ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2011


მინდა ვუმღერო სამშობლოს...

მინდა ვუმღერო სამშობლოს,
დაჩეხილ გულზე ვაკოცო,
ატმის ყვავილით ნაკვებო,
ვაზის რტოდ გამონალოცო.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
კავკასიონის ნაოჭებს,
ჩამოგიჟული ენგური,
დღესაც ქარიზმით მაოცებს.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
მე ჩემს სამოთხე გურიას,
სამება თავზე დაგყურებს,
და მგონი მთლადაც დუნიას.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
შავი ზღვის ტალღებს მონაბერს,
თეთრ შხეფებს ისე მოვუსმენ,
როგორც მოცარტის სონატებს.

როგორ მინდა რომ ვიმღერო,
შენს ყველა წმინდა საქმეზე,
მუხლმოდრეკილმა გილექსო,
სანთელი გინთო ხატებზე.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
ცხონებას უფლის შენისას,
გიკურთხოს სამკვიდრებელი,
ტატოს მერანის ფრენისას.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
ნანინას ოქროს სიმებზე,
რამაც გამზარდა, მაკაცა,
მატარა ბეწვის ხიდებზე.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
დედას გაზრდის და შობისთვის,
ნაფოტი მუხად მაქცია,
ღმერთს მიმაბარა ნდობისთვის.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
იას, ვარდსა და ენძელას,
როცა სიყვარულს გიხსნიდი,
და გული ვნებით მეძგერა.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
მაგ ტუჩებს მარწყვით დანამულს,
გეტყვი რომ ისევ მიყვარხარ,
სიტყვას მოგიძღვნი დაშაქრულს.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
მე ამ თბილისის ალიონს,
მთაწმინდას გულზედ დავადნე,
და ბოლო თასიც დავლიო.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
მტკვარს მოდუდუნეს მთვარეში,
ტივზე მოსმენილ მუხამბაზს,
ნიავს მიმალულს ჭადრებში.

როგორ მინდა რომ ვუმღერო,
ტაბიძის “ავე მარიას”,
მთვარე ვარსკვლავებს უმღერის,
და ხმა კალასის დარია.

როგორ მინდა ეპილოგად,
რომ მოგიძღვნა ღამის ქნარი,
თბილისური მუხამბაზი,
სადაღა არის მისი დარი:

“როგორ მინდა მოგიმღეროთ,
დილის დამწვრის მე და ღამემ,
მთვარე ბანს არ დამამადლის,
საიათნოვას აივანზე,
გიგალობებ დილის საარს,
ლექსებს გეტყვი წრფელი გულით,
თბილისს მუდამ გავანათებთ,
მე და ღამე, მე და ღამე მთვარის შუქით”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები