ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 თებერვალი, 2011


ძმადნაფიცი (მთიულურ მოტივზე)

მურთაზ შენ ჩემო ძმობილო,
ვაჟკაცო კუთვნილ მთისაო,
რატომ დასტოვე ეს მხარე,
ამაყი ჯიხვებისაო?
რად დაიბნელე მზე მწველი,
ცა-ლურჯი, არწივისაო?
ბარიდან მოველ მე მთაში,
ძმა მეგულვოდა კლდისაო,
გული ბაჯაღლო ოქროსი,
მუხლნი კი გქონდა მგლისაო,
მოველ და აღარ დამიხვდი,
საფლავი დამხვდა ქვისაო,
შენს წყაროს ედგა ყანწები,
ამაყი ჯიხვის რქისაო,
ამ ყანწით სჯობდა მე შენთან
მესვა არაყი მთისაო,
თუმც ყანწში დამხვდა ცრემლები,
მლაშე,ვით მკვდარი ზღვისაო,
აქ მთაში აღარ ამოვალ,
დედაც ვატირე მთისაო...
                          2004წ.

        ნიკორა
..................................
ეს ყანწი ჩემი რქებია,
მე ხარი მერქვა ნიკორა,
მურთაზის მზე დაუბნელდა,
იყო და არა იყო რა..

რქებზე ვაგორე მზის კვერი,
მზემ ცაზეც გადაიგორა,
ვაჟკაცი მიწამ შეჭამა,
იყო და არა,იყო რა...

დალიეთ მისი ხსოვნისა,
ჩემი რქით,მერქვა ნიკორა,
მზე დაუბნელდა ჩემს პატრონს,
იყო და არა,იყო რა..
                          2004წ.

(მურთაზ წიკლაური,(მეტსახელად მურტალო)დაიღუპა სოფელ როშკაში ტრაგიკულად2003-2004წ. ავტომობილით ხრამში გადაიჩეხა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები