ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არჯაკელი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2011


ზამთარი

გაეცრიცება ზეცას ჭიატი,
თებერვლის სუსხი დამამუნათებს...
ბიჭი ციგითა და ფინიათი__
გამიცოცხლდება ძველი სურათი
იმ ჩემი სიყრმის დედაწიგნიდან
და პირველ საწყისს მივეახლები...
იმ სითეთრეში ჩავემხო პირქვე
მსურს,ბავშვის ნახატს ჰგვანან სახლები,
ჩხირის ხელ-ფეხით მეც ვდგავარ იქვე...
საკვამური კი ფანტავს სპირალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები