ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ტ ო ს უ ლ ი
ჟანრი: პოეზია
17 თებერვალი, 2011


წამო...

წამო,  ახლა  მინდა
ყველა კაპილარი
ჩემში  არსებული
შენში გადმოვნერგო.
მინდა შენი გულის
ჩემში ფეთქვა  ვიგრძნო.
შენს  სუნთქვას  ვუსმენდე
მშვიდად,    და  მოგენდო
როგორც არასოდეს
არვის მივნდობივარ
წამო  ლაჟვარდებში...
ზეცა გველოდება,
(წუთი  ჩავლილი  ხომ
აღარ მეორდება.)
წამო,  ამკუწე  და
მერე  ამაშენე,
ზურგი  რომ  ვაქციოთ
ირგვლივ  დანარჩენებს.
რადგან უშენობით
სულში  ვიმარხულე,
მაინც  ვერ გავბედე
და  ვერ გინახულე.
წამო, გავფრინდეთ და 
ზეცა გადავლახოთ,
სულაკვირტებული
ფეთქვა არ გავახმოთ.
ისე  შევუერთდეთ
ლაჟვარდს მოცისფეროს,
სულმა  შენი  სუნთქვა
ისევ მოიმღეროს.
თუკი  სხვისი ხარ და
ჩემად  მეგულები,
რა  ვქნა , ამ სისუსტეს
ვეღარ  ვეგუები.
წამო..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები