ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2011


ქალბატონო

ქარი ფშვნიდა ხეებს, ისე - როგორც მაშინ...
აივნის-ქვეშ სიმინდს - ვფქვავდით სანახევროდ
მახსენდება… უსაშველო გზებზე გაშლილ
ტროტუარს, რომ აფხიზლებდით ქალბატონო.

და - მე, როგორც ვინმე უცხო... ნაბოლარა
ნაძვის ძირში - პაპიროსს, რომ ვმუხანათობ
შეგამჩნიეთ... როცა ქარი ცას ბოლავდა
(ღრუბლებიდან გაკვირდებით ქალბატონო)

კიდევ თვალებს - მწვანეს - როგორც უცხო იას
(დამიჯერეთ მსურს, რომ ცამდე ავიტანო)
სურნელება თქვენი თმის და ნაწნავები
დალალებად, რომ გაგშლიათ ქალბატონო.

მაპატიეთ... ალბათ ფიქრი გამიგრძელდა
და ოცნებაც მაღალ მთებს, რომ შევატოვო -
როგორც ჯიხვებს ელდა დაეცემა მეხად...
სწორედ ასე! - თქვენ, რომ გხედავთ ქალბატონო.

დაიღვარა სამი... ჭიქა... ხშირად უზმო
გამოხედვა, და გჩვევიათ დამაჯეროთ
ცდა, რომ თითქოს უსუსური ვინმე გზირი
სტრიქონებში დალექილა ქალბატონო.

ახლა ცაზე - მთვარე ქუჩებს დასტრიალებს
და განწყობა სასულედან, რომ დატენოთ
ნაძვის ძირში ისევ გწერდით წერილებს და
(მაპატიეთ, რომ ვეღარ ვთქვი ქალბატონო...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები