ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოელი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2011


ჩუმად

შენ ხარ ნამი დილის,
მე კი ცრემლი ღამის,
ალბათ ამიტომაც
ეშმას ჩავუსახლდი.
      შენ ხარ მზის სინათლე,
      მე კი მთვარის შუქი.
      შენს საძებრად დავალ
      შუაღამით ქურდი.
შენ ყვავილებს ათბობ ,
მე კი ვყინავ მიწას
ღმერთო სიყვარული
უნდა აზრაილსაც.
      შენი თმები ოდნავ,
      მოწითალო არის ,
      ვაი ჩემო თავო,
      ჭაღარა რომ დარბის.
შენი გულის ძგერა
მესმის მე მაღლიდან.
ვაი, სევდამ გულო
როგორ დაგაბერა.
      შენ ხალისი გიყვარს,
      მე კი ჩუმი სევდა.
      მითხარ! ნუ ხარ ჩუმად
      მითხარ ვისი გჯერა?
შენ ხარ ყოჩივარდი,
მე კი ეკალ_ნარი.
გოგოვ მაპატიე,
ჩუმად შემიყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები