰყავს
5. აპათიას ვეთანხმები....ნუ მიწყენთ მარა ეს მეხუთე კლასელის ნაწერს წააგავს რომელიშიც ორი დაუწერა მასწავლებელმა აპათიას ვეთანხმები....ნუ მიწყენთ მარა ეს მეხუთე კლასელის ნაწერს წააგავს რომელიშიც ორი დაუწერა მასწავლებელმა
4. არ ვიცი,ჩემთვის პოეზია აშკარად სხვა რამეა...აქ მე პირადად ვერაფერი ვნახე მსგავსი. არ ვიცი,ჩემთვის პოეზია აშკარად სხვა რამეა...აქ მე პირადად ვერაფერი ვნახე მსგავსი.
3. სუსტი რითმებით, მე ვიხდი ბოდიშს :) სუსტი რითმებით, მე ვიხდი ბოდიშს :)
2. ჩემი გულთბილი მოკითხვა და დადებითი შეფასება აქ :) +5 ჩემი გულთბილი მოკითხვა და დადებითი შეფასება აქ :) +5
1. და ამ ფიზიკის წიგნშიც ის არ სწერია, რომ დაცემის და არეკვლის კუთხე ტოლია!
შორს ფიზიკა ...:D ლექსი ნორმალურია :) და ამ ფიზიკის წიგნშიც ის არ სწერია, რომ დაცემის და არეკვლის კუთხე ტოლია!
შორს ფიზიკა ...:D ლექსი ნორმალურია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|