ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნოელი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2011


უძღები შვილი

როცა ჩამოკრავს საათი თორმეტს,
ისევ დაიწყებს გოდებას გული.
როცა გაირბენს ირემი ცაზე,
კარებს გამიღებს მე სევდა ჩუმი.
ისევ დაშანთავს ცრემლები თვალებს,
ისევ დავიწყებ ხატთან გოდებას,
ისევ მხურვალედ შევთხოვ მარიამს,
რომ დავივიწყო ჟამთა მონება.
მაგრამ აღმიფეთქს სურვილი გრძნობას,
ისევ დამიწყებს სატანა ბრძოლას.
და დავეცემი უგრძნობლად ქვაზე
-ღმერთო მიწყალე, ღმერთო მიწყალე.
ამ სიტყვებით რომ აღმომხდეს სული,
მიოცნებია ბევრჯერ ამაოდ.
ამაოება არის თვით გულში,
და სულს რა ვთხოვო? მითხარ მამაო!
ვიცი განმსჯიან მე განსჯისთვის
და ისიც ვიცი,
რომ მომეზღვება მე გრძნობისთვის
შვიდჯერ შვიდი გზის.
თუმცა მიწყალე, ღმერთო მიწყალე,
მხოლოდ ამას გთხოვ.
აზრაილი ვარ, შენგან წასული
უძღები შვილი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები