ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: MOW
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2008


საბრალონი

                საბრალონი
ჩუმად იყავიო მაჩუმებენ და მეც ვჩუმდები,
კითხვებს ნუ სვამო ხელს მიქნევენ...ჩუმად ვუცქერი,
არ იფიქროო ქირქილებენ-გარს შემორტყმულნი
ბნელი იყავო და სინათლეს ნახავო სულში...

ასე გვითხრესო,ასე თქვესო,ასე გვასწავლეს,
ასე წერია იმ დიდ წიგნში-ბევრს რომ აწვალებს,
თვით უფალმაო,დიდმა ღმერთმაო ასე ინება,
თავი ვიჩაგროთ-არ გამოვხატოთ სურვილის ნება!

რა სიტკბოო,რისი ტკბობაო, რა სიყვარული?!
მუხლის ჩოქებზე უნდა ვიხოხოთ----ვართ საბრალონი,
საბრალომ კიდევ სურვილის ძალა უნდა დაკარგოს,
თვალცრემლიანმა,თავჩაქინდრულმა უნდა იაროს!

საბრალონი ხართ,მართლაც საწყლები-ვინც ასე ფიქრობთ,
ვისაც გგონიათ,რომ მასე ქცევით ქვეყანას იპყრობთ,
ვისაც გგონიათ,რომ დიდი უფლის-კეთილ თვალებმა,
გასწავლათ ბნელი საბურველის სულში ტარება!

საბრალონი ხართ,საბრალონი და მებრალებით
დაე სიტკბომ და სიყვარულმა აგიხილოთ-ეგ ბრმა თვალები
რომ შეიგნოთ და რომ შეიცნოთ-წიგნში კი არა,
თავად ჩვენშია მოქცეული-დიადი ძალა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები