ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯინჯერ_როჯერსი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2011


კარლსონი სახურავზე ცხოვრობდა

ვუყურებდი როგორ კლავდნენ მულტფილმში კარლსონს,
რთულია ბავშვობის მოგონებებში დარჩენა,
ვიხდი ფერად ტანსაცმელს, ვხვდები რომ გლოვა,
რომელიც ჩვენთვის მოამზადეს, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო,
როცა ცეცხლის მახვილით გამოგვყარეს სამოთხიდან.

ჭრელი გეტრები კიდევ უფრო მიმძაფრებს ასოციაციებს ლინდგრენზე,
მხოლოდ შენ ხვდები,
აღარასდროს იქნება საღამო ისეთი, როგორც მაშინ, როცა ერთად ვგეგმავდით სიზმრებს.
ასფალტის სუნი, გამონაბოლქვი და ურბანული გაუგებრობა,
საოცრად უხდებოდა შენს ჭორფლიან სახეს.

ერთად ვაკვირდებოდით ფანჯრის რაფაზე დალექილ ყვავილებს,
არ შეიძლება დაჭკნეს მოგონება,
კართან მივაყუდე ყავარჯენი,
ვაკვირდები ჩაის ორთქლს სამოვრის მილიდან,
მაღლა მიიწევს და ისე იფანტება თეთრ ჭერზე,
როგორც ბოროტი სული ნათლობისას.

მე მინდა იყო ჩემთან, გაიკეთო სათვალე
და ისევ წამიკითხო წიგნი,
სადაც არაფერი იქნება ნაცნობი.

იქნებ მაშინ მაინც გადაუფრინოს ჩვენს ქალაქს კარლსონმა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს