 | ავტორი: მე_ ჟანრი: პროზა 23 თებერვალი, 2011 |
ყველაზე ბრძენნი ამბობენ,რომ დრო ყველაფერს ცვლისო. მაშინ კი, როცა ვარდისფერი სათვალე გვიკეთია,არც ამის არ გვჯერავს და ისევ ვარდისფრად გვეჩვენება ყველაფერი,როგორც ბავშვობის ზღაპრები,ძილის წინ მოსმენილი. მაგრამ დრო გადის,ბრუნავს და ბრუნავს... იყო დრო და ჩვენც იყო ჩვენ,გვქონდა ოჯახი სრული,ვცხოვრებდით სიყვარულით, ყველაფრის ქუჩაზე,პატარა ხის სახლში,მზიანი დღეებით და ერთმანეთით. ჩვენი ეზოც ოდესღაც სავსე იყო...ხალხით,სიმწვანით და სიცოცხლით. ახლა ყველა მიდის,სათითაოდ.ტოვებენ და არც კი ახსენდებათ მერე,რომ უხსოვარ დროში, აქ ცოცხლობდნენ,იქ კი -ვერ,რომ აქ სუნთქავდნენ,რომ აქ უყვარდათ და რომ აქ იყო მათთვის ცხოვრების აზრი. აქ აქვთ ცხოვრების ყველაზე სამახსოვრო,სასიამოვნო ნაწილი - ბავშვობა,აქ იზრდებიან და შემდეგ მიდიან ,თავისუფლად. ამ ეზოში ახლა მხოლოდ ერთი ქვრივი ქალი დადის,შავებში შემოსილი,შრომისაგან წელში მოხრილი,მონატრებისგან ცრემლმორეული თვალებით,ჯოხით ხელში,დასნეულებული და დიდი სევდისგან ფიქრებში ჩაძირული.იგი მარტოა, უკვე წლებია და შეეჩვია კიდეც მარტოობის ხვედრს. არასდროს არ საუბრობს ხმამაღლა მის ფიქრებსა და ცხოვრებაზე. მადლიერია ღმერთის ყველაფრისთვის,ცაში იხედება და ღმერთს მადლობას უხდის. დრო გადის,ბრუნავს და ბრუნავს. და აი, ახლა უკვე მეც მივდივარ ! მივდივარ,ისე,უბრალოდ და მარტივად. მივდივარ და არც მე არ ვიხედები უკან ... თითქოს არაფერი არ მრჩებოდეს,თითქოს არაფერი მაჩერებს,თითქოს... და ასე ემოციებისგან ზღვარ გასული,ვეღარც იმას ვგრძნობ, რომ დავკარგავ ყველაზე ძლიერს-საყრდენ წერტილს,ჩემ ეზოს,ჩემს მიწას. ალბათ,მერე, როცა მეც დავსნეულდები, მივხვდები,რომ ბრძენი ადამიანი არ არსებობს და რომ მოკვდავი ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ პრაქტიკულ ცხოვრებას. და ეს დრო ბრუნავს და ბრუნავს . ცვლის ადამიანთა მეს, ისე როგორც ორინეტაციას. მიმაქვს მხოლოდ ლოცვების წიგნი, ჩემი დღიურები,მოწერილი წერილები,ახლობლების სურათები,რათა მონატრება წამით მაინც გავაყუჩო.ერთი მუჭა მიწა, ჩემი ეზოდან და საქართველოს ჰაერი,მთლად რომ არ დავიკარგო,რომ ვიცოცხლო მაინც ფორმალურად. ბებია ყველაზე მშვიდი ქალია,მთელ ამ დედამიწაზე. მიკვირს მისი ძალის,მისი სულის და მოთმინების. არასდროს,არასდროს არ იმჩნევს ტკივილის და დარდს. მსურს, მერე, როცა მივაღწევ მის ასაკს მეც მისნაირი ძლიერი ვიყო და ასე იამაყოს ჩემმა შვილიშვილმა ჩემზეც. მაგრამ იტყვის ?! ბებია ყველაფერს ხსნის იმით,რომ ღმერთის ნებაა ასე რომ მოხდა. ამიტომაც ნებას ანიჭებს უპირატესობას,არ სჩვევია დაძალება და აზრზზე ზემოქმედება. ძალიან მოკლედ დამარიგა, დამლოცა და ვიგრძენი,რომ გავნთავისუფლდი ტვირთისგან,ნაწილობრივ. ახლა ბებიაც განსაკუთრებულად მოწყენილი მეჩვენება, ჩემი ეზოს სიმწვანეც ნაცრისფრად მესახება და მეტიც,ვუყურებ სიმბას თვალებს,გული მიპატარავდება ტკივილისგან. სიმბა ჩემი ძაღლია-ერთგული მეგობარი.ჩვენს ოჯახში იზრდებოდა დედმისიც და მამსიც. ახლა სიმბაც ჩვენია,სრულფასოვანი წევრი ჩვენი ოჯახის. მე გავზარდე,ჩემი ბავშვობის ცოცხალი სურათია,ერთად გავიზარდეთ,ბევრი რამ ვასწავლე და ბევრიც მან. ვერ ლაპარაკობს თუმცა ერთმანეთის სიტყვების გარეშეც გვესმის.ტირის,მკოცნის,თათებით ტანსაცმელზე მებღაუჭება,ცდილობს არ გამიშვას. მთელი ღამე ჩემს ლოგინთან გაატარა,ტირილით. ჩემი ორი მე კი ერთმანეთს ებრძვის,დარჩენა არ დარჩენაზე. მაგრამ,არა, ყურებში მესმის,ჩაწერილი ხმასავით : უნდა წახვიდე,უნდა წახვიდე,ჩქარა,გადაშალე ახალი ფურცელი,ჩაწარე ახალი მეხსიერება. გაივლის დრო,იბრუნებს ბევრჯერ და ალბათ მივხვდები რომ უძლურია ადამიანი ზებუნებრივ ძალებთან. მივხდები უფრო ბევრსაც,თუმცა იქნება დრო გარდასული. ახლა კი ზედმეტია ყველა აზრი, ემოციებს ვყავარ შეპყრობილი. დავიარე ჩემი ეზოს ყოველი კუთხე,თითქოს ბოლო იყოს ჩემთვის.მოვეფერე ჩემს დარგულ ხეებს და ყვავილებს,დავემშვიდობე ჩემს სახლს და ჩემს მიწას-საყრდენ წერტილს. ბებია მაგრად ჩავიკარი გულში. მინდოდა მეთქვა,იბრუნებს დრო და მეც დავბრუნდები-მეთქი. მაგრამ, თვალები დახარა მშვიდად, მანიშნა რომ ზედმეტია სიტყვები და არაფრის თქმა არაა საჭირო. სიმბა გამიუცხოვდა.მინდოდა მოვფერებოდი ან სულაც წამეყვანა. ერთ ნაბიჯს მისკენ რომ გადავდგამდი,უფრო შორს გარბოდა.თუმცა ახლა მე უფრო უსულგულო აღმოვჩნდი,სიმბა არ მოშორდა საკუთარ ადგილს,არც გამომხედა,თათებით მიწაზე გაწვა და თვალები მაგრად დახუჭა. საოცარია ერთგულება ცხოველის,უფრო საოცარი კი ისაა, რომ მე ადამიანი მქვია,სიმბას კი ძაღლი. აი,თურმე არ ყოფილა ყველაფერი კანონზომიერი ბუნებაში. გავაღე ჭიშკარი,მარჯვენა ფეხი გადავდგი, ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,რომელსაც ჩემი ერქვა. მაღლა ავიხედე,პირჯვარი გადავიწერე და ველოდები ავტობუსს რომ წავიდე,გადავშალო ახალი ფურცელი და ისევ დავიწყო ახლიდან წერა. დავწერო ახალი ამბავი, ახალი მეხსიერებით. გამოჩნდა ავტობუსი. გავაჩერე,შევედი,მოვკალათდი,ფანჯარსთან დავჯექი,იმედით რომ დავინახავდი ჩემს ეზოში ბებიას,რომელიც გადამწერდა პირჯვარს და გამიღიმებდა,სამახსოვროდ. მე კი ადამიანმა ახლა მივხვდი, როგორ ვატკინე ყველაზე ძვირფასს და ახლა იმაზე მეტად დამიპატარავდა გული ტკივილისაგან, ვიდრე ოდესმე. ვუყურებ ნაცნობ ადგილებს, რომ მეხსიერებაში კარგად ჩამებეჭდოს და ახალ მეხსიერებს გაუჭირდეს მისი წაშლა. ვსუნთქავ საქართველოს ჰაერს,მინდა წავიღო და ძალიან დიდხანს იყოს ჩემ ი მეს ნაწილი. თითქოს ხასიათი მეცვალა, დავმძიმდი . იმ საყრდენი წერტილის დაკარგვასთან ერთად წავიშალე. ხალხი გააქტიურდა,სალაპარაკო მიეცა. ახლა ყველა ბრძენი გახდება. - სად მიდიხარ? -როდის დაბრუნდები ? - რა მიგაქვს თან ? - არ გენანება ბებიაშენს რომ ტოვებ ? - სახლი არ მოგენატრება ? -რატომ გადაწყვიტე ? - ვის მოძებნას აპირებ ? ერთმანეთში საუბრობენ ბრძნულად: ჰმ, უგულო ! თავხედი ! არ ღირს პასუხებში დროის დაკარგვა,ჯობია ვისუნთქო საქართველოს ჰაერი, ვუყურო მშობლიურ ადგილებს და მშვიდად ვიყო. არავინ იცის ვის გულში რა ტრიალებს,ვის რა მიზნები აქვს და ვის რა უნდა ამ ცხოვრებისგან ან ვის რომელი დროის პოვნა უნდა. გულში ვლოცულობ , უფალს ვევედრები, დამიფაროს და გამძლიეროს ... ხელით ჩახუტებული მაქვს ჩემი ეზოს მიწა თან საქართველოს ჰაერი და მოგონებები მიმყვება ... ლოცვების წიგნები და ქართული გალობები მიმაქვს თან და სურათები,მოგონება წამით რომ გავიყუჩო. უკვე გავშორდი საქრთველოს ადგილებს, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს დარჩენილი წინ ... სირთულეები და დიდი ნაბიჯები. მაქვს იმედი ვიპოვი ცხოვრების აზრს,რასაც ელოდებოდა სული მუდმივად. მოვხვდები სრულყოფილებაში რომელიც იყო. მერე კი ყველაფერი იქნება მთელი. მერე კი იქნება ის დრო საიდანაც დრომ ბრუნვა დაიწყო. განუწყვეტლივ ვლოცულობ : დამიფარე უფალო ! მწამს, გაიღება სარკმელი და დამიყოლებს უფალიც
-ამინ !
და შენც გჯეროდეს, რომ დრო ბრუნავს და ყოველთვის ბრუნდება იქ საიდანაც ბრუნვა დაიწყო. ყოველთვის მთელდება,ის რაც გასაერთიანებელია და უეჭველად გამოჩნდება ის, რაც საჭიროა. მოხდება ყველაფერი ისე, როგორც დაწერილია განგებისგან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობთ,რომ წაიკითხეთ :) მადლობთ,რომ წაიკითხეთ :)
8. წარმატებები სადაც არ უნდა იყოთ. ნაწერი სუსტია სამწუხაროდ წარმატებები სადაც არ უნდა იყოთ. ნაწერი სუსტია სამწუხაროდ
6. რამხელა სითბო და სევაა აქ... გფარავდეს უფალი!
++++++++++++ რამხელა სითბო და სევაა აქ... გფარავდეს უფალი!
++++++++++++
5. წავალ მგზავრს დავუძახებ ეს წაიკითხოს, მაგრად მოეწონება ვიცი. წავალ მგზავრს დავუძახებ ეს წაიკითხოს, მაგრად მოეწონება ვიცი.
4. აუუ, დამბურძგლა რა... შენ გაიხარე კეთილო მგზავრო! დაბრუნდი მერე ისევ:):)
გულიანი ნაწერია მეტად. ++++++ აუუ, დამბურძგლა რა... შენ გაიხარე კეთილო მგზავრო! დაბრუნდი მერე ისევ:):)
გულიანი ნაწერია მეტად. ++++++
3. უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის!!! +2 :))) უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის!!! +2 :)))
1. ბრძოლობს-იბრძვის გზა მაქ-გზა მაქვს მიგაქ -მიგაქვს.
ბრძოლობს-იბრძვის გზა მაქ-გზა მაქვს მიგაქ -მიგაქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|