ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2011


მანძილი ჩემიდან შენამდე...

მანძილი ჩემიდან შენამდე სულ რაღაც მეტრია,
არცერთი მთელით და არცერთი მცირედი ნაწილით,
სურნელი არ მახსოვს,მაგ თმათა უკუნი ვინატრე
ჩემს მკლავზე დაყრილი.შენ ჩემში გრძნობებად გაწვიმდი.

შენ ახლა ადიხარ სულ მაღლა,სულ მაღლა ზეცამდე,
ვარსკვლავო!დაგეძებ ღამეში თვალების ცეცებით
და ფიქრში ჩემიდან შენამდე მანძილებს ვკეცავდი,
ფიქრებში ჩემიდან შენამდე მეშვიდედ ვეცემი.

მანძილი ჩემიდან შენამდე სულ რაღაც მეტრია
ასამდე,ან უფრო (ვიტყოდი) მრავალი ათასი
და უბედობაც ხომ ფიქრობენ რაღაცით ბედია,
ზეციურ ბაღებში მე შენთვის ლექსები დავთესე.

მანძილი ჩემიდან შენამდე სულ რაღაც მეტრია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები