რუხი პლიაჟი, ჭრელი ქოლგები და ცხელი ქვები...
რა პატარა ვარ! ალბათ ორი წლისა ვიქნები.
თვალმოჭუტული მუხლზე გიზივარ, კიკინები ამიშვერია.
საოცარია, რაც ხანი გადის, ხუნდება ფოტო, მაგრამ მძაფრდება მოგონება: დიდ წყალში როგორ შემიყვანე მხარზე შესმული და როს ნაპირზე ბუზისტოლად მოჩანდა ყველა, უეცრად როგორ გადამაგდე, ან ფსკერისაკენ ტალღამ როგორ ჩამატრიალა, ანდა რა ძალამ ამომაგდო კვლავ ზედაპირზე. მე ვფართხალებდი, შენ - სიცილით უკან იწევდი და “მა-მა, მა-მა!” - იმედიანი სასოწარკვეთის ტყუპი მარცვლები იფანტებოდა, ირეოდა მწარე შხეფებში.
პირველად მაშინ შევიგრძენი, სიცოცხლის წკიპზე როგორ ერთდება მლაშე ყლუპად დაბნეულობა, ნდობა, შიში და სიყვარული.
ჰო! აი, ასე მასწავლე ცურვა. და როცა წყალთან შევთამამდი, მომდევდი ხოლმე შორი-ახლო ფართო მკლაურით და მხოლოდ გვიან, როცა ძალიან გავიზარდე, ქვიან ნაპირზე მშვიდად მჯდომი თვალს მადევნებდი და მე ვცურავდი მარტოდმარტო, მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
გიბრუნდებოდი მერე დაღლილი, ნაპირთან ახლოს ვედებოდი შიშველ სხეულებს და მეყსეულად ცოცხლდებოდა წყალქვეშა შიშიც.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა, ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა წოლა, გარინდებაც და კიდევ რაღაც, რაღაც მთავარი, რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. +2 ლამაზია და მორჩა :) +2 ლამაზია და მორჩა :)
12. ვტკბები დღეს ამ ლექსით... თითქოს მეც მამას ვესაუბრები... ვტკბები დღეს ამ ლექსით... თითქოს მეც მამას ვესაუბრები...
11. და მე ვცურავდი მარტოდმარტო, მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
++ ლამაზია :) და მე ვცურავდი მარტოდმარტო, მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
++ ლამაზია :)
10. პიროვნებად ჩამოყალიბების მთელი ფილოსოფიაა ამ ლექსში და კიდევ ის, "ყელის სრუტეში რომ იხერგება და აღარ იცი, სიტყვად როგორ გადააქციო"... გრანდ. მოკითხვა და მონატრება ჩემგან... პიროვნებად ჩამოყალიბების მთელი ფილოსოფიაა ამ ლექსში და კიდევ ის, "ყელის სრუტეში რომ იხერგება და აღარ იცი, სიტყვად როგორ გადააქციო"... გრანდ. მოკითხვა და მონატრება ჩემგან...
9. მე ცურვა არ ვიცი :-< მე ცურვა არ ვიცი :-<
8. "...მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი."
"რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა," -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მიყვარს თქვენი შემოქმედება :) სიმართლე ვთქვათ, გამიჭირდა გამორჩეული ადგილის დაკოპირება, მაგრამ ესენი განსაკუთრებულად მომეწონა.
პატივისცემით!
"...მაგრამ ყოველთვის ვყოვნდებოდი მოტივტივე საზღვრის ნიშანთან, რათა ძალ-ღონე მომეკრიბა და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი."
"რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა," -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მიყვარს თქვენი შემოქმედება :) სიმართლე ვთქვათ, გამიჭირდა გამორჩეული ადგილის დაკოპირება, მაგრამ ესენი განსაკუთრებულად მომეწონა.
პატივისცემით!
7. და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა, ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა წოლა, გარინდებაც და კიდევ რაღაც, რაღაც მთავარი, რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო. და სუნთქვაშეკრულს ერთხელ მაინც გამეღწია სადღაც, შორს შენგან, სადაც საერთოდ აღარ ჩანდი, არც იგრძნობოდი.
რა იყო შენთვის ჩემი სიშორე! შენ ხომ მასწავლე მკერდში ჰაერის გამოზოგვა, ზღვის მოქანავე ზედაპირზე გულაღმა წოლა, გარინდებაც და კიდევ რაღაც, რაღაც მთავარი, რაც ჩემში ისმის, რაც მართლა ვიცი, მაგრამ სათქმელი იხერგება ყელის სრუტეში და აღარ ვიცი, სიტყვად როგორ გადავაქციო.
5. თბილია....:) თბილია....:)
4. ნინო, თქვენმა "მამიანმა სურათებმა" ჩემი მამიანი სურათები მომაგონა... თითქოს მე დავწერე, ისეთი შეგრძნება მაქვს... უცნაურია! :) ნინო, თქვენმა "მამიანმა სურათებმა" ჩემი მამიანი სურათები მომაგონა... თითქოს მე დავწერე, ისეთი შეგრძნება მაქვს... უცნაურია! :)
3. კარგია...
მეც მიყვარს შორს წასვლა, მაგრამ ზედმეტი არ შეიძლება! : )))
+ + კარგია...
მეც მიყვარს შორს წასვლა, მაგრამ ზედმეტი არ შეიძლება! : )))
+ +
2. თბილია ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ :) თბილია ძალიან კარგი ადამიანი ხარ შენ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|